04.02.2013

სახელმწიფო დაზღვევა მშობიარობის ხარჯებს ხშირად სრულად ვერ ფარავს

სტატიები  (photo: )

დღეს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით 2.4 მილიონი ადამიანია დაზღვეული. დაზღვევა სოციალურად დაუცველებზე, პენსიონერებზე, სტუდენტებზე, 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებზე ვრცელდება. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად მშობიარობის ხარჯებსაც ფარავს.

სოციალურად დაუცველებისთვის 100%-იანი შეღავათია დაწესებული, სტუდენტებისთვის კი 80%-იანი. საქართველოს მთავრობის 165-ე დადგენილებით მშობიარობის  სადაზღვევო ლიმიტი 500 ლარითაა განსაზღვრული. (საკეისრო კვეთის ჩათვლით) 800 ლარის ფარგლებში. სტუდენტები ასანაზღაურებელი თანხის 20%-ს იხდიან.

ფარავს თუ არა სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში გამოყოფილი თანხა ფიზიოლოგიური მშობიარობის ხარჯებს სრულად და უწევთ თუ არა სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირებს სამედიცინო დაწესებულებებში თანხის დამატება? - ამ კითხვით “ლიბერალმა” იმ კლინიკებს მიმართა, რომლებიც სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ მოსახლეობს ემსახურებიან.

სამშობიარო კლინიკებში მშობიარობის ფასი განსხვავებულია. ღუდუშაურის კლინიკაში ფასები 625 ლარიდან იწყება, დავით გაგუასა და “ჰერას” სამშობიაროში  ფიზიოლოგიური მშობიარობა მინიმუმ 650 ლარია. “ჰერაში” და “გაგუას” კლინიკებში ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველ პირებს მინიმუმ 125 ლარის დამატება უწევთ. გაგუას კლინიკაში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში მათთან ორი სოციალურად დაუცველი ან სტუდენტი მაინც მშობიარობს. 

ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის თანაშემწე იოსებ ბრეგვაძე “ლიბერალთან” საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად სოციალურად დაუცველი პირებისთვის დაწესებული შეღავათებისა, მშობიარეს ხშირად კლინიკაში თავისი პირადი ექიმი არ ხვდება, სხვა ექიმთან უწევს მშობიარობა და, შესაბამისად, დამატებითი თანხის გადახდა.

“თუ არ ჩავთვლით, სხვა დამატებით მომსახურებებს, რასაც სადაზღვევო პაკეტი არ ითვალისწინებს (მაგალითად, პირადი ექიმის აყვანა, ლუქსის აღება და ა.შ.) მშობიარეს ხშირად სხვა მორიგე ექიმთან უწევს მშობიარობა. დამატებით გადახდილი ფულის გამო კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხოლმე” - ამბობს ბრეგვაძე.

როგორც იკვეთება მოქმედი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მშობიარობისთვის განკუთვნილი თანხა ხშირ შემთვევაში საკმარისი არ არის და დაზღვეულ მოსახლეობას თანხის დამატება უწევს.

რა ჯდება მშობიარობა და ფარავს თუ არა სახელმწიფო დაზღვევა მშობიარობის ხარჯებს? - ეს  კითხვა აქტუალური, ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადების შემდეგ გახდა. 7 იანვარს დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ 1 ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება.

საზოგადოებამ კომიტეტის თავჯდომარის განცხადება არასწორად გაიგო და ჩათვალა, რომ სახელმწიფო ახალ ვერტიკალურ პროგრამას იწყებდა, რომლის ფარგლებში სახელმწიფო ყველა მოქალაქეს დაუფარავდა მშობიარობის ხარჯებს. თუმცა, რამდენიმე დღეში დავით სეერგეენკომ განმარტა, რომ მშობიარობა სახელმწიფო სადაზღვევო პოლისით დაფინანსდებოდა. ამის შესახებ “ქართული ოცნების” წინაასარჩევნო პროგრამაშიც წერია, რომელშიც ბაზისურ კალათაზე და იმ მომსახურებებზეა საუბარი, რომლებიც ჯანმართელობის დაზღვევის პოლისით სრულად დაფინანსდება. 

2013 წლის ივლისამდე, საქართველოში დაუზღვეველი ორი მილიონი ადამიანი მინიმალურ სადაზღვევო პაკეტს მიიღებს. მინამალურ სადაზღვევო პაკეტში ორი სახის მომსახურება დაფინანსდება: ოჯახის ექიმთან ვიზიტი და გაუდებელი შემთხვევები. ოჯახის ექიმთან ვიზიტი ულიმიტო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვეული მოქალაქე ოჯახის ექიმთან იმდენჯერ მივა, რამდენჯერაც დასჭირდება. სადაზღვევო პაკეტის მეორე ნაწილი ლიმიტირებულია. მინისტრის განცხადებით, თებერვლის ბოლოსთვის ჩამოყალიბდება გადაუდებელი შემხთხვევების ნუსხა და შესაბამისი ლიმიტები.

აღნიშნული პაკეტით ორი მილიონი მოქალაქე ივლისამდე ისარგებლებს. ივლისიდან კი მინიმალურ სადაზღვევო პაკეტს ბაზისური სადაზღვევო პაკეტი ჩაანცვლებს. ის უფრო მოცულობითი იქნება და  დააფინანსებს როგორც მოსახლეობის ამბოლატორიულ მომსახურებას, ისე პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, ჰოსპიტალურ მომსახურებას, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ორსულთა მოვლა - მშობიარობას, ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას. ესენციურ მედიკამენტებზე კი მხოლოდ 50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება.

ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სფეროსთვის 800 მლნ ლარია გამოყოფილი, მაგრამ ჯერჯერობით, გაურკვეველია, რა თანხები იქნება მიმართული მშობიარობაზე. როგორც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა, ის  მიახლოებული იქნება საბაზრო ფასთან.

დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო მშობიარობას 100%-ით და იქნება თუ არა ეს თანხები სხვადასხვა კლინიკებში დაწესებული მშობიარობის ღირებულების ადეკვატური, ამ დროისთვის უცნობია.

იოსებ ბრეგვაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს სამშობიარო კლინიკებში არსებული გადასახადი და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროს სადაზღვევო პაკეტში არსებული ფასები.

“ზოგადად, წინასწარი კვლევის საგანია, მინუმუმ რამდენი უნდა დააწესოს სახელმწიფომ მშობიარობაზე. ბუნებრივია, ასეთ მომსახურებაზე ფასწარმოქმნა სხვადასხვა დაწესებულებაში განსხვავებული იქნება. ამიტომ, არგუმენტირებულადაა გამოსაკვლევი საბაზო ფასები” - ამბობს ღუდუშაურის დირექტორის თანაშემწე.

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • ვახუშტი მენაბდე

    ერთგული და მოღალატე პრეზიდენტები

    მთავრობის მეთაურის განცხადების მეორე ნაწილი სრულიად გამაოგნებელი იყო, მან ფაქტობრივად პირდაპირ თქვა, რომ შსს სასამართლოს ნებართვის გარეშე უსმენს.

  • ზაზა დობორჯგინიძე

    "მოდური" ათეიზმი?

    ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ძალადობს უმცირესობებზე, ებრძვის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და  პერმანენტულად ეწევა საკუთარი ძალაუფლების ექსპანსიას ცხოვრების ყველა ასპექტში. იმის დასამტკიცებლად,...

  • ვაკო ნაცვლიშვილი

    კადიში არდაბადებულ ქათამზე

    ახალგაზრდა კაცმა უმწიფარი და ბავშვური სისასტიკით მოკლა ქუჩის ძაღლი. სათვალთვალო კამერა იწერს, სამი მეგობარი როგორ ტოვებს შემთხვევის ადგილს. მთავარი გმირი ხელს დაიფერთხავს: მოიშორებს სისხლის...

მეტი

ამავე ავტორისგან