21.06.2012

რუსთავის კოლონიაში 35 წლის პატიმარი გარდაიცვალა

 

ტელეკომპანია მეცხრე არხი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსთავის კოლონიაში 35 წლის პატიმარი ირაკლი მდინარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ პატიმრის ოჯახს საპატიმროს  ადმინისტრაციის ნაცვლად მისმა თანამესაკნემ ტელეფონით შეატყობინა.

 

გარდაცვლილი პატიმარის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მდინარაძე მათ რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა და 2 ათასი ლარის სასწრაფოდ მიწოდება ითხოვა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მას ეს თანხა სასჯელის შემსუბუქებისთვის სჭირდებოდა, თუმცა კონკრეტულად ვინ ითხოვდა, თანხას არ იციან.

რუსთავის სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში  გარდაცვლილი პატიმარის ირაკლი მდინარაძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ოჯახის წევრებისთვის უცნობია, როგორც გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი, ასევე პატიმრის გადაცვალების დრო.

ოჯახის მიერ ვრცელდება ინფორმაცია, გარდაცვლილს სხეულზე, თავის და ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება.

პატიმრის გადაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით “ლიბერალი” სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმრების საკითხთა სამინისტროსთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ტელეფონს არ პასუხობენ.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • ზაზა დობორჯგინიძე

    "მოდური" ათეიზმი?

    ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ძალადობს უმცირესობებზე, ებრძვის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და  პერმანენტულად ეწევა საკუთარი ძალაუფლების ექსპანსიას ცხოვრების ყველა ასპექტში. იმის დასამტკიცებლად,...

  • ვაკო ნაცვლიშვილი

    კადიში არდაბადებულ ქათამზე

    ახალგაზრდა კაცმა უმწიფარი და ბავშვური სისასტიკით მოკლა ქუჩის ძაღლი. სათვალთვალო კამერა იწერს, სამი მეგობარი როგორ ტოვებს შემთხვევის ადგილს. მთავარი გმირი ხელს დაიფერთხავს: მოიშორებს სისხლის...

  • ზურა ჯიშკარიანი

    ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში

    რამაზ კინგკონგი ჩემი უსაყვარლესი დრაგმეითი იყო. და თუ ბუნებაში არსებობს ცნება ქართული ოცნება, რამაზ კინგკონგი ამ ცნების სრული ოპოზიტი იყო, ნამდვილი ქართული კოშმარი: სომეხი, ბარიგა და გეი. პლუს...

მეტი