01.08.2012
საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება
საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს შედგება” - ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანის ვადა გუშინ ამოიწურა. განაცხადი სულ 32-მა კვალიფიციურმა და არაკვალიფიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეიტანა. მათ შორის განაცხადი გუშინ შეიტანეს - "ქართულმა ოცნებამ", ედპ-მ, "კონსერვატიულ-მონარქისტულმა პარტიამ". ცესკო-ში პოლიტიკური პარტიების განაცხადების მიღება პირველ იანვარს დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნები 2008 წლის 21 მაისს ჩატარდა. არჩევნებში სულ 12 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. 59 %-ით “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა. ხმების 17.7 % მიიღო პარტიამ “გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)”, 8,66 % კი - “გიორგი თარგამაძე -ქრისტიან-დემოკრატები”.
ირაკლი კაკაბაძე