იყენებს თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ რესურსებს?

ჩიორა თაქთაქიშვილი - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე

 

ჩვენ ხელი მოვაწერეთ პარტიების ქცევის კოდექსს, რომლის მე-4 პუნქტიც სწორედ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არეგულირებს და სხვა პარტიებსაც მოვუწოდეთ იფივესკენ, რათა ყველანი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შესაბამისი საბჭოს რეკომენდაციებსა და ნორმებს.

გასული წლის დეკემბერში განხორციელებული ჩვენი საარჩევნო რეფორმაც პასუხია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე. ამნიშვნელოვანი იყო მკაფიო ზღვარის გავლება, რა ითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად და - რა არა. აკრძალულია მთელი რიგი საბიუჯეტო ფინანსების გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში, განსაზღვრულია საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის წესები.

საერთაშორისო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ახალი კოდექსი ითვალისწინებს წინა წლების რეკომენდაციებს და დეტალურად კრძალავს სახელმწიფო რესურსის გამოყენებას წინასაარჩვნო პერიოდში. ამ ნორმების შესრულების მონიტორინგისთვის შექმნილმა უწყებათაშორისი კომისიამ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გამოსცა. მაგალითად, საჯარო მოხელეების პოლიტიკურ საქმიანობის შესახებ - მათ აკრძალული აქვთ სამსახურის დროს რომელიმე პარტიის სასარგებლო საქმიანობა განახორციელონ. მაგრამ, სამსახურიდან თავისუფალ დროს ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ყველა ადამიანის თავისუფლებას, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი, მათ შორის, რომელიმე პოლიტიკური მოძრაობის მხარდასაჭერად თუ საწინააღმდეგოდ.

მახსენდება შემთხვევა, როცა გამგეობამ უფასოდ გადასცა კარტოფილი სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას. უწყებათაშორისმა კომისიამ ეს ფაქტი გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ ეს ხდება არამხოლოდ წინასაარჩვევნოდ, არამედ დამკვიდრებული პრაქტიკაა - როცა ფინანასთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები საბაჟო რეგულაციების თუ სხვა საგადასახადო დარღვევების გამო არალეგალურ საქონელს ჩამოართმევენ, მალფუჭებადი პროდუქტის შემთხვევაში მიზანშეწოლილია, ის ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით გადანაწილდეს სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.  მაგრამ, რაკი წინასაარჩევნო პერიოდია, კომისიის რეკომენდაციით, ამიერიდან საქონლის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნაცვლად მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური გაანაწილებს.

არ ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყებებად მიიჩნევენ. 2012- 13 -14 და 16 არჩევნების წლებია. ამ არასამთავრობოების ლოგიკით არ უნდა შევასრულოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც 2004 წლიდან მოყოლებული ჩვენი პოლიტიკური განაცხადია: გზების გაკეთება, წყალმომარაგების სისტემა, ასაავადმყოფოების აშენება და ა.შ. არც ერთი სტანდარტით, არც ერთ ქვეყანაში ასეთი საქმიანობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად არ ითვლება. უმრავლესობაში მყოფ პოლიტიკურ პარტიას პასუხისმგებლობა აკისრია, საკუთარი მანდატის პირობებში შეასრულოს პოლიტიკური დაპირება.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო უწყებათაშორისი კომისიის პირველი რეკომენდაცია სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ.  ბუნებრივია, ვერ გამოვრიცხავ, რომ მომავალში დარღვევებს ადგილი არ ექნება, მაგრამ  სწორედ ამიტომ არის საჭირო უწყებათაშორისი საბჭოს აქტიური მუშაობა, რომელიც დღეს უკვე სახეზეა.

 

ნინო ლომჯარია - "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი

 

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ყველაზე გავრცელებული ფორმა ადამიანური რესურსის გამოყენებაა. ხდება საჯარო ორგანოებში დასაქმებული ადამიანების პარტიული მიზნით გამოყენება. განსაკუთრებით პრობლემატურია ადგილობრივი მოხელეების ჩართვა და პარტიის სასარგებლოდ მათი აქტივობები.

პარტიების მოსახლეობასთან შეხვედრების დროს კონფლიქტის გაღვივებაში თვიმმართველობის წარმომადგენელები და იქ დასაქმებული პირები მონაწილეობენ. სამწუხაროდ ასეთ კონფლიქტებს ორგანიზებული სახე აქვს.

ჩვენს ანგარიშებში გამოიკვეთა ისიც, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევები პარტიული ნიშნით ხდება. საჯარო სექტორში დასაქმებული პირის ოპოზიციური პოლიტიკური აქტივობის გამო განთავისუფლდება ადმინისტრაციული რესურსის ერთგვარი გამოყენებაა. 

არის შემთხვევები, როცა მოქალაქეებს სოციალური დახმარებები პოლიტიკური აქტივობების შეუწაყდათ. ასეთი მაგალითები უწყებათაშორისმა კომისიამ შეისწავლა და რამდენიმე პირს აღუდგა სოციალური დახმარება, რაც მიანიშნებს, რომ სოციალური დახმარება პარტიული ნიშნით ზეწოლის განსახორციელებლად გამოიყენება.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირის მიერ ხელმოწერების შეგროვება. ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე. ეს ხდება როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივი დონეზე. 

არის შემთხვევები, როცა ჩვენთან, ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან მიდიან ადამიანები და ამბობენ, რომ მათ უფროსებმა ხელმოწერების შეგროვება დაავალეს. ოზურგეთში ჩვენს დამკვირვებელს თვითმმართველობაში დასაქმებულმა ადამიანმა პირდაპირ უთხრა, რომ ხელმოწერების შეგროვება დავალებული ჰქონდათ.

რა თქმა უნდა ეს  ადმინისტრაციული რესურისს გამოყენაბაა და აკრძალულია ქმედება, როცა ზემდგომი პირი ქვემდგომს პარტიის სასარგებლო საქმიანობას ავალებს.

უწყებათაშორისი კომისია ამ ფაქტით დაინტერესდა, თუმცა ადამიანები, გარკვეული გარემოებების გამო, პირებს ვისგანაც დავალება მოდიოდა,  არ ასახელებენ.  უწყებათაშორისო კომისია კი უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებების დასახლებას ითხოვს.

 არის ასევე საბიუჯეტო პროგრამები, რომელთა ინიცირება  ბოლო პერიოდში დაიწყო. 

ეს პროგრამები საზოგადოებას ფინანსურს შეღავათებს/დახმარებებს უწესებს. მაგალითად, ერთ-ერთი პროგრამაა მიწის უფასო რეგისტრაცია, რაც მანამდე სოლიდური თანხა უჯდებოდა მოქალაქეებს.

კანონით ეს დარღვევად არ ითვლება, რადგან საარჩევნო პერიოდი ჯერ გამოცხადებული არ არის, თუმცა ბუნებრივია, ასეთი პროგრამების არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ინიცირება ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად კვალიფიცირდება.

 

 

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

მეტი