21.02.2012

ახალი სოციალური პოლიტიკა

 

„მე მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო და მივმართო პრეზიდენტს", - მიმართა ორგანიზაციის „მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის"  წევრმა "ხალხის პარტიის" ოფისში შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს.

„ბატონო პრეზიდენტო, გამოიჩინეთ კეთილი ნება და შეგვხვდით, დაინტერესდით ჩვენით, დაინტერესდით ჩვენი ცხოვრების წესით,  ჩვენს შვილებსაც გაუზარდეთ პენსია, ასეთი კატეგორიის ბავშვებს სხვადასხვა სახის საჭირობები აქვთ, 70 ლარი მათთვის  ძალიან ცოტაა".

მიმდინარე წლის  20 თებერვალს „ხალხის პარტიის" ოფისში, ორგანიზაცია „მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის" წევრებმა  საპენსიო კანონში შესატანი ცვლილებები გააკრიტიკეს.

„გათვალისწინებული ცვლილებების მიხედვით პენსია მხოლოდ საპენსიო ასაკის პირებს ეზრდებათ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მარჩენალდაკარგულები კი იმავე რაოდენობის პენსიას მიიღებენ", -  ამბობს ორგანიზაციის იურისტი ქალბატონი მანანა შარაშიძე. მისი თქმით მათი ორგანიზაცია წლების განმავლობაში ითხოვდა პენსიის გაზდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებისთვის.

„ამ ცვლილებების შემდეგ კი  არ ვიცი რას გვიპირებენ, როგორ შეიძლება ასეთი სოციალური სტატუსისა და  საჭროებების მქონე ბავშვის მშობელს 70 ლარი მისცე თვეში?!"- კითხულობს ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი მანანა შარაშიძე.

„საპენსიო კანონში" შესატან ცვლილებზე კითხვა  „ლიბერალმა"დღეს მთავრობის სხდომაზე ანდრია ურუშაძეს დაუსვა.

„ფულადი და არაფულადი დახმარება, ყველა მათთგანს შეუნარჩუნდება.  ასევე ჩვენ ვიწყებთ ახალ სოციალურ პოლიტიკას თითოეული  კატეგორიის ადამიანისათვის, რომელიც  საჭიროებაზე იქნება მორგებული. გარდა ფულადი სარგებლისა, ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ სარეაბილიტაციო საშუალებები, დამხმარები საშუალებები, ის რაც აუციელებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის,"- განმარტა მინისტრმა. თუმცა კითხვაზე გაეზრდებათ თუ არა ამ პირებს პენსია და როდის განიხილავს სახელმწიფო ამ პირთათვის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით საპენსიო პაკეტის შექმნის საკითხს, პასუხი არ მიგვიღია.

[video:http://www.youtube.com/watch?v=3i6tcBA1KzQ&feature=youtu.be]

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემთა ბაზაში სულ 128511 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  და 28791  მარჩენალდაკარგული პირია  რეგისტირებული

ცვლილებების მთავარ მიზანი, როგორც განმარტებით ბარათიდან ვიგებთ, ხანდაზმული მოსახლეობისთვის საპენსიო პაკეტის შექმნაა.

სწორედ ამ მიზნით,  კანონში გაჩნდება ახალი მცნება „საპენსიო პაკეტი". საპენსიო პაკეტის მიხედვით პენსიონერები  პენსიასთან ერთად დაზღვევასაც მიიღებენ.

„67 წლის ზემოთ ყველა პენსიონერს ექნება 140 ლარიანი „საპენსიო პაკეტი", სადაც 15 ლარი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის სახით გაცემული, ხოლო 125 ლარი ფულადი სახით"- ვკითხულობთ კანონის განმარტებით ბარათში.

„საპენსიო პაკეტის" ხარჯები გათვალისწინებულია 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და  171 მლნ ლარს შეადგენს.

საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს  კანონის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების 2012 წლის 1 სექტემბრამდე  გატარება.

 


მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • თამარ რუხაძე

    მედია რომელიც...

    ჩვენც ხომ იმავე ოჯახებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან, იმავე განათლების სისტემიდან მოვედით, რომელიც ამ პროფესიისთვის პროფესიონალ კადრებს დღესაც ვერ ზრდის და ჩვენ როგორ გაგვზრდიდა უკეთესებს?...

  • თამარ კარელიძე

    სტიგმა ფასადს მიღმა

    ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელიც ერთ ქუჩაზე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა ტაძრებით ამაყობს და პარალელურად, არამართლმადიდებლებს, ქრისტეს სახელით, ჩასაქოლად დასდევს, ის საზოგადოება,...

  • გია ეძგვერაძე

    სტაფილო, კულტურის მინისტრები და მათი საიდუმლო ვაი-მრჩევლები

    ახლა ჩემს ნამუშევარზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც თურმე, როგორც აღმოჩნდა, ჩემი სამხატვრო აკადემიის  რექტორობის კანდიდატობის ყველაზე დიდი და მოუნელებელი პრობლემა გამოდგა და რომლის გამოც (ისევ თურმე)...

მეტი