02.08.2012
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა
სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნომერ მერვე დახურული ტიპის დაწესებულებაში პატიმარი ე.გ. გარდაიცვალა. ის სასჯელს ნარკოტიკული საშულებების უკანონო შენახვა-რეალიზაციის მუხლით იხდიდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ინფარქტი სახელდება. მომხდართან დაკავშირებით მიმიდინარეობს გამოძიება.
9 ივლისს საქართველოს სახალხო დამცვლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ობუდსმენის აპარატმა სასჯელაღსრულების ნომერ მერვე დაწესებულებაში მომხადარი არეულობისა და ბუნტის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
მაკო ჯანჯიბუხაშვილი