18.05.2012

სტუდენტური დემოკრატია

 

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

 

თვითმმართველობის არჩევნებს, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს დიდი რეზონასი მოჰყვა. თვითმმართველობაში შესვლის მსურველი სტუდენტების წრეც,  წელს უფრო მრავალფეროვნია.

სტუდენტებმა საარჩევნო უბანზე მისვლა და ხმის მიცემა დილის 9 საათიდან დაიწყეს. ერთიანი სტუდენტური მოძრაობის კანდიდატები არჩევნებზე მისულ სტუდენტებს  საარჩევნო უბანამდე აცილებდნენ. იქიდან გამოსულებს კი  მხარდაჭერის ნიშნად მადლობას უხდიდნენ.

ერთიანი სტუდენტური მოძრაობის ორი კანდიდატი ნინო კარტოზია და თევდორე მაყაშვილი პირველი კორპუსის მესამე სართულზე საარჩევნო უბანთან ხმის მისაცემად მისულ სტუდენტებს ხელმძღვანელობდნენ. მათი იქ ყოფნა დარღვევა იყო, მაგრამ ხელს არავინ არ უშლიდა.

არჩევნებს ორი საერთაშორი ორგანიზაცია აკვირდებოდა. ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებლის განცხადებით, ისინი ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან და კომენტარს არჩევნების დღის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

„ლიბერალი" არჩევნის გასაკეთებლად მისულ სტუდენტებს გაესაუბრა. სტუდენტები, რომლებიც საარჩევნო უბნისკენ რჩეულ კანდიდატებთან ერთად მიემართებოდნენ, გვპასუხობდნენ, რომ „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" კანდიდატს ხმას, მასთან მეგობრობის და ახლობლობის გამო აძლევნდნენ.

„გავაკეთე ჩემი არჩევანი, ერთიან სტუდენტური მოძრაობას მივეცი ხმა, იმიტომ, რომ ძალიან მომწონს, მე თვითონაც ვარ ერთიან სტუდენტურ მოძრაობაში. საკმაოდ საინტერესო პროგრამები და პროექტები აქვთ." - გვიპასუხა ერთიანი სტუდენტი მოძრაობის წევრმა, რომელიც მე-6 კორპუსის წინ ფურცლით იდგა და საარჩევნო უბანზე  მისულ პირებს ხაზავდა.

„კარგი ბავშვები არიან და ბევრს აკეთებენ ჩვენთვის. ექსკურსიებს აწყობენ. ვმონაწილეობ ისეთ დიდი პროექტში, როგორიც არის „რა? სად? როდის?" იმართება პოეზიის საღამოები, გამოსვლები"- გვიპასუხა  ჰუმანიტარული ფაკულტეტის მე-2 კურსი სტუდენტმა.

დათო მჭედლიშვილი, სოციალურ პოლიტიკურ ფაკულტეტის ერთ-ერთი კანდიდატია, ის მე-6 კორპუსის შესასვლელთან იდგა. ხელში ამომრჩევლის სიები ეჭირა და მისულ ამომრჩეველს ხაზავდა.

არჩევნებზე მისული სტუდენტების დიდმა ნაწილს თავის არჩევანზე მედიასთან საუბარი არ ისურვა, კონფიდენციალურად ტოვებდნენ ვინაობასაც.

„დამოუკიდებელ კანდიდატებს მივეცით ხმა, არ გვაქვს გარანტია, რომ ერთიანი სტუდენტური მოძრაობა არ გააყალებს არჩევნებს და არ გაიმარჯვებს სრული უმრავლესობით." - გვიპასუხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ სტუდენტს  ალექსანდრე ცაგარელს გავესაუბრეთ. „დამოუკიდებელ კანდიდატებს მივეცი ხმა, ყველას უნდა ცვლილებები" - გვიპასუხა ცაგარელმა. კანდიდატად რეგისტრაციის გავლა მასაც სურდა, თუმცა ვერ მოახერხა. მისი განცხადებით, დარღვევები წინსაარჩევნო პერდიოდში მრავლად იყო.

არჩევნებში 7000-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც თსუ-ს სტუდენტების დაახლოებით 40 პროცენტია.

არჩევნების პირველადი მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

[video:http://www.youtube.com/watch?v=OHOcJjNuoqI]


მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • ზაზა დობორჯგინიძე

    "მოდური" ათეიზმი?

    ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ძალადობს უმცირესობებზე, ებრძვის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და  პერმანენტულად ეწევა საკუთარი ძალაუფლების ექსპანსიას ცხოვრების ყველა ასპექტში. იმის დასამტკიცებლად,...

  • ვაკო ნაცვლიშვილი

    კადიში არდაბადებულ ქათამზე

    ახალგაზრდა კაცმა უმწიფარი და ბავშვური სისასტიკით მოკლა ქუჩის ძაღლი. სათვალთვალო კამერა იწერს, სამი მეგობარი როგორ ტოვებს შემთხვევის ადგილს. მთავარი გმირი ხელს დაიფერთხავს: მოიშორებს სისხლის...

  • ზურა ჯიშკარიანი

    ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში

    რამაზ კინგკონგი ჩემი უსაყვარლესი დრაგმეითი იყო. და თუ ბუნებაში არსებობს ცნება ქართული ოცნება, რამაზ კინგკონგი ამ ცნების სრული ოპოზიტი იყო, ნამდვილი ქართული კოშმარი: სომეხი, ბარიგა და გეი. პლუს...

მეტი