26.03.2012

,,შეწყდეს სექსისტური პროპაგანდა”

სტატიები  (photo: )


გადაცემა ,,ქალური ლოგიკის” დახურვის მოთხოვნით დღეს ტელეკომპანია "იმედთან" მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ტელეკომპანიაში პეტიცია შეიტანეს.

ხელმოწერებს შეგროვება სამოქალაქო აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ამჟამად გადაცემის შეწყვეტის მოთხოვნას 956-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების თქმით, ,,ქალური ლოგიკა” სექსისტური გადაცემაა, რომელიც ქალებს მიზანმიმართულად წარმოადგენს სულელ არსებებად.

,,ჩემი აღშფგოთება გამოიწვია ამ გადაცემის იდეამ, რომელიც ქალის სულელ, უჭკუო არსებად წარმოჩენას ემსახურება. ეს გადაცემა სათაურშივე გულისხმობს, რომ ქალური ლოგიკა მამაკაცის ლოგიკისგან განსხვავდება და მასზე ნაკლებია." - ამბობს აქციის მონაწილე გიორგი ძნელაძე.

,,თვითონ გადაცემის ფორმა ისეთია, რომ ქალები დოღის ცხენებივით არიან გამოყვანილი, რომლებზეც მამაკაცები რაღაც ფსონს დებენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან და ქალი არც არაფერს იგებს ამ გადაცემაში, უბრალოდ გაფორმება, ლამაზი თოჯინაა”- ამბობს მარიამ გაგოშაშვილი.

გენდერის სპეციალისტი, ეკა აღდგომელაშვილი გადაცემას "გულისამრევს" უწოდებს და არა მხოლოდ ქალებისადმი, არამედ ზოგადად ადამიანისადმი დაცინვად მიაჩნია. მისი თქმით, მედია ასოციაციის მეშვეობით ზოგადად ქალების სტიგმატიზებას ახდენს, რადგან ქალების ვიზუალურ გამოსახულებას ებმის შინაარსი მათი დაბალი ინტელექტის შესახებ. მართალია, ქართულ კულტურას პატრიარქალურ კულტურად აფასებენ, მაგრამ აღდგომელაშვილს მიაჩნია, რომ ,,ქალური ლოგიკის” სულისკვეთება ამ კულტურის ფარგლებშიც კი არ ჯდება და ზედმეტად ხელოვნურია.

მარტში ქალებს ანალოგიური მოტივით ,,ჯიპიაი ჰოლდინგის” სარეკლამო პოსტერების გაპროტესტება მოუხდათ, სადაც აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, რომ ქალებს არათუ ავტომობილის მართვა, არამედ, მაკიაჟის გაკეთებაც კი არ შეუძლიათ.

"იმედის" საინფორმაციო სამსახური და ჟურნალისტები საკუთარი შენობის წინ გამართული აქციით არ დაინტერესებულან. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, "იმედი" ერთადერთი არ არის და ქართული მედია სექსიზმითაა გაჯერებული.

საქართველოში საჯარო თუ კერძო (მათ შორის, ოჯახური) ცხოვრების სფეროებში გენდერულ თანასწორობას უზრუნველყოფს საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2010 წელს მიიღო. ამას გარდა სახელმწიფო მიერთებულია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციას, CEDAW კონვენციას, რომელიც სახელმწიფოებს ცხოვრების ყველა სფეროში ქალისა და მამაკაცისათვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნის ვალდებულებას უდგენს.

იმის მიუხედავად, რომ გენდერული თანასწორობისთვის საკანონდმებლო გარანტიები მეტ-ნაკლებად არსებობს,რეალურად სხვა მდგომარეობაა. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე პროფკავშირების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ქალებს საქართველოში მამაკაცებზე თითქმის ორჯერ ნაკლები შრომის ანაზღაურება აქვთ. პარლამენტში ქალების რაოდენობა მხოლოდ 6,5 %-ია, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ან საშუალო განათლება ქვეყანაში ზრდასრული ქალების 64%-ს აქვს, მამაკაცების კი მხოლოდ 60%-ს. ამიტომაც, მკვლევარები ამ მდგომარეობას სხვადასხვა კულტურული წარმოდგენებითა და სტერეოტიპებით ხსნიან, რომელთა გავრცელებასა და ხელახლა დამკვიდრებაში მედიასაშუალებებიც მონაწილეობენ.

გაეროს ჰუმანური განვითარების ანგარიშებში საქართველოში გენდერული სტერეოტიპების მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და გაერომ სახელმწიფოს არაერთხელ მოუწოდა დისკრიმინაციული სტერეოტიპებთან საბრძოლველად ქმედითი ზომების გატარებისკენ. ჰუმანური განვითარების 2011 წლის ანგარიშში საქართველოში გენდერული უთანასწორობის ინდექსი 0,418-ია. ის 146 ქვეყანას შორის 73-ე ადგილზეა და რეგიონის ქვეყნებიც კი უსწრებენ. მაგალითად, სომხეთი, რომელის ქვეყნების სიაში მე-60 ადგილს იკავებს.

[video:http://www.youtube.com/watch?v=8DJL6Ze9ppk&feature=player_embedded]

მეტი

  •  (photo: ) სტატიები
  • The Prime Minister of Georgia, Irakli Garibashvili and NATO Secretary General Anders Fogh Rasmussen (photo: NIDS/NATO Multimedia Library) სტატიები

    NATO საქართველოში - სახიფათო იმედგაცრუება

    ის, რომ უელსის სამიტზე  საქართველოსთვის MAP-ის მიცემის საკითხი პირველად გერმანიის კანცლერმა განმარტა, მასპინძელ ქვეყანაში ყველას არ მოსწონებია. „ლიბერალმა” იცის ამ საკითხზე საქართველოსთან...

  •  (photo: Levan Kherkheulidze) სტატიები

    ქართველების ოდისეა მსოფლიო ლიტერატურაში

    მსოფლიო ლიტერატურაში ჩვენ წამლებთან, საწამლავებთან და მედიცინასთან დაკავშირებული ხალხი ვართ. ჩვენი პირველივე წარმომადგენელი ქალი გრძნეულია. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს ჯადოქრის როლი გვაქვს.მთავარი...

  •  (photo: Sopho Aptsiauri) სტატიები

    მარშრუტი №X

    მიუხედავად სატრანსპორტო სფეროში სერიოზული გეგმებისა, შპს „ინტერ ტრანსს“ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოპოვებულ ნებართვაზე პირობები გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგაც არ შეუსრულებია. რუსთავში  არ...

ახალი ამბები

მეტი
  • გიგა მაქარაშვილი

    არშემდგარი გმირი

    აი 119-ე წუთზე შეცვლაზე მწრთვნელმა დავით მუმლაძე შემოიყვანა (მას თურქულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია), ითამაშა 45 წამი და თერთმეტმეტრიან ნიშნულთან დადგა. ნიშნულთან კი არა, ხამეს როდრიგესთან დადგა...

  • დათო ლაღიძე

    159, ჰერცლის ქუჩა, თელ-ავივი

    ტრაგიკულად აღსაქმელია შერჩევითი სოლიდარობა, - როცა შენთვის ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანი და ისრაელის ოკუპაცია ლეგიტიმური მიგაჩნია, უკრაინაში კი - არა. რუსულ ოკუპაციაზე საუბრობ, მუსლიმების...

  • გია ეძგვერაძე

    შაშვმა იგალობა - ახლა ჩვენზეა…

    დრო არამარტო საგნებს ართმევს აურას ისტორიულად, არამედ ჩვენც გვძარცვავს მისგან; მეხსიერებიდან შლის მას და ტოვებს იმას, რაც მოვლენის ჭეშმარიტებასთან ნაზიარებულობას ვეღარ აღწერს. ამიტომ კინოს, როგორც...

მეტი