14.06.2012

ნიკა ვაჩეიშვილი - "იუნესკოს ამგვარი არაპროფესიონალური დასკვნა მოულოდნელი იყო"

ახალი ამბები  (photo: )

 

საეთაშორისო ორგანიზაციის იუნესკოს წინასწარი დასკვნით ბაგრატის ტაძარი იმ კრიტეტიუმებს აღარ შეესაბამება, რომლის გამოც ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იყო შეტანილი. იუნესკოს მტკიცებით, რესტავრაციის პროცესი ტაძარის ავთენტურობას საფრთხეს უქმნის.

 

"უკიდურესად შეწუხებულები აღვნიშნავთ, რომ ბაგრატის რეკუნსტრუქცია უკვე სეროზულ ფაზაშია შესული და იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელზეც კომიტეტმა 34-ე სესიაზე უარი განცხადა. რეკონსტრუქციისას რკინა-ბეტონი , გუმბათი და  გამოყენებული ქვები თითქმის მთლიანად ფარავს ორიგინალურ და ავთენტურ ქვისწყობას." - წერია იუნესკოს 36 სესიის დასკვნაში.

იუნესკო ხაზს უსვამს, რომ შენობის ტოპოლოგიური და არქეოლოგიური კვლევის მიუხედავად, რეკონსტრუქციისას ჩამოცვენილი და გადარჩენილი დაახლოებით 400-მდე ქვა არ გამოიყენეს, თუმცა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა ცნობილი იყო.

"ძლიერ განვიცდით, რომ ქვათა ორიგინალური წყობა რეკონსტრუქციამდე მხედველობაში გათვალისწინებული არ იყო. ინტერვენციის შეუქცევადი ხასიათის გამო ამის გათვალისწინება უკვე შეუძლებელია. ვწუხვართ, რომ ბაგრატის კათედრალის დაცვა ვერ მოვახერხეთ." - წერია ორგანიზაციის დასკვნაში.

"ლიბერალთან" საუბრისას  ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, -"მოულოდნელი ჩემთვის იყო მისი ამგვარი არაპროფესიონალური, არაკვალიფიციული და საქმეში ჩაუხედავი დასკვნა, იმიტომ რომ სხვა სურათია  და ამას, იუნესკოს ძალიან წონიანი ექსპერტებიც, იმ წლების განმავლობაში, როდესაც ერთად ვმუშაობდით, ადასტურებენ. პროცესი გრძელდება და სახელმწიფო მხარე თავის შენიშვნებსა და პოზიციებს აფიქსირებს, შემდეგ  ეს დასკვნა ხდება კარდინალურად შეცვლილი და გადახედილი. ვფიქრობ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვექნება ბაგრატის შეთხვევაშიც საქმე."

მისი თქმით, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია გაგრძელდება იმგვარად, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. ვაჩეიშვილი იმედოვნებს, რომ თვის ბოლოს იუნესკოს კომიტეტის შეხვედრაზე ორგანიზაციის წინასწარი დასკვნა გადაიხედება და შეიცვლება.

"ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ საზღვების გახსნასა და ნომინაციის გაფართოვებაზე. ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში 1994 წელს ერთი კრიტერიუმის მიხედვით შევიდა. ამჯერად ჩვენ გაქვს მისი სხვა კრიტერიუმებში ჩართვისა და ნომინაციის გაფართოვების  საშუალება," - ამბობს ვაჩეიშვილი.

რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ რესტავრირებული ბაგრატის ტაძრის ფოტოს, ვაჩეიშვილის თქმით, სურათის რენდერი არ ასახავდა ბაგრატის ტაძრის სრულ და ადეკვატურ გამოსახულებას.

"ჩვენს პროექტში აქცენტი სიძველეზეა და არა სიახლეზე, რენდერი ამას არ ასახავდა. ლიფტი უნდა იყოს. ლიფტი არ იქნება ცენტრალური კონსტრუქცია, ის კეთდება ფუნქციურ კუთხეში იმისთვის, რომ ადამიანი ავიდეს დაუბრკოლებლად. ეს არ არის საეკლესიო სივრცე, ეს საერო სივრცეა." - ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი.

იუნესკოს ექსპერტებმა 2008 წლის ივნისში ძეგლის მონახულების შემდეგ დააასკვნეს, რომ ტაძარი სასწრაფოდ უნდა გამაგრებულიყო. ძეგლის გამაგრება საძირკვლიდან დაიწყეს, თუმცა ძეგლის საძირკველში მსგავსი ჩარევა ტაძარზე გუმბათის დადგმის სურვილით იყო მოტივირებული. საბოლოოდ, ძეგლის გამაგრება მისი რეკონსტრუქციად მოდიფიცირდა და 2009 წლის 31 ივნისს სრული რეაბილიტაციის გეგმა დამტკიცდა.

საპატრიარქოს მოთხოვნითა და ხელისუფლების თანხმობით ბაგრატის ტაძარში ღვთისმსახურება უნდა აღდგეს, შესაბამისად დაედგას გუმბათი და ამგვარად, გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოდ იქცეს. ხელოვნებათმცოდნეების ნაწილის პროტესტის მიუხედავად ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია გაგრძელდა და სავარაუდოდ, სექტემბერში დასრულდება.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • გიგა მაქარაშვილი

    არშემდგარი გმირი

    აი 119-ე წუთზე შეცვლაზე მწრთვნელმა დავით მუმლაძე შემოიყვანა (მას თურქულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია), ითამაშა 45 წამი და თერთმეტმეტრიან ნიშნულთან დადგა. ნიშნულთან კი არა, ხამეს როდრიგესთან დადგა...

  • დათო ლაღიძე

    159, ჰერცლის ქუჩა, თელ-ავივი

    ტრაგიკულად აღსაქმელია შერჩევითი სოლიდარობა, - როცა შენთვის ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანი და ისრაელის ოკუპაცია ლეგიტიმური მიგაჩნია, უკრაინაში კი - არა. რუსულ ოკუპაციაზე საუბრობ, მუსლიმების...

  • გია ეძგვერაძე

    შაშვმა იგალობა - ახლა ჩვენზეა…

    დრო არამარტო საგნებს ართმევს აურას ისტორიულად, არამედ ჩვენც გვძარცვავს მისგან; მეხსიერებიდან შლის მას და ტოვებს იმას, რაც მოვლენის ჭეშმარიტებასთან ნაზიარებულობას ვეღარ აღწერს. ამიტომ კინოს, როგორც...

მეტი