15.05.2012

თანამდებობის პირთა პერსონალური ინფორმაციის მიღების შესახებ მოსალოდნელი ცვლილებები

ახალი ამბები  (photo: )

 

იუსტიციის სამინისტროს საკანონდებლო ინიციატივის მიხედვით, თანამდებობის პირების პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვნას დასაბუთება დასჭირდება. ახალი კანონპროექტი ზოგად ადმინისტრაციული კანონიდან 44-ე მუხლის ამოღებას ითვალისწინებს, რომელის თანამდებობის პირთა პერსონალური ინფორმაციის ღიაობას გულისხმობდა.

 

"აღნიშნული ცვლილებით ეს რეგულირება აღარ იარსებებს. პირდაპირ გავრცელდება პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონი, რომელიც სხვაგვარ წესს ითვალისწინებს. თანამდებობის პირთა პერსონალური ინფორმაციები ავტომატურად ღია უკვე აღარ იქნება და იმისათვის, რომ პირმა მათ შესახებ ინფორმაცია მიიღოს დამატებითი ვალდებულებები იქნება საჭირო," - ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ვახუშტი მენაბდე.

ზოგადად ადმინისტრაციულ კოდექსში ამ ცვლილების ინიცირება "პერსონალური ინფორმაციების შესახებ" კანონის მიღებამ გამოიწვია და მიზნად პერსონალური ინფორმაციის უნიფიცირებულ, საერთო სისტემაზე გადასვლას ისახავს მიზნად.

ინიციატივის მიღების შემთხვევაში, თანამდებობის პირის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მიღებისათვის პირმა უნდა დაასაბუთოს გამოთხოვილი ინფორმაციის საჭიროობა და ინტერესი.

"კვლავ იმუშავებს ის წესები, რომელიც "ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონითაა" გათვალისწინებული. უმაღლესი თანამდებობის პირებს კვლავ ექნებათ ვალდებულება შეავსოს დეკლარაციები, რომელიც ღიაა." - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

"პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონის" მიხედვით ყველაფერი რაც პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა პერსონალური ინფორმაციაა.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

მეტი