09.08.2012

ტელეკომპანია “იმედი”-ის ჟურნალისტმა სამსახური დატოვა

ლევან ახალაია

საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" ჟურნალისტმა ქეთი ქაშაკაშვილმა სამსახური დატოვა.

ქეთი ქაშაკაშვილმა 7 აგვისტოს, 11:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაკეთებულ ჩართვაში განაცხადა, რომ "რუსეთი საომარ მოქმედებებში 8 აგვისტოს ჩაერთო და მან თავისი საჯარისო ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ოსეთის ტერიტორიაზე ლეგალურად შეიყვანა". 

ასეთივე შეცდომა 8 აგვისტოს ტელეკომანია “მეცხრე არხის” წამყვანმაც დაუშვა. წამყვანმა  საინფორმაციო სააგენტო GHN–ის მიერ მომზადებული ტექსტი წაიკითხა, სადაც ნათქვამი იყო: „ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ლეგალურად შეიყვანა“.

მოგვიანებით  ტელეკომპანიამ შეცდომის გამო ბოდიში მოიხდა.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • მამუკა ლეკიაშვილი

    ლექსიკონი

    რადგან ხარბია და მშიშარა, ადამიანი უმრავლესობისკენ მიისწრაფის, უმრავლესობაში ყოფნისკენ. უმრავლესობა კი ორგვარია – ჰორიზონტალური და ვერტიკალური. ჰორიზონტალურია უმრავლესობა, რომელიც აწმყოშია...

  • ვახუშტი მენაბდე

    ყველაზე ნამდვილი პროფილი

    გადაცემა ,,პროფილი’’ შეუძლებელია ჟან ბოდრიარისგან იზოლირებულად ვახსენოთ. ბოდრიარი წერს სიმულაკრებზე, სიმულაციებზე, რეალობის შექმნაზე, პირველ რიგზე, მეორე რიგზე, მესამე რიგზე, მეთერთმეტე რიგზე....

  • თამარ კარელიძე

    სად არის დასავლეთი?

    სასაკლაო - ალბათ, ეს არის ზუსტი განმარტება იმ ფაქტისა, რაც დღეს სირიაში, კენიაში, ლიბანსა თუ ერაყში ხდება. ყოველდღე ვრცელდება ადამიანების წამების, ცოცხლად დაწვის, თავის მოკვეთის ფაქტები... ISIS-ის...

მეტი

ამავე ავტორისგან