06.08.2012

თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია 3T-ს პრინციპს ეფუძნება

ლევან ახალაია

თავდაცვის უწყების სამოქმედო დოკუმენტი მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს წარადგინა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, კონცეფცია ე.წ. 3T-ს პრინციპს - ტოტალურ ზრუნვას, ტოტალურ წვრთნასა და ტოტალურ თავდაცვას გულისხმობს. კონცეფცია ძალაში 2013 წლიდან ეტაპობრივად შევა. როგორც მინისტრმა განმარტა ტოტალური ზრუნვა - სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებისათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტრანსპორტზე შეღავათების დაწესებას და სხვა სერვისებს გულისხმობს.

მინისტრის განცხადებით, სპეციალურად სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეიქმნება რეფერალური ფონდი.

თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან სამხედროები მოსამსახურეებისათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის განათლების სფეროში შეღავათების დაწესებასაც გეგმავს.

დიმიტრი შაშკინის განმარტებით, 3T-ს კონცეფციის დანარჩენი ორი პრინციპი ტოტალურ წვრთნასა და ტოტალურ თავდაცვას ეფუძვნება. მისი თქმით, ტოტალური ტრენინგი – ნატოში ინტეგრაციისთვისაა აუცილებელი, ხოლო ტოტალური თავდაცვა - ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს, რომლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რეზერვის არსებობა და გაძლიერებაა.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

მეტი

ამავე ავტორისგან