13.07.2012

"მაესტროს" ანტენების დაყადაღების გამო პროტესტი გაგრძელდება

სტატიები  (photo: )

 

"მაესტროს" ჟურნალისტებმა პარლამენტთან მაესტროს ანტენების დაყადაღება გააპროტესტეს.

ჟურნალისტებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს და ანტენებისთვის ყადაღის მოხსნა მოითხოვეს. ,,მოგვეცით შესაძლებლობა, შევასრულოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობა და დავიცვათ მოქალაქეების უფლება მიიღონ ინფორმაცია. ინფორმაციის შეზღუდვა მავნებელია”- ნათქვამია მათ განცხადებაში.

"მაესტროს" ანტენები პროკურატურამ გუშინ დააყადაღა იმ არგუმენტით, რომ ანტენების მფლობელი „გლობალ კონტაქტ კონსალტინგია".  მაესტროს ანტენები იმავე თურქულმა კომპანიამ მიაწოდა, რომელმაც "გლობალ კონსალტინგს". ამას გარდა, მაესტროსთვის განკუთვნილი ანტენები "გლობალ კონსალტინგის" ეტიკეტიან ყუთებში იყო ჩალაგებული.

"მაესტროს" ჟურნალისტების მხრიდან ეს აქტი აღქმულია, როგორც ინფორმაციის გავრცელების ხელის შეშლა და ჩვენ მიერ შექმნილ პროდუქციის ემბარგო. წინასაარჩევნოდ ანტენების დაყადაღება ძალიან სერიოზულ დარღვევად მიგვაჩნია. პროკურატურა მხოლოდ იმით აპელირებს, რომ ტექნიკოსი, რომელიც ოდესღაც "ელიტაბურჯში" მუშაობდა, ახლა "მაესტროს" ანტენებს ამონტაჟებს. ეს არის პირდაპირი ცენზურა წინასაარჩევნო პერიოდში თავისუფალ მედიაზე.” - ამბობს ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი.

ანტენების დაყადაღებას უსამართლობას უწოდებს გამომძიებელი ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილიც. ,,ამ ყველაფერს შესაძლოა საელმწიფო ცენზურა დავარქვათ. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ნება იბოძოს პროკურატურამ და დაგვისაბუთოს. რომ ეს თეფშები დასაყადაღებელია. ასე იოლად ამ საქმეს ხელს ვერ გაუშვებთ, იმიტომ რომ ის ინფორმაციის გავრცელებას და, ფაქტობრივად, აკრძალვას ეხება.”

ნინო ზურიაშვილის თქმით, "მაესტროს" ანტენების დაყადაღება მის მიერ შექმნილი საფრთხითაა განპირობებული, რადგან "მაესტროს" ეთერში ნაციონალური მაუწყებლებისთვის აკრძალული თემები ხვდება. როგორებიცაა მაია მიმინოშვილის გათავისუფლება, ბაგრატის ტაძრის შემთხვევა, პატიმრების სიკვდილიანობა, ადამიანის უფლებები, "ქართუ ბანკის" დაყადაღება და ა.შ.

ლევან მიქელაძის ფონდის ხელმძღვანელი, ლევან დოლიძე ანტენების დაყადაღებისას ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას არასაკმარისად საფუძვლიანად აფასებს: ,, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რომელიც, სამწუხაროდ, ხელს უშლის საქართველიოში მედია პლურალიზმის განვითარებას და უარყოფიტად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე” - ამბობს ლევან დოლიძე.

,,მხოლოდ მაესტროს ანტენებზე კი არაა საუბარი, რეალურად, თბილისში სატელიტური თეფშების შეძენაც შეუძლებელი გახდა. ამჟამად ყველა მაღაზია დაკეტილია და უმოქმედოდაა. ასეთივე მდგომარეობაა ლილოშიც. ვთქვათ გლობალსა და მაესტროსთან დაკავშირებით მართლაც ადეკვატური რომ იყოს მათი ბრალდებები, ის ადამიანები რაღა შუაში არიან, რომლებიც წლების განმავლობაში იძენდნენ და ყიდნენ ანტენებს. მათ რაღას ერჩიან მაშინ.” - ამბობს "გლობალ კონსალტინგის" დირექტორი, ზურაბ ბაზღაძე.

,,ანტენების დაყადაღება არის დურაკობა, რომელიც ჩაიდინა პროკურატურამ. სამი ე.წ. არგუმენტი

მოიშველიეს, სამივე სულელური, აბსურდული, თვალებში ნაცრის შემყრელი - ვეღარ კერავენ საქმეებს.”- ამბობს მაესტროს ჟურნალისტი შალვა რამიშვილი. ,,ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ერთიდაიგივე ბროკერმა რატომ განაბაჟაო, რაც სისულელეა - ბროკერი ხან ერთს დაუდებს ხელშეკრულებას, ხან - მეორეს. მეორე არგუმენტი ის იყო, რომ ერთიდაიგივე მწარმოებლისგან რატომ ვიყიდეთო, რაც ასევე სისულელეა - რა, კანონგარეშეა მწარმოებელი? ეტიკეტები მიარტყეს ყუთებს და იმას იძახიან, რომ იგივე ანტენებია რაც გლობალმა იყიდაო და თუ გლობალის ანტენებია, თეფშზე რატო არ აწერია "გლობალი"? გასაგებია რაც ხდება. ეს პირველი აქციაა და აქციები ბევრი და ძვირად დაუჯდება მიშას ასეთი სისულელე.” - ამბობს რამიშვილი.

ჟურნალისტების აქციას ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,სტუდენტური ხმაც” შეუერთდა და ტავისუფალი მედიის გავრცელებისთვის ხელის შეშლა გააპროტესტა. ,,Back to the USSR”, ,,Are You Still Watching Fee Media? You Enemy of Country” ,,დაპატიმრებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთჳის” - ასეთი შინაარსის ბანერები ეკავათ ახალგაზრდებს.

მეტი

  •  (photo: ) სტატიები
  •  (photo: ) სტატიები

    ანტიტოტალიტარული ლიტერატურა

    ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ მიხეილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტაც", თუმცა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული ნაწარმოებების მთავარი ავტორი სულ სხვა მწერალია. სამწუხაროა, რომ მსოფლიო მას ნაკლებად...

  •  (photo: ) სტატიები

    კვლევები და ქართული მედია

    „მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ NDI და IRI გაყალბებით არიან დაკავებული. ამიტომ თუ ისინი ხელს აწერენ კვლევას, ეს ჩემთვის უკვე სანდოობის განმსაზღვრელია“, - აღნიშნა ლაფერაშვილმა.

  • A (photo: ) სტატიები

    აკრძალვის ნათელი

    „სისატიკე გარდაუვალია. ხელისუფლებას დღესაც და ხვალაც აუცილებლად დასჭირდება ინტელექტუალები. ისე რა აზრი აქვს ზოგადად ხელისუფლების დისკურსს? ჩავლილი მემარცხენე ეიფორიის შემდეგ სწორედ იმის შესახებ...

ახალი ამბები

მეტი
  • მამუკა ლეკიაშვილი

    სასაცილო სიკვდილი

    სხვისი მარცხით გამოწვეული უნებლიე სიცილი, როგორც უაღრესად გავრცელებული ფენომენი, ვფიქრობ, უფრო მარტივად და დამაჯერებლად აიხსნებოდა სწორედ სარკისებური ნეირონების მოშველიებით. მართლაც, როცა ხედავ,...

  • ნათია ფანჯიკიძე

    შიშო, გამოდი გარეთ

    მოკლედ, ძვირფასებო, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მშიშრები ვართ. რით დაგამშვიდოთ? ალბათ ყველაფერს აჯობებს, იმ საიდუმლო ცოდნით, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.

  • თამარ კარელიძე

    მედია, ეთიკა და თვითმფრინავი

    „უდანაშაულობის პრეზუმფცია“ - ბარსელონა-დიუსელდორფის რეისის შემთხვევაში ამ ცნებამ არათუ მედიის, არამედ, სამართალდამცავებისთვისაც დაკარგა  მნიშვნელობა. საფრანგეთის პროკურორმა აღნიშნა, რომ პილოტმა...

მეტი