12.06.2012

"მილიონების მარში" რუსეთის ქალაქებში

სტატიები  (photo: )

 

მოსკოვში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია „მილიონების მარში - 2 " გაიმართა. აქციის წინა დღეს ოპოზიციის ლიდერების სახლები პოლიციამ გაჩხრიკა და რამდენიმე მათგანი 12 ივნისს დაანონსებული აქციის დღეს, დაკითხვაზე დაიბარა. ბლოგერმა და აქტივისტმა ალექსეი ნავალნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ბინას თითქმის 13 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. სახლიდან წაიღეს მისი მობილური, პირადი კომპიუტერი, ვიდეო და აუდიო დისკები. ქსენია სობჩაკი კი ამბობს, რომ პოლიციამ მისი ბინიდან მილიონ ევროზე მეტი თანხა წაიღო.

 

ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების ბინების ჩხრეკის, აქციამდე რამდენიმე დღით ადრე გაზრდილი ჯარიმების, აქციის დღეს ლიდერების მასობრივად დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა ვაშინგტონი. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ოპოზიციისთვის აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლას ცდილობს.

მოსკოვის მერიამ 12 ივნისს 50 000-კაციან აქციაზე გასცა სანქცია. როგორც „გაზეტა.რუ" წერს, აქციის მონაწილეებმა 12 საათამდე პუშკინის მოედანზე დაიწყეს შეკრება და სახაროვის პროსპექტის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც ოფიციალურად უნდა გამართულიყო მიტინგი. 3 საათზე სახაროვის გამზირზე დამონტაჟებულ სცენაზე პოლიტიკური ლიდერები გამოვიდნენ სიტყვით. მიტინგზე ე.წ. „თავისუფალი რუსეთის მანიფესტიც" მიიღეს. მანიფესტის ძირითადი მოთხოვნები პუტინის თანამდებობიდან გადადგომა, ახალი საარჩევნო კანონი და პარლამენტის ახალი არცევნების ჩატარებაა. ტექსტი აქციის წამყვანმა ევგენია ჩირიკოვამ წაიკითხა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ „მემარცხენე ფრონტის" კოორდინატორი სერგეი უდალცოვი, პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი, „სამართლიანი რუსეთის" დეპუტატები ილია პონომარევი და გენადი გუდკოვი, ჟურნალისტი ოლგა რომანოვა, მწერალი დიმიტრი ბიკოვი და სხვები. „ინტერფაქსის ცნობით", გამოსვლების დასრულების შემდეგ ხალხმა ინტენსიურად დაიწყო დაშლა. უდალცოვი ამბობდა, რომ მიტინგზე 100 000-მდე ადამიანიც კი იყო მისული.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მსვლელობისას ააქციაში 18 000 ადამიანი მონაწილეობდა, უკვე მიტინგის დაწყების პროცესში კი მათი რიცხვი 15 000-მდე იყო შემცირებული. თუმცა, „გაზეტა.რუ" წერს, რომ თუ აღიარებულია, რომ ამავე გამზირზე მოძრაობა „ჩვენების" აქციისას 60 000 ადამიანი იტევდა, აშკარაა, რომ ახლა 50 000 - მდე ადამიანია შეკრებილი, რადგან მსვლელობისას გამზირი თითქმის სავსე იყო. მათივე კორესპონდენტები ამბობდნენ, რომ აქციის ადგილას გართულებული იყო მობილური კავშირიც.

ფედერალურ არხებს აქციის შესახებ ინფორმაცია არ გადაუციათ.

მოსკოვის გარდა ოპოზიციის აქციები ჩატარდა კალინინგრადში, ორენბურგში, ბარნაულში, უფაში, ტიუმენსა და სხვა რამდენიმე ქალაქში. სანკტ-პეტერბურგში მომიტინგეები „მილიონების მარშის" შეკრების ადგილამდე არ მიუშვეს იმ მიზეზით, რომ მათი მსვლელობა დათქმულ დრომდე ვერ დამთავრდა. მსვლელობის ორგანიზატორები პოლიციამ დააკავა. თუმცა, აქცია მაინც შედგა და პოლიციის ცნობით, იქ 2000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

დღეს საღამოს მოსკოვში სადღესასწაულო ღონისძიებებია დაგეგმილი. 19:00- 24:00 საათამდე წითელ მოედანზე რუსეთის დღის აღსანიშნავი კონცერტი შედგება.


მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • გიგა მაქარაშვილი

    არშემდგარი გმირი

    აი 119-ე წუთზე შეცვლაზე მწრთვნელმა დავით მუმლაძე შემოიყვანა (მას თურქულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია), ითამაშა 45 წამი და თერთმეტმეტრიან ნიშნულთან დადგა. ნიშნულთან კი არა, ხამეს როდრიგესთან დადგა...

  • დათო ლაღიძე

    159, ჰერცლის ქუჩა, თელ-ავივი

    ტრაგიკულად აღსაქმელია შერჩევითი სოლიდარობა, - როცა შენთვის ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანი და ისრაელის ოკუპაცია ლეგიტიმური მიგაჩნია, უკრაინაში კი - არა. რუსულ ოკუპაციაზე საუბრობ, მუსლიმების...

  • გია ეძგვერაძე

    შაშვმა იგალობა - ახლა ჩვენზეა…

    დრო არამარტო საგნებს ართმევს აურას ისტორიულად, არამედ ჩვენც გვძარცვავს მისგან; მეხსიერებიდან შლის მას და ტოვებს იმას, რაც მოვლენის ჭეშმარიტებასთან ნაზიარებულობას ვეღარ აღწერს. ამიტომ კინოს, როგორც...

მეტი