10.08.2012

სინდისის პატიმარი პოლიტიზებული ფემინისტები

სტატიები  (photo: )
„ღვთისმშობელო მარიამ, განდევნე პუტინი, განდევნე პუტინი...
პატრიარქს სწამს პუტინის, აჯობებდა უფრო მეტად ღმერთის სწამდეს.
იმისთვის რომ უწმინდეს შეურაცხყოფა არ მიადგეს, ქალს უნდა უყვარდეს
 და მშობიარობდეს....ქალწულობის სარტყელი ვერ ჩაანაცვლებს მიტინგებს,
 პროტესტზე ჩვენთან არის ქალწული მარიამი.“– 2012 წლის 21 თებერვალს
 ვლადიმერ პუტინის მესამედ გაპრეზიდენტებას სამი ქალი მაცხოვრის
 სახელობის მოსკოვის ეკლესიის კათედრალში ამ სიმღერით აპროტესტებდა.

 

ისინი რუსული ფემინისტური პანკ ჯგუფის „პუსი რაიოტის“ წევრები არიან. ფემინისტური პანკ ჯგუფი საკუთარი არასანქცირებული გამოსვლებითაა ცნობილი. ჯგუფის მთელი შემოქმედება პოლიტიკური, სოციალური და კულტურული პროტესტის გამოხატვაა. თებერვალში შესრულებული პანკპარაკლისის გამო ამავე წლის მარტში „პუსი რაიოტის“ სამი გოგონა დააკავეს.

ჯგუფის შექმნის იდეა 2011 წლის მარტში გაჩნდა პანკფემინისტური მოძრაობა Riot Grrrl- ის გავლენით.  ჯგუფი ოფიციალურად ამავე წლის 7 ნოემბერს შეიქმნა, როდესაც ინტერნეტში მათი პირველი კლიპი გავრცელდა.

აქტივისტები საკუთარ თავს „პოლიტიზებულ ფემინისტებს უწოდებენ“, საკუთარ პოლიტიკურ განწყობებს „მემარცხენე ანტიავტორიტარიზმად“ განსაზღვრავენ. ზოგიერთი მონაწილე თავს ანარქისტად და ლიბერალური შეხედულებების მატარებლად მიიჩნევს. მათი საზოგადოებრივი პროგრამა დაახლოებით ასე ჟღერს: „ფემინიზმი,  ბრძოლა სამართალდამცველ ორგანოებთან, ლგბტ-ების დაცვა, ანტიპუტინიზმი და ძალაუფლების რადიკალური დეცენტრალიზაცია, ხიმსკის ტყის დაცვა და რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის გადატანა აღმოსავლეთ ციმბირში.“

ჯგუფის წევრები არ ავრცელებდნენ ნამდვილ სახელებს და იყენებდნენ ფსევდონიმებს, რომლებსაც, როგორც ამბობენ, ხშირად ცვლიდნენ ერთმანეთში, ყოველთვის  ნიღბებით გამოდიოდნენ და ხაზს უსვამდნენ, რომ ანონიმურები და ერთმანეთის შემცვლელები არიან. სიმღერის ტექსტებს, როგორც წესი, ერთად წერენ.

2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში „პუსი რაიოტმა“ მეტროს სადგურებში, ტროლეიბუსებისა და ავტობუსების სახურავებზე  გამოსვლების სერია მოაწყო. ჯგუფის მონაწილეები ამგვარად საკუთარი სადებიუტო ალბომის „მოკალი სექსისტის“ პრეზენტაციას ახდენდნენ.

მათ ყველაზე ხმაურიან გამოსვლად  მაცხოვრის სახელობის მოსკოვის ეკლესიაში პანკპარაკლისის ჩატარება ითვლება. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა ამ გამოსვლას „ამაზრზენი“ უწოდა. ნეგატიური რეაქცია ჰქონდა მმართველ ელიტას და კონსერვატორ პოლიტიკოსებს. მემარჯვენე-კონსერვატორმა ალექსანდრე დუგინმა „ხულიგნების“ კოცონზე დაწვის სურვილიც გამოთქვა. დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა გამოსვლა „ქაჯურ გამოხტომად“ დაახასიათა.

26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „პუსი რაიოტის“ წევრების „ხულიგნობისთვის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მალევე რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის ჯგუფის სამი წევრი დააკავეს -  24 წლის მარინა ალიოხინა, 22 წლის ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და 29 წლის ეკატერინა სამუცევიჩი ის სამი ქალია, რომელიც მოსკოვში ტაძრის კათედრალზე პანკპარაკლის ატარებდნენ.

 

მარინა ალიოხინა

 „მინის გალიიდან ემოციური გამოსვლებითა და ჩამჭრელი შეკითხვებით“ ის „პუსი რაიოტის“ არაფორმალური სპიკერია - წერს ბრიტანულმა გამოცემა „The Guardian“ მარინა ალიოხინაზე.

 ალიოხინა ციხეში მნიშვნელოვან დროს  მოწმეების ჩვენების შესწავლაში ატარებს, კითხულობს რუსულ კრიმინალურ კოდექსს. ადვოკატის თქმით, დაღლილობისგან მას დასჭირდა სათვალეც.

სასამართლო პროცესებზე ზოგადად მშვიდი და გაწონასწორებული  ალიოხინა მაშინ აღშფოთდა, როდესაც ჰკითხეს გასაგებია თუ არა მისთვის რელიგიური სიძულვილის საფუძველზე მათი ხულიგნობის დამატკიცებელი სამხილები.

„არ მესმის შეკითხვის იდეოლოგიური მხარე, არ მესმის რის საფუძველზე აკეთებთ დაშვებებს ჩემი მოტივაციის შესახებ“ - ამბობდა ის და მინის გალიიდან დაჟინებით უყურებდა მოსამართლეს.  „არ მესმის რატომ არ მეძლევა ახსნა-განმარტების საშუალება“. - ამ გამოსვლის ვიდეომ ალიოხინა იუთუბის და არამარტო იუთუბის ვარკვლავად აქცია“ - წერდა “The Guardian“.

ალიოხინა მოსკოვის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და კრეატიული წერის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს. მოხალისედ მუშაობდა ავადმყოფ ბავშვებთან და მწვანეთა მოძრაობის აქტივისტია. ყავს პატარა შვილი, ფილიპი.

სასამართლო პროცესების დროს შექმნილ აბსურდებზე მხოლოდ და მხოლოდ ეღიმება, დაპატიმრების შემდეგ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა გააცნო, ის წერს: „მეგონა ეკლესიას ყველა შვილი უყვარდა, მაგრამ აღმოჩნდა ეკლესიას მხოლოდ ის შვილები უყვარს, რომელსაც სწამს პუტინის.“

 

ნადეჟდა ტოლოკონიკოვა

 22 წლის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტს ნადეჟდა ტოლოკონიკოვას პოლიტიკური აქტივისტობის დიდი გამოცდილება აქვს. იყო რადიკალური არტ ჯგუფი „ვაინას“ წევრი, აპროტესტებდა დიმიტრი მედვედევის გაპრეზიდენტებას და ის იყო ერთ-ერთი, რომელმაც სანკ პეტერბურგში “კგბ”-ეს მთავარი შენობის წინ ხიდზე  გიგანტური ფალოსი მიახატა. ტოლოკონიკოვა ფილოსოფიის ფაკულტეტის ბოლო კურსზე იყო, როდესაც დააპატიმრეს. ოთხი წლის ქალიშვილზე მისი მეუღლე ზრუნავს.

გასაოცარი გარეგნობის გამო დიდი ყურადღებას იქცევს. პროკურორები მას „პუსი რაიოტის“ ბოროტ გენიას უწოდებენ. ორმა მოწმე ქალბატონმა მასთან შეხვედრის შემდეგ საკუთარი დამოკიდებულება და ქცევები შეცვალა. საკუთარ განცხადებაში, რომელიც მისმა ადვოკატმა წაიკითხა, ტოლოკონიკოვა ბოდიშს იხდის მათ წინაშე, რომლებსაც ეკლესიაში გამოსვლისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „ვინმეს წყენინების სურვილი არ გვქონია, მინდა გვაპატიონ მათ, რომლებსაც ჩვენი არ ესმით.“ - ამბობდა ის.

„სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ვამბობთ და ჩვენი პანკპერფორმანსი პოლიტიკური კონტექსტის მიმართ ჩვენი იმედგაცრუების გამოხატვას ისახავდა მიზნად: პატრიარქი ვლადიმერ პუტინს უჭერს მხარს, რომელიც ავტორიტარულ და ანტიფემინისტურ კურს ატარებს. ჩვენი წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე აგრესიას კი არ შეიცავდა, არამედ სასოწარკვეთილ სურვილს, შევცვალოთ რუსეთში პოლიტიკური სიტუაცია  უკეთესობისკენ“.

 

ეკატერინა სამუცევიჩი

29 წლის ეკატერინა ყველაზე წყნარი და ჩუმია,  მისი გამოსვლები ყველაზე რთულად გასაგებია ხოლმე. განსაკუთრებულად მგრძნობელი რუსეთში მხცხოვრები ლგბტ ადამიანების უფლებების მიმართაა. ქვეყანაში სექსუალური უმცირესობის ოფიციალური და დაკანონებული დისკრიმინაცია ძლიერდება.

კომპიუტერული პროგრამისტი სამუცევიჩი შეყვარებულია ხელოვნებაზე. ის იყო როდჩენკოს ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის სკოლის პირველი დამამთავრებელი კლასის წევრი. მისი ყოფილი პროფესორი მის საბოლოო ნაშრომს იხსნებს, როგორც „სკოლის ისტორიაში საუკეთესოს“.

 „ჩვენი საქმე ავტორიტარების მხრიდან პოლიტიკური ცენზურის შედეგია, ეს არის რეპრესიული კამპანიის დასაწყისი პოლიტიკური აქტივობისა და განსხვავებული აზრის დათრგუნვისათვის.“ - ეწერა მის წერილში.

მათი სასამართლო პროცესების ნაწილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მმართველი ელიტისა და გაბრაზებული საზოგადოების ნაწილის საპირწონედ „პუსი რაიოტს“ სოლიდარობას უცხადებენ დასავლეთიდან. მადონა, Red Hot Chili Peppers, ფრანც ფერდინანდი, სტინგი დაპატიმრებულებს თანაუგრძნობენ. საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International -მა  „პუსი რაიოტის“ წევრებს სინდისის პატიმრები უწოდა. ჯგუფს სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის შიგნით საზოგადოების ნაწილი.

გადაწყვეტილებას მიუსაჯონ თუ არა სამ ფემინისტს სამი წელი, მოსამართლე 17 აგვისტოს გამოიტანს.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • თამარ კარელიძე

    უკრაინა - ჩვენი სხვისი ომი

    ჯარი პოლიტიკისაგან შორს უნდა იდგეს და თავისი მოვალეობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეასრულოს, თავდაცვის სამინისტროს განცხადება კი,  ცალსახად პოლიტიზირებულია, თან ისეთი, ქვეყნის ინტერესებს...

  • ნათია ფანჯიკიძე

    მთავარი როლის შემსრულებლები

    კულტურის ნებისმიერმა მინისტრმა უნდა შეიგრძნოს თავისი როლის მთავარი მოთხოვნა, რომ მას კულტურის მცველად, კულტურის განვითარების სტრატეგიის, კონცეფციის  შესაქმნელად ერგო ეს როლი და ამ მხრივ უნდა...

  • ლევან ბერიანიძე

    გენდერული კვოტირება

    პატარა გოგოების შესახებ ეს რამოდენიმე მარტივი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მივხდეთ, რომ ძალადობა მარტო მკვლელობის აქტი არაა. “ძალას” ვხმარობთ მაშინაც როდესაც ჩვენ გოგოებს და ბიჭებს, კაცებს და...

მეტი

ამავე ავტორისგან