22.06.2012

ყველა სატელევიზიო არხი ყველა საკაბელოზე იმაუწყებლებს

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა სატელევიზიო არხს ყველა საკაბელო ტელევიზიით გადაცემის შესაძლებლობა ექნება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამით უზრუნველყოფილი იქნება დემოკრატიული პროცესების განვითარება. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვებაში განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “სახელმწიფო კერძო კომპანიების საქმიანობაში მკვეთრად ვერ ჩაერევა და მუდმივად ვერაფერს დაავალდებულებს, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდი ეს დასაშვებია”

რამდენიმე დღის წინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს კანონმდებლობაში must carry-ის პრინციპის დანერგვას ითხოვდნენ, საპარლემენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პალიკო კუბლაშვილი ამბობდა, რომ არასამთავრობოების მოთხოვნის შესრულება შეუძლებელი იყო.

Must carry სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ,,უნდა გაატარო”. ეს პრინციპი პირველად ამერიკაში გამოიყენეს და ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ოპერატორები მთავრობამ ნებისმიერი სატელევიზიო სიგნალის გატარებით დაავალდებულა. შემდგომ, პრინციპმა გარკვეული მოდიფიკაცია განიცადა და სავალდებულოდ გასავრცელებელი მაუწყებელთა ტიპი განისაზღვრა. დღეს must carry-ს პრინციპი როგორც ამერიკაში, ისე ევროპის ქვეყნებში გამოიყენება.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

მეტი