01.08.2012

აუდიტის სამსახური გურჯაანში გამართული ქეიფის დეტალებით დაინტერესდება

სტატიები  (photo: )

დიდების მემორიალთან მაგიდები დაახლოებით ათას კაცზე იყო გაშლილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ლიბერალთან საუბარში განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური გურჯაანში გაშლილი სუფრის დეტალებით დაინტერესდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გურჯაანში “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” მხარდამჭერებთან შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა.

შეხვედრა გურჯაანში დიდების მემორიალთან გაიმართა. “კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ინფორმაციით პარტიის მხარდამჭერები კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან "მარშუტკებით" ჩამოიყვანეს. შეხვედრის შემდეგ კი მემორიალზე შეკრებილ ხალხს მწვადით, კიტრით, პომიდვრით, პურით და ღვინით გაუმასპინძლდნენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ხარჯებთან დაკავშირებით კითხვა “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს ლევან ვეფხვაძეს  დაუსვა. ვეფხვაძის განმარტებით საკვებისთვის საჭირო ხარჯები შეხვედრაზე მისულმა მხარდამჭერებმა შეკრიბეს. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს შეკრებაზე მისულმა ოცამდე მონაწილემ არ დაუდასტურა. დიდების მემორიალთან მაგიდები დაახლოებით ათას კაცზე იყო გაშლილი.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი ამომრჩეველთა მოსყიდვის ყველა შესაძლო ფაქტზე რეაგირებას მოახდენენ.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
მეტი