16.07.2012

"საქართველოს დასავლურ ორიენტაციას ალტერნატივა არა აქვს"

სტატიები  (photo: )
მზია ფარესიშვილი

 

რადიო "თავისუფლება", სპეციალურად "ლიბერალისთვის"

 

„ივანიშვილი საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ინიციატივით  გამოდის", „ქართულმა ოპოზიციამ გორში მიტინგზე 15 000 ადამიანი შეკრიბა",- იუწყებიან რუსული სააგენტოები. „ინტერფაქსს" ივანიშვილის სიტყვები მოჰყავს: „შიდა ქართლის მოსახლეობას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა, ოსებთან არავითარი სიძულვილი არ აქვს", და რომ, „ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს ქართველი და ოსი ხალხის დასაახლოვებლად. „ჩვენ პირდაპირ კავშირს დავამყარებთ ოსებთან, აფხაზებთან",- ივანიშვილის ამ ფრაზას ბევრი რუსული ინტერნეტ გამოცემა ეხმაურება, ისევე როგორც მის დანაპირებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ერგნეთის ბაზრობას აღადგენს.

„ივანიშვილმა ათასობით მომხრე მოიკრიბა გორის მიტინგზე",- წერს „ვზგლიად.რუ". გამოცემას ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „თრიალეთთან" ინტერვიუს ნაწილი მოჰყავს: „მე მუდმივად მადანაშაულებენ იმაში, თითქოს ვთქვი, რომ ომი საქართველომ დაიწყო.  ასე არ მითქვამს. საქართველოს თავისსავე ტერიტორიაზე ომის დაწყება არ შეეძლო. მე სააკაშვილს გაუაზრებელ ქმედებაში ვადანაშაულებ. მე არ ვამბობ,რომ საქართველომ დაიწყო ომი, როგორც ამას ცდილობს ხელისუფლება რომ წარმოადგინოს",- ციტირებს  ივანიშვილის სიტყვებს „ ვზგლიად. რუ".

რუსულ ინტერნეტ გამოცემებს აქტიურად მოჰყავთ ბიძინა ივანიშვილის სხვა სიტყვებიც რუსეთთან ურთიერთობის შესახებ: „საქართველოს დასავლურ ორიენტაციას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ მეზობლების არჩევის საშუალება არავის აქვს. რუსეთთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია უნდა იყოს კორექტული, მაგარამ პრინციპული. განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისა, რომელიც უპრინციპოდ მოქმედებს",- წერს „რია ნოვოსტი".

მოსახლეობის დაშოშმინებას ცდილობს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი. რუსული მედია აქტიურად აშუქებს მის გამოსვლას სოფელ ხეთაგუროვოში: „მინდა მივმართო მოსახლეობას და ვუარყო ჭორი საქართველოს მხრიდან ახლი სამხედრო აგრესიის თაობაზე. ჩვენ ჩვენი მომავლის მშნებლობაზე უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა ლეონიდ თბილოვმა 14 ივლისს .მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „ჟენევის კონსულტაციები ოსი ტყვეების პრობლემის გადაჭრას ხელს შეუწყობს".

„საქართველოის ხელისუფლება თანამგზავრულ ანტენებზე, თეფშებზე, ნადირობას განაგრძობს", „ ქართველი ჟურნალისტები თანამგზავრულ ანტენებს გამოესარჩლნენ", „საქართველოს ხელისუფლება რეგიონებში ოპოზიციური არხების ყურებას კრძალავს",-მსგავსი სათაურებით ეხმაურება რუსული მედია ტელეკომპანია „მაესტროს" სატელიტური ანტენების დაყადაღებას.

მიესალმება, მაგრამ საკმარისად არ მიიჩნევს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „ოპოზიციურმა ტელეკომპანიებმა საკაბელო მაუწყებლობაზე წვდომა მიიღეს, თუმცა მხოლოდ 60 დღით". „მასთ ქერი" დადებითია იმ მხრივ, რომ ხელს შეუწყობს პლურალიზმს და ხელმომწერებს  პროგრამების უფრო წარმოსადეგ არჩევანს მიაწვდის. მიუხედავად ამისა, ჩვენ მკაცრად ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ეს მდგომარეობა ვრცელდება შეზღუდულ ვადაზე.  ვშიშობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დასრულების შემდეგ ოპოზიციური არხები კვლავ ზეწოლისა და ბოიკოტის ქვეშ მოექცევიან. ეს  შესწორება არ სთავაზობს მათ გრძელვადიან დაცვას ცენზურისგან. ასეთ პოლარიზებულ მედია გარემოში აზრთასხვადასხვაობის  უზრუნველსაყოფად მაუწყებლობის სექტორში აუცილებელია ზომების მიღება",- ნათვამია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს განცხადებაში. მასში ასევე საუბარია იმაზე, რომ მთავარი პროვაიდერები „სილქ ტვ" და „კავკაზუს ტვ" უარს აცხადებენ „ოპოზიციური არხების ჩართვაზე, განსაკუთრევბით მე-9 არხზე.  ამ უკანასკნელის ჩართვაზე თანხმობა  მხოლოდ ერთმა საკაბელო კომპანიამ  „გლობალ ტვ" განაცხადა, რომელიც ბიძინა ივნაშვილის ძმას, ალექსანდრეს ეკუთვნის". „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" სტატიის ბოლოს აღნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში პრესის თავისუფლების ინდექსით 179 ქვეყანას შორის 105-ე ადგილს იკავებს.

სტატიაში „საქართველო რუს ტურისტებს მთის კაზინოთი მოხიბლავს" გამოცემა „კომერსანტ.რუ" სტეფანწმინდაში ახალი სამორინეს გახსნის პერსეპტივებს განიხილავს.

რუსეთის საზღვართან ახალი სამორინეს გახსნას, მისი ყოველწლიური ფიქსირებული გადასახადისგან გათავისუფლებას, სწორ სვლად მიიჩნევს რუსეთის „ტურინდუსტრიის კავშირის" ვიცე პრეზიდენტი იური ბარზიკინი. მით უმეტეს, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო პუქტიდან რუსეთიდან შემოსულ ტურისტთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა: „თუმცა კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ იგი არ არსებობს. რუსეთში აზარტული თამაშების ბიზნესის სექტორი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 3 წელია რუსეთში აზარტულ თამაშებზე აკრძალვა მოქმედებს. ამ ხნის განმავალობაში 4 ზონა უნდა კეთილმოწყობილიყო: პრიმორსკის მხარეში, კალინიგრადში, ალტაიში და როსტოვ - კრასნოდარის საზღვარზე. თუმცა სინმადვილეში მხოლოდ ერთმა მათგანმა დაიწყო მოქმედება და ისიც გადაიტანეს წარულამტებლად არჩეული ადგილის გამო. „აზოვ სიტი" ანაპასთან ახლოს გადავიდა, დანარჩენმა მხარებმა ვერ გაამართლეს ინფრსატრუქტურის არ არსებობი გამო",- წერს „კომერსანტ.რუ". გამოცემა იმასაც იხსენებს, რომ რუს აზარტულ მოთამაშეებზე ფსონი საქართველომდე სომხეთმა და ბელორუსმაც დადეს - „მაგრამ ეს არ მოხდა. თუკი ადამიანი ხედავს, რომ რუსული ბაზარი არ აკმაყოფილებს მის მოთხოვნას, იგი ბელორუსსა და სომხეთს, რა თქმა უნდა ევროპას ამჯობინებს. რადგან იქ სერვისისა და ხარისხის  აბსოლუტურად სხვა დონეა",- წერს „კომერსანტი". თუმცა გამოცემა იმის თქმასაც არ ივიწყებს, რომ საკურორტო ზონაში სამორინეებს საქართველოს სახელწიფო ხაზინასთვის ყოველწლიურად  მრავალმილიონიანი მოგება მოაქვს -  მათი ფიქსირებული გადასახადი 150 ათასიდან 8 მილიონზე მეტ აშშ დოლარამდე მერყეობს.

მეტი

  •  (photo: ) სტატიები

    დაივიწყეთ ვენეცია!

    ვენეციის წლევანდელი ბიენალეს თემაა არქიტექტურა, რომლის სექცია პირველად 1980 წელს ჩამოყალიბდა. ურბანული არქიტექტურის განვითარება და ტენდენციების წარმოჩენა ჩვენთვის მაინც მიუღწეველი აღმოჩნდა –...

  •  (photo: ) სტატიები

    ფოქსტროტი თოვლზე

    "რეცენზია" "მელია-ტულეფია: FOX-trot"-ის ავტორს რომანის დასაწყისში აღწერილი ნაყოფიერების არქაული რიტუალის გამო არაერთ "ბოროტებასა" და "უმსგავსობაში" ამხელს და მკითხველს რიტორიკულ კითხვასაც უსვამს,...

  •                                 (photo: ) სტატიები

    მაპი არ ნიშნავს, რომ ალიანსი საქართველოს რომელიმე ნაწილს დაიცავს

    ინტერვიუ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან.

  •  (photo: ) თვალსაზრისი

    ოქროს საწმისის მცველები

    ბოლო პერიოდში მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ ბოლნისის  ტერიტორიაზე მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე  ქართველი და გერმანელი მეცნიერების მიერ გამოვლენილი და შესწავლილი პრეისტორიული ხანის...

ახალი ამბები

მეტი
მეტი