17.05.2012

ლევან გახელაძე პოლიტიკური დებატების შესახებ

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე ლევან გახელაძემ დღეს „ეს შენ გეხება" კამპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სურვილი გამოთქვა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დებატების გამართვის რეგულირების ნაწილი შეეცვალათ. კამპანიის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებები, სხვა სიახლეებთან ერთად წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველკვირეული თემატური დებატების გამართვის აუცილებლობას აკისრებს.

 

ლევან გახელაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ მერობის კანდიდატებს შორის დებატებს არჩევნებამდე ბოლო სამი დღე დაეთმო.

„ჩვენ წელსაც ვგეგმავთ მსგავს დებატებს. იქნებ, ყოველკვირეული ვალდებულება ამოგვეღო კანონიდან. მაგალითად, თუ 15 საარჩევნო სუბიექტი იქნება, გვინდა, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში სამ-სამი სუბიექტი დავსვათ სადებატოდ. ეს არსებითად არ ცვლის თქვენს კანონპროექტს. დებატების ვალდებულება გვრჩება. საზოგადოებრივი ინტერესიც არჩევნების ბოლოსკენ უფრო დიდია", - აღნიშნა გახელაძემ.

გაზეთ „რეზონანსის" რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა, გახელაძეს არ დაეთანხმა.

„მერის არჩევნებისგან განსხვავებით, ახლა უფრო მეტი საარჩევნო სუბიექტია, ასევე  არასდროს არ ყოფილა ისეთი მოთხოვნა პროგრამულ დებატებზე, როგორც დღესაა", - აღნიშნა ტუღუშმა.

მისი თქმით, აუცილებელია ხალხის ინფორმირება და დროის მიცემა იმისთვის, რომ არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. ლაშა ტუღუშის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელისთვის ვალდებულების შესრულების გამარტივების მიზნით, საკანონმდებლო წინადადებების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებს დებატებში მონაწილეობის ვალდებულება ექნებათ.

გარდა საზოგადოებრივი მაუწყებელზე დებატების გამართვის საკითხისა, კამპანია „ეს შენ გეხებამ" მათ მიერ 7 მაისს პარლამენტში წარდგენილ სხვა საპარლამენტო წინადადებების შესახებაც იმსჯელა. წინადადებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.


მეტი

  •  (photo: ) სტატიები
  •  (photo: ) სტატიები

    თვითმკვლელი პატიმრების გადასარჩენად

    2013 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულთა სიკვდილის 25 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 6-მა მათგანმა, ანუ გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 24%-მა, სიცოცხლე თვითმკვლელობით...

  •  (photo: ) კულტურა

    ტრუსები ჟანა დარკისათვის

    პაველ პრიაჟკოს „ტრუსები“ თანამედროვე ჟანა დარკების კოლექციიდან მხოლოდ „გამხრწნელი“ დასავლეთის აღმოსავლეთ-ევროპული ხედია. წარმოიდგინეთ უკვე ლაუზუნდის "ხედებით“ მოხიბლულთა ხმაური და მძვინვარება.  

  •  (photo: ) პოლიტიკა

    დაივიწყეთ ვენეცია!

    ვენეციის წლევანდელი ბიენალეს თემაა არქიტექტურა, რომლის სექცია პირველად 1980 წელს ჩამოყალიბდა. ურბანული არქიტექტურის განვითარება და ტენდენციების წარმოჩენა ჩვენთვის მაინც მიუღწეველი აღმოჩნდა –...

ახალი ამბები

მეტი
მეტი