01.08.2012

პოლიტიკური გავლენები საბანკო და საგადასახადო სფეროში

სტატიები  (photo: )

ანგარიში „საბანკო და საგადასახადო სფეროში განხორციელებული ცვლილებების გავლენა ბიზნეს გარემოზე“ საკანონმდებლო ცვლილებების  ანალიზს მოიცავს

“საბანკო და საგადასახადო სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებო ცვლილებების გამოკვეთილი პოლიტიკური კონტექსტი ქვეყნის საბანკო სისტემის სტაბილურიობას საფრთხეს უქმნის და მას პოლიტიკურ  პროცესებზე გაცილებით მეტად დამოკიდებულს ხდის, რაც  საბოლოო ჯამში ამ სფეროს მიმართ ნდობის შემცირების და სხვა არასასურველი პროცესების საფუძველი შეიძლება გახდეს.”- აღნიშნულია ანარიშში, რომლის მიზანი ბიზნეს გარემოზე საბანკო და საგადასახადო სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის შეფასება წარმოადგენდა.

კვლევა, ანალიტიკური ცენტრის “ეკონომისტის” წარმომადგენელმა რევაზ საყევარიშვილმა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით განახორციელა.

“კვლევის შედეგად რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა. გამკაცრებულია ზედამხედველობის ნორმები და მოთხოვნები ქვეყანაში არსებული საფინანსო ინსტიტუტების მიმართ. დღეს მათ უფრო მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ უწევთ საფინანსო იპერირება, ვიდრე მანამდე. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა პოლიტიკურად აქტიურ პირებთან და ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რამაც არსებითი ცვილებები გამოიწვია როგორც კანონმდებლობაში, ისე საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობაში.”- განაცხადა ანგარიშის ავტორმა რევაზ საყევარიშვილმა.

კვლევაში წარმოდგენილია 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში საბანკო, საგადასახადო, სააღსრულებლო და მათ მომიჯნავე კანონმდებლობაში განხორციელებული ის ცვლილებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გალენა მოახდინეს საბანკო-საფინანსო სექტორის ფუნქციონირებასა და საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობაზე.

საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ კანონმდებლობის ნაწილში, მაგალითად, საგადასახადო და სააღსრულებლო კანონმდებლობაში, “დროებითი” ცვლილებები განხორციელდა, რომელიც შერჩევით, ერთი კონკრეტული საბანკო ინსტიტუტის  წინააღმდეგ გამოყენების შემდეგ ძველ ვერსიას დაუბრუნდა.

“ცვლილებები, რომელიც სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონში შევიდა პრაქტიკურად მხოლოდ 6 თვე მოქმედებდა და გამოყენებული იყო “ქართუ ბანკის” საწინააღმდეგოდ, რამაც მას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენა.”- განაცხადა საყევარიშვილმა.

ყველა ტიპის საფინანსო სერვისის განმახორციელებელი ინსტიტუტებისთვის დადგინდა და ამოქმედდა ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესი, რომელმაც ყველა ამ ინსტიტუტს მნიშვნელოვნად დაუმძიმა კლიენტთან ურთიერთობის და ბაზარზე ოპერირების პირობები.

ამ რეგულაციის მიხედვით, კომერციულ ბანკებს ევალებათ, მონიტორინგს დაუქვემდებარონ ნებისმიერი ფინანსური ოდენობის საბანკო ოპერაცია, თუ მას საეჭვოდ მიიჩნევენ.

ამავე დროს, ბანკები “თავად განსაზღვრავენ მათთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს” ანუ ბანკი უფლებამოსილია თავად დაადგინოს კრიტერიუმები.

ასევე, ბანკებს ევალებათ შიდა კონტროლის მექანიზმის ამოქმედება, რაც მოიცავს მათთან საქმიანი ურთიერთობებით პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ყველა პირის იდენტიფიკაციას, პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ღონისძიებების გატარებას.  „პოლიტიკურად აქტიური პირის და მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობებში მყოფი პირების“   საკითხი, კვლევის ავტორების თქმით, განსაკუთრებით გამოიკვეთა. ამ პირების მიმართ  ყველა ფინანსურ ინსტიტუტს  სანქცირების პირობები განესაზღვრა.

შეიცვალა უნაღდო ანგარიშსწორების მანამდე არსებული წესები. ფიზიკურ პირებს შეეზღუდათ შესაძლებლობა, საკუთარი საბანკო ანგარიშიდან   თანხა სხვა იურიდიული პირის სახელით გადარიცხონ.

საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლება, საკუთარი ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი  აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაბამისობის დამატებითი კრიტერიუმები.

კვლევის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს ფორმირებისას საკანონმდებლო წესით შესუსტდა პროფესიული ცენზის ვალდებულება და  ეკონომიკის ან ფინანსების დარგში არაპროფესიონალის არჩევა საბჭოს წევრად დასაშვები გახდა. 

საფინანსო სექტორში კონტროლი გამკაცრდა და ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცა მიკროსაფინანსო ინსტიტუტებიც, რომელიც მანამდე  ცენტრალური ბანკის მხრიდან რეგულირებას არ ექვემდებარებოდა.

„საფინანსო-საგადასახოდო რეგულირების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო მემორანდუმი, რომლიც ეროვნულ ბანკასა და ყოფილ კონტროლის პალატას შორის გაფორმდა. ეროვნული ბანკი განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ავტომატურ რეჟიმში  საქმის კურსში აყენებს კონტროლის პალატას.  ამ ცვლილებით  პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ დადაგა საბანკო საიდუმლოების ცნება. რაც კომერციული ბანკების საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.”- განაცხადა საყევარიშილმა.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2012 წლის ბოლოდან განხორციელებულ ცვლილებებში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დოკუმენტი კონტროლის პალატასა და ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია.

მემორანდუმის თანახმად, 2011 წლის 1 ნოემბრიდან დაწყებული, ყველა საფინანსო ტრანზაქცია, რომლის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ბანკს აქვს, კონტროლის პალატას გადაეცემა.  კვლევის ავტორების თქმით, ამ მემორანდუმით პრაქტიკულად  მთლიანად იგნორირებულია საბანკო საიდუმლოების ცნება, რომელიც დეტალურად არის  გაწერილი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში.  მემორანდუმი  მნიშვნელოვნად ცვლის და  ამცირებს კლიენტის საბანკო ინფორმაციაზე წვდომას, მისი გაცვლისა და კონფიდენციალურობის მანამდე არსებულ გარანტიებს.

„შედეგად, საბანკო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქვეყნის საბანკო-საფინანსო სექტორში ჩამოყალიბდა თამაშის თვისებრივად ახალი წესები, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მანამდე არსებული სამართლებრივი გარემოსგან.“ - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც საბანკო და საგადასახადო სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებს იკვლევდა.

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • გიგა მაქარაშვილი

    არშემდგარი გმირი

    აი 119-ე წუთზე შეცვლაზე მწრთვნელმა დავით მუმლაძე შემოიყვანა (მას თურქულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია), ითამაშა 45 წამი და თერთმეტმეტრიან ნიშნულთან დადგა. ნიშნულთან კი არა, ხამეს როდრიგესთან დადგა...

  • დათო ლაღიძე

    159, ჰერცლის ქუჩა, თელ-ავივი

    ტრაგიკულად აღსაქმელია შერჩევითი სოლიდარობა, - როცა შენთვის ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანი და ისრაელის ოკუპაცია ლეგიტიმური მიგაჩნია, უკრაინაში კი - არა. რუსულ ოკუპაციაზე საუბრობ, მუსლიმების...

  • გია ეძგვერაძე

    შაშვმა იგალობა - ახლა ჩვენზეა…

    დრო არამარტო საგნებს ართმევს აურას ისტორიულად, არამედ ჩვენც გვძარცვავს მისგან; მეხსიერებიდან შლის მას და ტოვებს იმას, რაც მოვლენის ჭეშმარიტებასთან ნაზიარებულობას ვეღარ აღწერს. ამიტომ კინოს, როგორც...

მეტი

ამავე ავტორისგან