27.08.2012

ავტორიტარიზმის ხიბლი

სტატიები  (photo: )
მზია ფარესიშვილი

რადიო "თავისუფლება, სპეციალურად "ლიბერალისთვის

„შეიძლება ის ძაღლისშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლისშვილი“,– რუზველტის მიერ თავის დროზე ერთ ერთ სამხრეთ ამერიკელ დიქტატორზე ნათქვამი სიტყვებით იწყებს სარედაქციო წერილს ბრიტანული გაზეთი „ტაიმზი“ სათაურით: „რატომ არ უნდა დაჰყვეს საქართველოს პრეზიდენტი ავტორიტარიზმის ცდუნებას“. გამოცემა იხსენებს, რომ დასავლეთის იმდროინდლმა ასეთმა პოზიციამ დემოკრატიის განვითარება შეაყოვნა „რეგიონებში, რომლებმაც დასავლეთს ორპირობა არ აპატიეს“.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ პრეზიდეტი სააკაშვილი „დასავლეთის კარგ სათვალავში რჩება. მისი ქვეყანა მშფოთვარე რეგიონში, რუსეთის მახლობლად მდებარეობს. ეს კი შფოთვის მრავალი  წყაროა. მაგრამ საქართველოს დემოკრატიული პრეზიდეტის ერთ ერთ საზრუნავად დროული წასვლა უნდა რჩებოდეს“.

თუმცა სააკაშვილმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომელიც პრემიერ მინისტრის უფლებამოსილებას ზრდის. ეს კი შეშფოთებას იწვევს რომ „იგი პუტინის კვალდაკვალ წავა და საჭირო მომენტში ერთ პოსტს მეორეთი შეიცვლის“. ამ ყველაფერთან ერთად წინა საპარლამენტო არჩევნებისას მთავრობას მმართველი პარტიის უპირატესობის შესაქმნელად სამთავრობო მედიისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაში დასაბუთებულად ადანაშაულებდნენ.

 „თაიმზი“ არც ქართული ოპოზიციითაა მოხიბლული და მას „საკმაოდ უცნაურს“ უწოდებს: „მისმა მეთაურმა, მილიარდერმა ოლიგარქმა ქონება რუსეთში დააგროვა. მისი სიმდიდრე, მოარული ხმებით, საქართველოს წლიურ მთლიან შიდა პროდუქტს უტოლდება“.

 „თაიმზი“ სარედაქციო წერილში აღნიშავს, რომ საქართველოს რეპუტაცია  და დასვლეთის მისდამი მხარდაჭრა დაფუძნებულია იმაზე, რომ „საქართველომ უნდა დაიცვას დემოკრატიის წესები და შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში სამართლიანად უნდა ჩატარდეს“.

 „ქართული ოცნების“ პრობლემებზე წერს გაზეთი „ლე მონდი“ სატატიაში: „ხელისუფლება ქართულ ოპოზიციას ავიწროებს“. „ქართულ ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ფული აღარ დარჩა“. თუმცა ოპოზიცის ეს განცხადებები საკმაოდ უცნაურად ეჩვენება სტატიის ავტორს ბენუა ვიტკინს: „ოპოზიციის მეთური შორს არის გაკოტრებისგან. ივნიშვილის ქონება „ფორბსის“ მიერ 5 მილიარდ ევროდ ფასდება და საქართველოს ბიუჯეტს აღემატება. თუმცა უზარმაზარი თანხების ხარჯვა პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, როგორ ჩანს,  შეუძლებელი გახდა ივანიშვილისთვის“, – წერს ავტორი. იგი ბიძინა ივანიშვილსა და კახი კალაძესთვის დაწესებულ უზარმაზარ ჯარიმებზეც წერს და დასძენს:

„თუკი სააკაშვლის 9 წლიანმა პრეზიდენტობამ უპრეცედენტო ლიბერალიზაცია გამოიწვია რეგიონში, ეს არანაირ გარანტიას არ იძლევა იმისა, რომ ქართული დემოკრატია ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლისთვის საკმარისად მომწიფდა“. ჟურნალისტის აზრით, ამ ეჭვებს თავად სააკაშვილის მომავლის გაურკვევლობა  აძლიერებს. მას უფლება არ აქვს კენჭი მესამედ იყაროს, თუმცა „სცენიდან მისი სრული წასვლა  ნაკლებ სავარაუდოდ ჩანს“.

 ფრანგული „ლე მონდი“ ქართველ „კანონიერ ქურდებზე“ და მათ მიერ შექმნილ „ზეიერარქიულ კრიმინალურ ორგანიზაციაზე“ წერს. „მიუხედავად იმისა, რომ მათ სპეციალიზაციას  წვრილმანი ქურდობა წარმოადგენს, ეს ორგანიზაცია ამით  ნაკლებად  მომგებიანი არ ხდება და იგი ინდუსტრიულ მასშტაბებს იძენს“, – წერს ავტორი ლორან ბორდონი. მისი თქმით, ქართველი „კანონიერი ქურდები“ ჯერ კიდევ  მეფის რუსეთის დროს არსებობდნენ. გასული საუკუნის  90-იან წლებში მთელს ევროპას მოედვნენ, ხოლო  საფრანგეთში მათი რაოდენობის ზრდამ 2008–09 წწ. დაიწყო.  სტატიიდან ირკვევა, რომ ქურდული იერარქიის ზედა, ძირითად ეშელონებს 25– 40 წლამდე მამაკაცები წარმოადგენენ, რომლებიც „სპარტანული ცხოვრების წესს ეწევიან და ეს მათ საშუალებას აძლევს გაერიონ მათ რიცხვში ვინც თავშესაფარს ითხოვს“. ქართველი ქურდები არჩევანს საფრანგეთში შემდეგ ქალაქებზე აკეთებენ: ლიმოჟი, ტულუზა, სენტ – ეტიენი, კანი. გაზეთთან ინტერვიუში პოდპოლკოვნიკი ფრანსუა დეპრე მკითხველს აფრთიხლებს: „ისინი უბრალოდ ხულიგნები არ არიან, ისინი პროფესიონალი ქურდები არიან, რომელთა უმრავლესობასაც უკვე აქვს ჩადენილი დანაშაული საქართველოსა და რუსეთში“. „ლე მონდის“ ინფორმაციით, ევროპაში დღესდღეობით ძალაუფლებისთვის სასტიკი ომი აქვს გაჩაღებული ორ კლანს: თბილისის, რომელიც სინამდვილეში მოსკოვიდან იმართება და ქუთაისის.

ავსტრიული  „დი პრესე“ კი გაუჩინარებულ ადვოკატ ერიხ რებასოზე წერს. იგი ვენაში 27 ივლისს გაიტაცეს(მოგვიანებით პოლიციამ მის ავტომობილს მიაგნო, რომელშიც სისხლის კვალი იყო და იგი ადვოკატის აღმოჩნდა). ჟურნალ „პროფილზე“  დაყრდნობით „დი პრესეს“ ადვოკატის ძმის სიტყვები მოჰყავს: „ჩემი ძმა მაფიის ადვოკატი არ არის“. თუმცა ავსტრიულ გამოცემას საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ გაუჩინარებული ადვოკატის ერიხ რებასოს ვენის კანტორის იურიდიული მისამართი საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის მისამართს ემთხვევა. „კონგრესის პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე  ქართველია რუსეთის მოქალაქეობით. 90-იან წლებში მან ღამის კლუბების, სასტუმროებისა და კაზინოს წყალობით 300 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დააგროვა და ნევის ნაპირებზე ყველაზე მდიდარი კავკასიელი გახდა. „ვიკილიქსმა“  ის დოკუმენტიც კი გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც ებრალიძე საბჭოთა კავშირის დროს ყაჩაღობისთვის იყო გასამართლებული. მას შესანიშნავი პოლიტიკური კავშირები აქვს. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, კრემლს სურდა ებრალიძე მიხეილ სააკაშვილის შემცვლელად ეხილა“,– წერს „დი პრესე“.  ადვოკატი რებასო კი  ებრალიძის ინტერესებს  იცავდა იურიდიულ დავაში, რომელიც  ებრალიძესა და ვენაში მცხოვრებ ქართველ ლევან პირველს შორის წარმოიშვა კონგრესის მმართველობასთან დაკავშირებით. ეს კონფლიქტი პირველის კონგრესიდან გაძევებით დასრულდა“,– წერს ავსტრიული გამოცემა. 

 

მეტი

  •  (photo: ) სტატიები
  • The Prime Minister of Georgia, Irakli Garibashvili and NATO Secretary General Anders Fogh Rasmussen (photo: NIDS/NATO Multimedia Library) სტატიები

    NATO საქართველოში - სახიფათო იმედგაცრუება

    ის, რომ უელსის სამიტზე  საქართველოსთვის MAP-ის მიცემის საკითხი პირველად გერმანიის კანცლერმა განმარტა, მასპინძელ ქვეყანაში ყველას არ მოსწონებია. „ლიბერალმა” იცის ამ საკითხზე საქართველოსთან...

  •  (photo: Levan Kherkheulidze) სტატიები

    ქართველების ოდისეა მსოფლიო ლიტერატურაში

    მსოფლიო ლიტერატურაში ჩვენ წამლებთან, საწამლავებთან და მედიცინასთან დაკავშირებული ხალხი ვართ. ჩვენი პირველივე წარმომადგენელი ქალი გრძნეულია. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს ჯადოქრის როლი გვაქვს.მთავარი...

  •  (photo: Sopho Aptsiauri) სტატიები

    მარშრუტი №X

    მიუხედავად სატრანსპორტო სფეროში სერიოზული გეგმებისა, შპს „ინტერ ტრანსს“ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოპოვებულ ნებართვაზე პირობები გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგაც არ შეუსრულებია. რუსთავში  არ...

ახალი ამბები

მეტი
  • გიგა მაქარაშვილი

    არშემდგარი გმირი

    აი 119-ე წუთზე შეცვლაზე მწრთვნელმა დავით მუმლაძე შემოიყვანა (მას თურქულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია), ითამაშა 45 წამი და თერთმეტმეტრიან ნიშნულთან დადგა. ნიშნულთან კი არა, ხამეს როდრიგესთან დადგა...

  • დათო ლაღიძე

    159, ჰერცლის ქუჩა, თელ-ავივი

    ტრაგიკულად აღსაქმელია შერჩევითი სოლიდარობა, - როცა შენთვის ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანი და ისრაელის ოკუპაცია ლეგიტიმური მიგაჩნია, უკრაინაში კი - არა. რუსულ ოკუპაციაზე საუბრობ, მუსლიმების...

  • გია ეძგვერაძე

    შაშვმა იგალობა - ახლა ჩვენზეა…

    დრო არამარტო საგნებს ართმევს აურას ისტორიულად, არამედ ჩვენც გვძარცვავს მისგან; მეხსიერებიდან შლის მას და ტოვებს იმას, რაც მოვლენის ჭეშმარიტებასთან ნაზიარებულობას ვეღარ აღწერს. ამიტომ კინოს, როგორც...

მეტი