29.06.2012

“მასთ ქერი” - არჩევნების დღემდე

 

პარლამენტმა  დღეს რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

 

ცვლილება “მასთ ქერის” პრინციპს უკავშირდება. რომლის მიხედვით, საკაბელო მაუწყებლებს სამაუწყებლო ბადეში ყველა ტელევიზიის ჩართვის ვალდებულება არჩევნების დღის გამოცხადებიდან არჩევნების დღემდე ექნებათ.

ორი დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იურიდიულ კომიტეტს კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნები გადასცეს.

ერთ-ერთი შენიშვნა ვადებს შეეხებოდა. კანონით საარჩენო დრო არჩევნების გამოცხადების დღიდან ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე პერიოდია, ამიტომ არასამთავრობოების აზრით, საკაბელო ოპერატორებზე “მასთ ქერის” ვალდებულება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე უნდა გავრცელდეს, თუმცა პარლამენტმა არასამთავროებების ეს შენიშვნა არ გაითვალისწინა. ნუგზარ წიკლაურის თქმით, მთავარი აგიტაციის პერიოდია.

მე არ ვფიქრობ, რომ "მასთ ქერის" პრინციპის მოქმედება უნდა გაიზაროს, ეს პრინციპი პირდაპირ კავშირშია აგიტაციასთან და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასთან, სწორედ ამიტომ შემოგვაქვს "მასთ ქერის" პრინციპი 60 დღიანი ვადით, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.“- თქვა ნუგზრა წიკლაურმა.

პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ორი შენიშვნა გაითვალისწინა. კანონში “მასთ ოფერის” პრინციპიც აისახა, რაც ნიშნავს იმას, რომ საკაბელო ოპერატორები არჩევნების გამოცხადების შემდეგ, სიგნალს მაუწყებელთა ნებრთვის გარეშე ჩართავენ.

“მასთ ქერი” "კავკასიაზეც" გავრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ "კავკასიის" გავრცელების გეოგრაფიული არეალი თბილისია, კანონის მიხედვით, ტელევიზიაზე, რომელიც საქართველოს ტერიოტორიის 20%-ს ფარავს “მასთ ქერის” პრინციპი გავრცელდება. “კავკასიას” წინასარჩევნო პერიოდში თბილისის მოსახლეობასთან ერთად რეგიონების მოსახლეობაც უყურებს.

"მასთ ქერის" პრინციპის დანერგვის მოთხოვნით, პირველად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოვიდა. საკონონმდებლო ინიციატივის ავტორიც საიაა.

"მასთ ქერი" სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ,,უნდა გაატარო". ეს პრინციპი პირველად ამერიკაში გამოიყენეს და ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ოპერატორები მთავრობამ ნებისმიერი სატელევიზიო სიგნალის გატარებით დაავალდებულა. შემდგომ, პრინციპმა გარკვეული მოდიფიკაცია განიცადა და სავალდებულოდ გასავრცელებელი მაუწყებელთა ტიპი განისაზღვრა. დღეს "მასთ ქერის" პრინციპი როგორც ამერიკაში, ისე ევროპის ქვეყნებში გამოიყენება.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

  • ვახუშტი მენაბდე

    წითელი პარასკევი

    17 მაისს თავი ორჯერ ვიგრძენი უსუსურად, პირველად მაშინ, როდესაც ჩემს თვალწინ თავისუფლების მეტროსთან ქრისტიანობის სახელით შეკრებილმა რამდენიმე ათასმა კაცმა პოლიციის კორდონი გამოარღვია და ამაზრზენი...

მეტი