19.03.2012

ახალი მინისტრი ძველი პრიორიტეტებით

სტატიები  (photo: )

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა. მისასალმებელ სიტყვაში ჯანდაცვის სფეროში მთავრობის გეგმები მიმოიხილა და კომიტეტის წევრებისგან  რჩევების მიღება ითხოვა. „კომიტეტის წევრებისგან ველოდები არა მარტო კითხვებს,  არამედ,  წინადადებებს, თუ   რა სფეროებსა  და  საკითხებს უნდა მივაქციო ყურადღება, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა"- მიმართა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კომიტეტის წევრებს.

 

პირველი სიტყვით ქრისტიან დემოკრატების წევრი, მაგდა ანიკაშვილი გამოვიდა. მან საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პოლისების შექმნაზე ისაუბრა.  „პენსიონრებს სხვა საჭიროებები აქვთ, შეზრუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებთან ძალიან მწვავედ დგას სარეაბილიტაციო პროგრამების საკითხი,  რასაც დღევანადელი პოლისი არ ანაზღაურებს. პოლისი უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის საჭიროებებს" - თქვა მან. მიზანმიმართული სოციალური დახმარების მნიშვნელობაზე კომიტეტის წევრმა,  გიგი წერეთელმაც ისაუბრა.

ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან ზურაბ ჭიაბერაშვილის შეხვედრა, შეიძლება ითქვას, წარმატებული იყო. ახალ მინისტრს აფასებდნენ, როგორც კარგ დიპლომატსა და მენეჯერს. კომიტეტის უმრავლესობამ მის მიმართ ნდობა გამოხატა. საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, ახალ მინისტრს ნდობას არ უცხადებს „ფრაქცია ერთობა სამთლიანობისთვის"

კომიტეტის წევრებსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს შორის შეხვედრა, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომამდე შედგა. გია ცაგარეიშვილის თქმით,  ახალი მინისტრის ხედვა მისი წინამორბედისგან განსხვავებული არ არის.

„ჩვენ მოვუსმინეთ მინისტრს, საათნახევარი გაგრძელდა შეხვედრა. მიდგომა გვაქვს ერთგვაროვანი, რადგან საუბარი ეხება კოლექტიურ მმართველობას, შემოდის არა მარტო ერთ მინისტრის ნდობის საკითხი, არამედ,  მთელი  მთავრობის. რა თქმა უნდა,  ნდობას ვერ გამოვუცხადებთ მთავრობას. ახალი მინისტრი არაფერს  ცვლის და გააგრძელებს წინამორბედის კურსს, თუ არ იქნება ახლებული ხედვა, არაფერი არ გამოვა" - თქვა გია ცაგარეიშვილმა.

 


მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

მეტი