31.07.2012

კარდაკარის პრინციპით 3 483 142 ამომრჩეველი შემოწმდა

საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ კარდაკარის პრინციპით 3 483 142 ამომრჩეველი შეამოწმა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კარდაკარის პრინციპით შემოწმებისას გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ  291 871 ამომრჩეველი იმყოფება, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია -132 156, შიდა მიგრაციაშია - 649 839, ხოლო - 183 621 ამომრჩეველთან კონტაქტი ვერ დამყარდა. 
პრეზენტაციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქარაძემ კმაყოფილება გამოთქვა კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობის შედეგად ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხები პრობლემატური აღარ იქნება. 
"ეს სამუშაო ერთხელ და სამუდამოდ წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სუსტია საარჩევნო სიები საქართველოში. ეს წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნების უკეთ ორგანიზებისთვის. კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია და მე მოვუწოდებ მათ, გააგრძელონ მუშაობა ყველა პოლიტიკურ თუ არასამათავრობო ორგანიზიციის ნებისმიერ წარმომადგენელთან, რომ შემდგომი შესწორებებიც იყოს ასახული ამომრჩეველთა სიაში" - განაცხადა დავით ბაქარძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიების შედეგების პრეზენტაციას  არასამათავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, NDI-ს ხელმძღვანელი ლუის ნავარო და სხვები. 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ჩვენ და კრიტიკა

    ჩვენ რომ ის ხალხი ვართ, ვისაც ჭირის დღესავით სძულს კრიტიკა და ყოველგვარი შენიშვნა, რაც უნდა კეთილი გულით და ჭკვიანი გონებით იყოს გაკეთებული, ძველი ამბავია. კრიტიკა ისე გვძულს და ისე გვეშინია მისი,...

  • ანუნა ბუკია

    პაციენტის დღიური #3 - ხათუნა

    მოკლე დროში შესაქმნელ სტატიაზე მუშაობას ჰგავდა. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, გადავწყვიტე გამეგო იმ ექიმებისa და კლინიკების შესახებ, სადაც ჩემზე ექსპერიმენტებს არ ჩაატარებდნენ. თან ისე, რომ არ...

  • ვახუშტი მენაბდე

    კონსტიტუცია და რევოლუცია

    კონსტიტუციონალიზმის ისტორია ცხადად გვიჩვენებს, რომ კონსტიტუციური წესრიგის დადგენა, სწორედ მოვლენათა რევოლუციური განვითარების შედეგია. პარადოქსულია, თუმცა, განსაკუთრებით პირველი ტალღის...

მეტი