16.06.2012

მამუკა ჯიბლაძის ძებნა ისევ გრძელდება

 

 

გაუჩინარებული მეცნიერის, მამუკა ჯიბლაძის ძებნა გრძელდება, შსს „ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რომ   მამუკა ჯიბლაძესთან დაკავშირებით  ჯერჯერობით ახალი არაფერია .

მეცნიერს სამართალდამცავებთან ერთად მეგობრებიც ეძებენ.

მათ თბილისის რამდენიმე უბანში, ქუჩებში, სკვერებში და ბაღებში განცხადებები უკვე გამოაკრეს. ამას გარდა,  მეცნიერის  ფოტოები სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება.

მეგობრები მოუწოდებენ მოქალაქეებს, მამუკა ჯიბლაძის ნახვის შემთხვევაში დარეკონ ნომრებზე - 599944937, ან 593316241 ან მიმართონ საპატრულო პოლიციას.

შეგეხსენებთ,  ახლობლებსა და მეგობრებს მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისის შემდეგ აღარ უნახავთ.

მამუკა ჯიბლაძე, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ლოგიკის განყოფილების გამგე და მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (CAT) ალგორითმის ავტორია. მან გამოცდების ეროვნული ცენტრი მაია მიმინოშვილის განთავისუფლების შემდეგ,  პროტესტის ნიშნად დატოვა.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

მეტი