30.03.2012

სოფელი ბნელში

სტატიები  (photo: )

 

ქარელის რაიონის სოფელ ოქროსსოფელის მდებარეობა თუ არ იცით, წარმოუდგენელია მთებს შორის, ტყეში შეხიზნული სახლები შეამჩნიოთ.

 

სოფლამდე  მისასვლელი გზა არ არსებობს. თუ გაგიმართლათ და ციცაბო ფერდობზე მანქანით მოახერხეთ ასვლა, რამდენიმე „ტალახიანი" კილომეტრის გავლა ფეხით არ მოგიწევთ.

ოქროსსოფელში 13 კომლი ცხოვრობს. მოსახლეობის ნაწილი ეთნიკურად ქართველია, ნაწილი კი - ოსი.

სოფელში 20 წელზეა მეტია, რაც ელექტროენერგია არ აქვთ. 90-იან წლებში მომხდარი არეულობების დროს გაძარცვული და მოშლილი ინფრასტრუქტურის აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა.

ოქროსსოფლის მცხოვრებ ვიქტორ ბოღოშვილის თქმით, უშუქობის გამო სოფელი ზამთარში იცლება, ნაწილი ნათესავებთან მიდის, ნაწილი მოყვრებთან, ადგილზე მხოლოდ ის ოჯახები რჩებიან, ვისაც წასასვლელი არსად აქვს.

უშუქობის გარდა მოსახლეობას სხვა პრობლემებიც მრავლად აქვს. ორი წლის წინ სოფელში გამოყვანილი მილიდან, რომელიც ადგილობრივებისათვის სასმელი წყლის ერთადერთი წყაროა, წყალი სუსტად მოწანწკარებს, ამას სადინარში შეპარული თოვლის ნადნობიც ემატება.

ოქროსსოფლისათვის შარშანდელი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2314 ლარით, მოსახლეობამ გზის შეკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც გორიდან ტრაქტორი მოიყვანეს. სამუშაოების კვალი გზას სამას მეტრიანი მონაკვეთის ორ ნაწილზე მოყრილი ხრეშით ამჩნევია.

ახალსოფლის თემის რწმუნებული - ჯაბა ჩუტკერაშვილი ამბობს, რომ 2314 ლარის ფარგლებში მიწა მოიჭრა, ხოლო მორჩენილი თანხით ხრეში მოიყარა.

სოფლის მკვიდრ ალინა გაგლოშვილის თქმით, ოქროსსოფლელებისათვის საძოვარისა და სათიბის არქონის პრობლემაც მწვავედ დგას, რადგან აქაურები თავს მესაქონლეობით ირჩენენ.

„ლიბერალი" ოქროსსოფელს ორი წლის წინაც ესტუმრა და ვითარების გაცნობის შემდეგ შიდა ქართლის იმდროინდელ გუბერნატორ - ზურაბ არსოშვილს დაუკავშირდა.

არსოშვილის თქმით, - „ენერგო პრო ჯორჯია" შეპირდათ, რომ ოქროსსოფლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გეგმას სავარაუდოდ შემდეგი წლის (2011) წლის ბიუჯეტში შეიტანდა.

როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მაშინდელი სპეციალისტი - გიორგი ბალახაშვილი ამბობდა, იმ პერიოდში მათი კომპანიისათვის პრიორიტეტი - 2013 წლამდე გაწერილი ქალაქებისა და სოფლების ინდივიდუალური გამრიხველიანების პროექტი იყო.  მუშახელისა და ტექნიკის სიმცირის გამო კი ოქროსსოფლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი 2013 წლამდე ვერ გადაწყდებოდა.

მოსახლეობის თქმით, ორი წლის შემდეგ სიტუაცია ბევრად გაუარესდა, მათ არც სახელმწიფოსგან გამოყოფილი ვაუჩერები მიუღიათ.

სოფლის რწმუნებული - ჯაბა ჩუტკერაშვილი განმარტავს, რომ მოსახლეობამ ვაუჩერი სოფელში ელექტროენერგიის არარსებობის გამო ვერ მიიღო -  „დახმარებას ახლა ველოდებით,  დამატებითი ვაუჩერების მისაღებად ახალი სია გვაქვს შედგენილი და გადაცემული".

ოქროსსოფლისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გასახარჯად, გამგეობამ სოფლის კრება ჩაატარა, რომელზეც მოსახლეობისათვის ელექტრო გენერატორების შესყიდვა გადაწყდა.

ვიქტორ ბოღოშვილის თქმით, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგი ჯერ-ჯერობით არ ჩანს - „შეთანხმების შემდეგ, ცარიელ, სუფთა ქაღალდზე მოგვაწერინეს ხელი, დანარჩენს ჩვენ ჩავწერთ, ახლა ცივაო და წავიდნენ".

GYhHZIiafzg

მეტი

  • The Prime Minister of Georgia, Irakli Garibashvili and NATO Secretary General Anders Fogh Rasmussen (photo: NIDS/NATO Multimedia Library) სტატიები

    NATO საქართველოში - სახიფათო იმედგაცრუება

    ის, რომ უელსის სამიტზე  საქართველოსთვის MAP-ის მიცემის საკითხი პირველად გერმანიის კანცლერმა განმარტა, მასპინძელ ქვეყანაში ყველას არ მოსწონებია. „ლიბერალმა” იცის ამ საკითხზე საქართველოსთან...

  •  (photo: Levan Kherkheulidze) სტატიები

    ქართველების ოდისეა მსოფლიო ლიტერატურაში

    მსოფლიო ლიტერატურაში ჩვენ წამლებთან, საწამლავებთან და მედიცინასთან დაკავშირებული ხალხი ვართ. ჩვენი პირველივე წარმომადგენელი ქალი გრძნეულია. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს ჯადოქრის როლი გვაქვს.მთავარი...

  •  (photo: Sopho Aptsiauri) სტატიები

    მარშრუტი №X

    მიუხედავად სატრანსპორტო სფეროში სერიოზული გეგმებისა, შპს „ინტერ ტრანსს“ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოპოვებულ ნებართვაზე პირობები გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგაც არ შეუსრულებია. რუსთავში  არ...

  •  (photo: ) სტატიები

    ასოცირება საკუთარ თავთან

    ევროპა ჩვენი პოზიტიური გოდოა, მხოლოდ ჩვენ, ესტრაგონები და ვლადიმირები, თავად მივდივართ მისკენ.

ახალი ამბები

მეტი
  • დათო ლაღიძე

    159, ჰერცლის ქუჩა, თელ-ავივი

    ტრაგიკულად აღსაქმელია შერჩევითი სოლიდარობა, - როცა შენთვის ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანი და ისრაელის ოკუპაცია ლეგიტიმური მიგაჩნია, უკრაინაში კი - არა. რუსულ ოკუპაციაზე საუბრობ, მუსლიმების...

  • გია ეძგვერაძე

    შაშვმა იგალობა - ახლა ჩვენზეა…

    დრო არამარტო საგნებს ართმევს აურას ისტორიულად, არამედ ჩვენც გვძარცვავს მისგან; მეხსიერებიდან შლის მას და ტოვებს იმას, რაც მოვლენის ჭეშმარიტებასთან ნაზიარებულობას ვეღარ აღწერს. ამიტომ კინოს, როგორც...

  • გური სულთანიშვილი

    თქვენ

    ენას აქვს ერთი საინტერესო თვისება - მას ახსოვს ის ფაქტები, რაც ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხს აღარ ახსოვს. ის დატვირთულია შინაარსებით რომელიც შემდეგ გამოეცალა, მაგრამ მაინც ასახავს მათ, რაღაც, მცირე...

მეტი

ამავე ავტორისგან