30.04.2012

შეუსრულებელი მისია

სტატიები  (photo: )

 

რადიო "თავისუფლება", სპეციალურად "ლიბერალისთვის"

 

რუსეთის წამყვან ტელეარხებთან დმიტრი მედვედევის პრეზიდენტის რანგში   ბოლო ინტერვიუმ "გაზეტა. რუს" მიმომხილველი იაროსლავ შიმოვი კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ ამ 4 წლის განმავლობაში დმიტრი მედვედევი  "დიპლომატიურ, ისევე როგორც დანარჩენ უმრავლეს სფეროში როგორც პრეზიდენტი ძირითადად ფორმალურ, "გარდამავალ" ფუნქციას ასრულებდა. ყველა მის საგარეო პოლიტკურ გადაწყვეტილებებში აშკარად იგრძნობოდა ვლადიმირ პუტინის გავლენა".

იაროსლავ შიმოვი სტატიაში, "დროებით რწმუნებული" მედვედევის  პირველ მსხვილ  მნიშვნელოვან ნაბიჯად საგარეო პოლიტიკაში საქართველოსთან  2008 წ. აგვისტოს  5 დღიან ომს ასახლებს. "მაშინ ახალი პრეზიდენტი ხაზგასმით დამაჯერებელად იქცეოდა, ცდლობდა ხმაში ლითონი ჰქონოდა...  თუმცა, იმ საომარი ესკაპადას (ექსტრავაგანტული გამოხტომა) ნაყოფს, ძნელია, უხვი უწოდო. რუსეთის მიერ თავისი პროტექტორატების: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას  მსოფლიოში, გარდა რამდენიმე ეგზოტიკური ქვეყნისა, არავინ დაუჭრა მხარი. საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ სწრაფად მოიშუშა იარები,  ხოლო "ომი 080808"-ის შედეგად საერთო ძალთა განლაგება კავკასიაში  დიდად არ შეცვლილა". ავტორი იმასაც იხსენებს, რომ არც აშშ-სთან "გადატვირთვის" პოლიტიკაში მიუღწევია რუსეთს სერიოზული პროგრესი. მოსკოვის "აშკარად გულმოსასვლელად"  ვაშინგტონი  რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფარის განთავსებაზე ევროპაში კვლავაც არ ამბობს უარს,- ამ ყველაფრის გათვალისწინებით იაროსლავ შიმოვი წერს: "ბევრი ხმაური - და არაფერი. ეს არის საფირმო ნიშანი მედვედევის საგარეო პოლიტიკისა, თუკი შეიძლება, რომ მასზე როგორც დამოუკიდებელ მოვლენაზე ისაუბრო".  ავტორის აზრით, მედვედევის კრემლში ყოფნა სავსებით ესადაგება რუსულ სუფრულ გამონათქვამს «Между первой и второй перерывчик небольшой» (პირველ და მეორე სასმისს შუა შესვენება პატრაა). ასე რომ, მედვედევის "დაყოლების" შემდეგ რუსეთის ისტორიამ ისევ პუტინი "დაისხა",- წერს იაროსლავ შიმოვი.

იმავე "გაზეტა. რუს" გვერდებიდან მისიის შეუსრულებლობას საყვედურობს მედვედევს ეკონომიკური და პოლიტკური კვლევის ცენტრის ექსპერტი ალექსეი მიხიალოვი. სტატიაში "მისია არ შესრულებულა" იგი წერს: "იმედგაცრუება, ალბათ საუკეთესო სიტყვაა, რომელიც დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობას აღწერს". ექსპერტის შეფასებით, მედვედევი ვერც ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდა, ვერც ანტიკორუფციული კამპანია დაძრა ადგილიდან, ვერც პრეზიდენტ მოდერნიზატორად შედგა და ვერც ქვეყნის სამხედრო ძლევამოსილებას შემატა რამე. "სამარცხვინო ომი საქართველოსთან შეიძლება არ მომხდარიყო. მისი დაშვება არ შეიძლებოდა. ნებისმიერი ომი - დიპლომატიის ჩავარდნაა",- წერს ავტორი.

მიხაილოვის აზრით, "პრეზიდენტ მედვედევის მისიას წარმოადგენდა - გაეთავისუფლებინა რუსეთი კორუფციისგან, დაეჩქარებინა ეკონომიკური ზრდა და ის ხალხის კეთილდღეობისკენ მიემართა  - ეს მისია არ შესრულდა. მედვედევი აღმოჩნდა სუსტი პოლიტიკოსი, უუნარო, რამე შეეცვლა ქვეყანაში".

"ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკოსები",= - უფრო მკაცრია შეფასებაში "კომერსანტის" მიმომხილველი კონსტანტინ ეგერტი. მისი გაღიზიანება განსაკუთრებით მედვედევის  იმ სიტყვებმა გამოიწვია, როცა მან პუტინთან ტანდემზე საუბრისას "ქვეყანას ურჩია "მოდუნდეს", იმიტომ, რომ მმართველობის ამჟამინდელი სისტემა - "დიდი ხნითაა". ეს რწმენა, რომ აქვთ განუყოფელი უფლება ისხდნენ მაღალ კაბინეტებში, იმგზავრონ დაჯავშნულ მერსედესებში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მოუნდებათ, კონსტიტუციური პრინციპის - ხელისუფლების ცვლისადმი თუნდაც ფორმალური რევერანსების სრული არ არსებობით,- გამაოგნებელია!", -  წერს კომერსნატის მიმომხილველი.

კონსტანტინ ეგერტი მედვედევს და პუტინს ჩინოვნიკებს უწოდებს, რადგან პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მათ არც იდეისთვის ბრძოლა შეუძლიათ და არც კომპრომისზე წასვლა, არც საკუთარი მოქალაქეების მოსმენა - ასეთი რამ კი მხოლოდ ჩინოვნიკებს ახასიათებთ: "პარადოქსი ისაა, რომ სინამდვილეში სწორედ ეს ტანჯვითი სიმტკიცე, ეს კომპრომისის შიში, ეს სურვილი შეინარჩუნონ სტატუს-კვო ნებისმიერ ფასად, ამჟამინდელი პოლიტიკური რეჟიმის მთავარი და შესაძლოა, ფატალური სიუსტეა" - წერს კონსტანტინ ეგერტი.

მხოლოდ რამდენიმე გამოცემამ მიაქცია ყურადღება, თუ რა უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა  მედვედევს, მას შემდეგ რაც ჟურნლისტებთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა სააკაშვილს "ნული" და "ცარიელი ადგილი" უწოდა. " მიხეილ სააკაშვილი მზად არის  პრეზიდენტობა და საკუთარი თავი შეწიროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად".  მოკლე სტატიაში "კომერსანტი" წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ასეთი რეაგირება რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებმა გამოიწვია. მედვედევმა თბილისთან შესაძლო მოლაპარაკებას "რესპუბლიკების" სტატუსთან დაკავშირებით "სააკაშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელი" უწოდა. " სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დამატებით მზად ვარ მოვიჭრა და გავუგზავნო მათ სხეულის ის ნაწილები, რომლის მიმართაც არაერთხელ გამოუხატავთ ინტერესი. მე ამას ვამბობ ყოველგვარი ირონიის გარეშე"-მოჰყავს "კომერსანტს" სააკაშვილის სიტყვები. "როსიისკაია გაზეტას" ჟურნალისტი ივან ნეზამიატნი, იგივე სიტყვების ციტირებისას დასძენს: "თუმცა საქართველოს ლიდერმა არ დააზუსტა, კერძოდ მისი სხეულის რომელი ნაწილებით ინტერესდებიან მოსკოვში". ავტორი ძირითადად მედვედევისა და სააკაშვილის განცხადებებით შემოიფარგლა, თუმცა, ის რომ ივან ნეზამიატნი საქართველოს პრეზიდენტისგან უფრო მეტ კონკრეტიკას ელოდა, სტატიის სათაურიდანაც ჩანს:

"რას მოიჭრის სააკაშვილი, რათა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიბრუნოს?".


მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • ნათია ფანჯიკიძე

    მთავარი როლის შემსრულებლები

    კულტურის ნებისმიერმა მინისტრმა უნდა შეიგრძნოს თავისი როლის მთავარი მოთხოვნა, რომ მას კულტურის მცველად, კულტურის განვითარების სტრატეგიის, კონცეფციის  შესაქმნელად ერგო ეს როლი და ამ მხრივ უნდა...

  • ლევან ბერიანიძე

    გენდერული კვოტირება

    პატარა გოგოების შესახებ ეს რამოდენიმე მარტივი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მივხდეთ, რომ ძალადობა მარტო მკვლელობის აქტი არაა. “ძალას” ვხმარობთ მაშინაც როდესაც ჩვენ გოგოებს და ბიჭებს, კაცებს და...

  • ერეკლე დეისაძე

    ,,მეორე მოქალაქის’’ ინიციატივა

    სანამ რეზო ამაშუკელს  უცემს პოეტური პულსი, მთავრობას ვთხოვ ამიყენოს  დავარდნილი ლარის კურსი. მე ღირსებააღდგენილმა  შევიცვალე უკვე ხედვაც,  მთავარია ზებრა იყოს  მაძღარი და, ჩემი დედაც ...

მეტი