26.04.2012

ხათუნა კალმახელიძე - არ დავიღლები სასჯელაღსრულების სისტემაში მიღწეულ წარმატებებზე საუბრით

 

პარლამენტში მიმდინარე სამთავრობო საათზე, ყველაზე ბოლოს მიკროფონთან სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მივიდა. დეპუტეტებს მასთან ერთი კითხვა ჰქონდათ, რომელიც ციხეებში არსებულ ჯანდაცვის პრობლემებს შეეხებოდა.

 

მინისტრის თქმით, "ჯანდაცვის სერვისის გაუმჯობესება იყო და რჩება სასჯელაღსრულების სისტემის პრიორიტეტად."

ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, რომ პრობლემები მემკვიდრეობითაა შემორჩენილი და  მათ აღმოსაფხვრელად ყველაფერი კეთდება.

კალმახელიძემ ის დროც გაიხსენა, როდესაც მისი თქმით "თანამშრომლებს პატიმრების მკურნალობა თავიანთი სახსრებით უწევდათ"

მინისტრი გარდაცვლილი პატიმრების თემასაც სეეხო, მან აღნიშნა, რომ "თითოეული ასეთი შემთხვევა მისთვის ტრაგიკული და მტკივნეულია."

მან მთავარი აქცენტი სისტემაში მიღწეულ წარმატებებზე გააკეთა: - "ჩვენ გაგვაჩნია ლიცენზირებული აფთიაქები. არსებობს სამედიცინო პუნქტები და ისინი სრულადაა აღჭურვილი, გვაქვს მაღალი დონის სტომატოლოგიური მომსახურება, ფსიქიატრიული განყოფილებები, სრული სკრინიგი..."

დეტალურად შეეხო ციხეებში ტუბერკულოზის თემასაც. როგორც კალმახელიძე აცხადებს, "ტუბერკულოზთან ბრძოლამ სერიოზული შედეგები მოიტანა და ამ დაავადების მატარებელთა რიცხვის კლება შეუქცევადია".

სახალხო დამცველის ანგარიშზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გიორგი ტურიშის ყველა მოხსენება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და ომბუდსმენის რეკომენდაციებს ყოველთვის ითვალისწინებს.

"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბარათურიამ, კონკრეტული მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ ადამიანი, რომელსაც ერთდროულად სჭირს შიდსი, ტუბერკულიოზი და C ჰეპატიტი, კვლავაც პატიმრობაშია.

ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა   ლევან ვეფხვაძემ ირონიულად შენიშნა, "მინისტრმა ისე დახატა ციხის ჯანდაცვის მდგომარეობა, რომ ბევრ ადამიანს ციხეში ყოფნა მოუნდებოდა."

პარლამენტარი ომბუდსმენის რეკომენდაციას შეეხო და ხათუნა კალმახელიძეს ჰკითხა, "აპირებს თუ არა ქალბატონი მინისტრი, იმ რეკომენდაციის გათვალისწინებას, სადაც სახალხო დამცველი მის გადადგომას ითხოვდა."

აქ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ჩაერია და განაცხადა ,რომ შეკითხვას რეგლამენტი არ ითვალისწინებდა და მინიტრს შეეძლო არ ეპასუხა. მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომაის შენიშვნა გაითვალისწინა.

რუსთავის N6 დაწესებულების პატიმრის, გიორგი ოქროპირიძის შესახებ გაამახვილა ყურადღება დეპუტატმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა. მან პატიმარს წამების მსხვერპლი უწოდა და მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა - "ოქროპიროძემ ციხის თანამშრომლები მის წამებაში ამხილა და ახალაც მათი "პატრონაჟის" ქვეშ იმყოფება," - განაცხადა მან.

"გთხოვთ, ამ პატიმრის ბედით დაინტერესდეთ და მოაშოროთ მტანჯველებს" - მიმართა მინისტრს ლალიაშვილმა.

კალმახელიძემ დეპუტატებს უსაყვედურა, რომ "საკითხს არაკომპეტენტურად უდგებოდნენ," "ამ თემას ანალიტიკურად უნდა შევხედოთ" - განაცხადა მან. კალმახელიძე უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტითაც, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ უსმენდა. "ასე საუბრის ხალისი მეკარგება" - აღნიშნა სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ.

მეტი

  • The Prime Minister of Georgia, Irakli Garibashvili and NATO Secretary General Anders Fogh Rasmussen (photo: NIDS/NATO Multimedia Library) სტატიები

    NATO საქართველოში - სახიფათო იმედგაცრუება

    ის, რომ უელსის სამიტზე  საქართველოსთვის MAP-ის მიცემის საკითხი პირველად გერმანიის კანცლერმა განმარტა, მასპინძელ ქვეყანაში ყველას არ მოსწონებია. „ლიბერალმა” იცის ამ საკითხზე საქართველოსთან...

  •  (photo: Levan Kherkheulidze) სტატიები

    ქართველების ოდისეა მსოფლიო ლიტერატურაში

    მსოფლიო ლიტერატურაში ჩვენ წამლებთან, საწამლავებთან და მედიცინასთან დაკავშირებული ხალხი ვართ. ჩვენი პირველივე წარმომადგენელი ქალი გრძნეულია. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს ჯადოქრის როლი გვაქვს.მთავარი...

  •  (photo: Sopho Aptsiauri) სტატიები

    მარშრუტი №X

    მიუხედავად სატრანსპორტო სფეროში სერიოზული გეგმებისა, შპს „ინტერ ტრანსს“ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოპოვებულ ნებართვაზე პირობები გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგაც არ შეუსრულებია. რუსთავში  არ...

  •  (photo: ) სტატიები

    ასოცირება საკუთარ თავთან

    ევროპა ჩვენი პოზიტიური გოდოა, მხოლოდ ჩვენ, ესტრაგონები და ვლადიმირები, თავად მივდივართ მისკენ.

ახალი ამბები

მეტი
  • დათო ლაღიძე

    159, ჰერცლის ქუჩა, თელ-ავივი

    ტრაგიკულად აღსაქმელია შერჩევითი სოლიდარობა, - როცა შენთვის ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანი და ისრაელის ოკუპაცია ლეგიტიმური მიგაჩნია, უკრაინაში კი - არა. რუსულ ოკუპაციაზე საუბრობ, მუსლიმების...

  • გია ეძგვერაძე

    შაშვმა იგალობა - ახლა ჩვენზეა…

    დრო არამარტო საგნებს ართმევს აურას ისტორიულად, არამედ ჩვენც გვძარცვავს მისგან; მეხსიერებიდან შლის მას და ტოვებს იმას, რაც მოვლენის ჭეშმარიტებასთან ნაზიარებულობას ვეღარ აღწერს. ამიტომ კინოს, როგორც...

  • გური სულთანიშვილი

    თქვენ

    ენას აქვს ერთი საინტერესო თვისება - მას ახსოვს ის ფაქტები, რაც ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხს აღარ ახსოვს. ის დატვირთულია შინაარსებით რომელიც შემდეგ გამოეცალა, მაგრამ მაინც ასახავს მათ, რაღაც, მცირე...

მეტი