16.02.2012

მასწავლებლობის უფლება

სტატიები  (photo: )

 

„ზოგადი განათლების შესახებ" კანონის  61-ე  მუხლში ცვლილება შედის. ეს მუხლი მასწავლებელთა პირველ სერთიფიცირებას ეხება და განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე გასვლის უფლება აქვთ.

 

აქამდე ამის უფლება მხოლოდ იმ პირებს ჰქონდათ, რომლებსაც უმაღლესი განათლება და საგანამანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის ერთწლიანი სტაჟი ჰქონდათ და ასევე მაძიებლობის პერიოდიც წარმატებით გაიარეს.

ცვლილების მიღების შემდეგ, მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლა და საგანამანთლებლო დაწესებულებაში მუშაობის ერთწლიანი სტაჟი საჭირო აღარ არის, სასერთიფიკაციო გამოცდებზე გასვლა ყველა იმ პირს შეუძლია, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს.

"აღნიშნული კანონ-პროექტით ამ ბარიერის, ერთწლიანი სტაჟის მოთხოვნას იმ მსურველებისათვის ვხსნით,  ვისაც უნდა, გამოვიდეს სასერთიფიცკაციო გამოცდებზე." განმარტა განათლების კომიტეტის სხდომა მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ.

მისივე თქმით, სასერთიფიკაციო გამოცდები საკმარისია ბარიერია იმისთვის, რომ ამა თუ იმ პირის პედაგოგიური უნარები შემოწმდეს.  საკნონმდებლო ცვლილებას კომიტეტის წევრებიც დაეთანხმნენ.  განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ხათუნა ოჩიაურის თქმით, მთავარი იმ პირთა კომპეტენციის შემოწმებაა, რომლებიც მასწავლებლობას აპირებენ  -„გამოცდა ეს ისეთი ბარიერია, რომლის შემდეგაც კომისია მიხვდება, შეუძლია თუ არა პირს პედაგოგება" - აღნიშნა ოჩიაურმა.

ირინა ქურდაძე ამბობს, რომ ამ ბარიერის მოხსნა მაძიებლობის პროგრამის გაუქმებას არ ნიშნავს და ამის შემდეგ მაძიებლად დარეგისტრირების მსურველთა რიცხვი არ შემცირდება, რაადგან თვლის, რომ "გამოცდილება ცოდნასთან ერთად მაინც ძალიან მნიშვნელოვანია".

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლობის მაძიებლობის ხელშეწყობის სახელმწიფო  პროგრამა 2010- 2011 სასწავლო წლიდან ამოქმედდა და პირველ წელს თბილისის, ახალციხის, თელავის, გორის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის 100-მდე სკოლაში განხორციელდა. მაძიებლობის მსურველი რომ ბევრი იყო, ეს დღეს მინისტრის მოადგილემაც დაგვიდასტურა.

განათლების ექსპერტის თამარ მოსიაშვილის თქმით, მაძიებლობის პერიოდის გავლა მომავალი მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ახალ საკანონმდებლო ცვლილებას არ მიესამლება.

„მასწავლებლობა არის რეგულირებადი პროფესია. მაძიებლობის კომპონენტის გაუქმება: არა მგონია მომგებიანი იყოს ჩვენი სისტემისთვის. მენტორ-მაძებლობის პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა. ამ რგოლის ამოღებით და პირდაპირ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებით პროცესი გამარტივდება, მაგრამ ახალბედა მასწავლებელს სკოლაში მოუწევს უნარების შეძენა, რაც საკმაოდ რულია, და ხშირად - საკმაოდ წარუმატებელიც."- განამრტავს თამარ მოსიაშვილი.


მეტი

  •  (photo: ) სტატიები
  • The Prime Minister of Georgia, Irakli Garibashvili and NATO Secretary General Anders Fogh Rasmussen (photo: NIDS/NATO Multimedia Library) სტატიები

    NATO საქართველოში - სახიფათო იმედგაცრუება

    ის, რომ უელსის სამიტზე  საქართველოსთვის MAP-ის მიცემის საკითხი პირველად გერმანიის კანცლერმა განმარტა, მასპინძელ ქვეყანაში ყველას არ მოსწონებია. „ლიბერალმა” იცის ამ საკითხზე საქართველოსთან...

  •  (photo: Levan Kherkheulidze) სტატიები

    ქართველების ოდისეა მსოფლიო ლიტერატურაში

    მსოფლიო ლიტერატურაში ჩვენ წამლებთან, საწამლავებთან და მედიცინასთან დაკავშირებული ხალხი ვართ. ჩვენი პირველივე წარმომადგენელი ქალი გრძნეულია. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს ჯადოქრის როლი გვაქვს.მთავარი...

  •  (photo: Sopho Aptsiauri) სტატიები

    მარშრუტი №X

    მიუხედავად სატრანსპორტო სფეროში სერიოზული გეგმებისა, შპს „ინტერ ტრანსს“ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოპოვებულ ნებართვაზე პირობები გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგაც არ შეუსრულებია. რუსთავში  არ...

ახალი ამბები

მეტი
  • დათო ლაღიძე

    159, ჰერცლის ქუჩა, თელ-ავივი

    ტრაგიკულად აღსაქმელია შერჩევითი სოლიდარობა, - როცა შენთვის ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანი და ისრაელის ოკუპაცია ლეგიტიმური მიგაჩნია, უკრაინაში კი - არა. რუსულ ოკუპაციაზე საუბრობ, მუსლიმების...

  • გია ეძგვერაძე

    შაშვმა იგალობა - ახლა ჩვენზეა…

    დრო არამარტო საგნებს ართმევს აურას ისტორიულად, არამედ ჩვენც გვძარცვავს მისგან; მეხსიერებიდან შლის მას და ტოვებს იმას, რაც მოვლენის ჭეშმარიტებასთან ნაზიარებულობას ვეღარ აღწერს. ამიტომ კინოს, როგორც...

  • გური სულთანიშვილი

    თქვენ

    ენას აქვს ერთი საინტერესო თვისება - მას ახსოვს ის ფაქტები, რაც ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხს აღარ ახსოვს. ის დატვირთულია შინაარსებით რომელიც შემდეგ გამოეცალა, მაგრამ მაინც ასახავს მათ, რაღაც, მცირე...

მეტი