11.06.2012

რამდენი იქნება სტუდენტური ბარათებით განსაზღვრული ფასდაკლება?

 

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სტუდენტებს სტუდენტური ბარათის კონცეფცია გააცნო. სტუდენტებთან შეხვედრა ოზურგეთში იუსტიციის სახლში გაიმართა.

 

„გაიმარტივე ცხოვრება“ - ასე ჰქვია სტუდენტურ ბარათს, რომლის შექმნის ინიციატივით პრეზიდენტი პირველად 27 აპრილს აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს გამოვიდა.

„პრეზიდენტის თქმით, ბარათის მეშვეობით, სტუდენტები სხვადასხვა სახის ფასდაკლებით ისარგებლებენ“, -ვკითხულობთ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. იქვე ნათქვამია, რომ ფასდაკლებით სარგებლობა სტუდენტებს შეეძლებათ „სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში, ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა, მეტრო, ავტობუსი), ინტერნეტითა და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას, კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში, კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში, ასევე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში.“

თუმცა, სამინისტროს ვებგვერდზე არ არის დაკონკრეტებული კერძოდ რა შესაძლებლობები ექნება ბარათს და რამდენ პროცენტიანი ფასდაკლებებით ისარგებლებენ სტუდენტები.

რომელ სერვისებზე მიიღებს სტუდენტური ბარათის მფლობელი ფასდაკლებას და რამდენ პროცენტიანი იქნება შეღავათი? - ამის შესახებ კითხვა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს გადავუგზავნეთ.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თუ პირზე გაცემულია პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობა სტუდენტის ინფორმაციის შემცველობით, იგი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყველა სერვისზე (გარდა ფოტოსურათის გადაღებისა და განმეორებითი მოწმობების გაცემისა),  10 % შეღავათებით ისარგებლებს. რაც შეეხება ბიომეტრიულ დოკუმენტებს (აიდი ბარათებსა და ბიომეტრულ პასპორტებს), მათ მისაღებად 5 % შეღავათით სარგებლობენ .

დანარჩენ შეღავათებზე იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს.  განათლების სამინისტრომ კი არ უპასუხა ჩვენ მიერ გაგზავნილ შეკითხვას, კერძოდ კი იმას,  თუ რა სერვისებზე  და რა ოდენობის ფასდაკლებებით ისარგებლებენ სტუდენტური ბარათის მფლობელები.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • გიგა მაქარაშვილი

    არშემდგარი გმირი

    აი 119-ე წუთზე შეცვლაზე მწრთვნელმა დავით მუმლაძე შემოიყვანა (მას თურქულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია), ითამაშა 45 წამი და თერთმეტმეტრიან ნიშნულთან დადგა. ნიშნულთან კი არა, ხამეს როდრიგესთან დადგა...

  • დათო ლაღიძე

    159, ჰერცლის ქუჩა, თელ-ავივი

    ტრაგიკულად აღსაქმელია შერჩევითი სოლიდარობა, - როცა შენთვის ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანი და ისრაელის ოკუპაცია ლეგიტიმური მიგაჩნია, უკრაინაში კი - არა. რუსულ ოკუპაციაზე საუბრობ, მუსლიმების...

  • გია ეძგვერაძე

    შაშვმა იგალობა - ახლა ჩვენზეა…

    დრო არამარტო საგნებს ართმევს აურას ისტორიულად, არამედ ჩვენც გვძარცვავს მისგან; მეხსიერებიდან შლის მას და ტოვებს იმას, რაც მოვლენის ჭეშმარიტებასთან ნაზიარებულობას ვეღარ აღწერს. ამიტომ კინოს, როგორც...

მეტი

ამავე ავტორისგან