01.05.2012

“უნივერსიტეტი სტუდენტებს”

 

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტთა ნაწილმა აქცია გამართა. სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების უფლებების დაცვას მოითხოვდნენ. "უნივერსიტეტი სტუდენტებს" - ეწერა მათ პლაკატზე.

 

"დღეს პირველი მაისია, მშრომელთა ორგანიზებული ბრძოლის საერთაშორისო დღე. სტუდენტები  საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ინტელექტუალურ მარაგს ქმნის. დღეს სტუდენტების უფლებების დასაცავად გამოვედით. ჩვენი უფლებები დღეს არაა დაცული, ადმინისტრაცია ხშირად თავად არღვევს სტუდენტების უფლებებს, სტუდენტური თვითმმართველობა კი ხშირად თავად არის მაპროვოცირებელი სტუდენტების ცემისა," - ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი სოსო ჭაუჭიძე.

აქციის ორგანიზატორები სტუდენტების საპროტესტო აქტივობის არსებულ ფორმებს არაეფექტურად მიიჩნევენ.

"იკრიბება რამდენიმე ათეული სტუდენტი და აფიქსირებს ცემის ფაქტს, რაც ყველამ ისედაც იცის,  საპროტესტო აქცია იშლება და  შედეგი არ არის, ერთი თვის შემდეგ კი სტუდენტები თავად ივიწყებენ ამ ამბავს. ჩემი აზრით,  სტუდენტებმა, რაღაც ფორმით თავად დაიცვან საკუთარი უფლებები. ეს ფორმა უნდა იყოს თავად უნივერსიტეტის შიგნით თვითორგანიზებული ჯგუფები. თვითმმართველობის უფლებებში რაც შედის, სტუდენტების უფლებების დაცვა, სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვა და ა.შ. საკუთარ თავზე უნდა აიღოს დამოუკიდებელ სტდუენტთა ნებაყოფლობითმა გაერთიანებებმა. ამით ჩაანაცვლოს უნივერსიტეტის ცენტრალიზებული სტრუქტურა. სტუდენტთა ეს ჯგუფები ზემოდან კონტროლირებული ვერ იქნება." - ამბობს სტუდენტი.

აქცია თვითორგანიზებულმა სტუდენტურმა ჯგუფმა "სტუდენტური მოქმედება" ჩაატარა. ჯგუფი უნივერსიტეტის შიდა სასწავლო პროცესებზე, სტრუქტურასა და სასწავლო პროცესის გაჯანსაღებაზეა ორიენტირებული.

[video:http://www.youtube.com/watch?v=l0DbmCgUGhc&feature=youtu.be]

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

მეტი