09.08.2012

ტელეკომპანია “მაესტროსა” და “სილქნეტს” შორის დავა, სავარაუდოდ, მოგვარებულია

ლევან ახალაია

 ჟურნალ “ლიბერლათან” საუბარში სტუდია “მონიტორის” ხელმძღვანელმა ნინო ზურიაშვილმა განაცხადა. რომ ის და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წევრი, შეთანხმების საფუძველზე, აპირებდნენ ტელეკომპანია "მაესტროს" "სილქტივის" საკაბელო ქსელში ჩასართვად საჭირო რისივერის შეძენას. როგორც ზურიაშვილი ამბობს, ისინი დაუკავშირდნენ “სილქნეტის” ხელმძღვანელობას და ამის შესახებ აცნობეს. თუმცა,, როგორც ზურიაშვილი აცხადებს, სიქლნეტში მათ უთხრეს, რომ “მაესტროს” ქსელში ჩართვასთან დაკავშირებით პრობლემა უკვე მოგვარებულია. მისივე თქმით, მათ ეს ინფორმაცია “მაესტროს” გენერალურ დირექტორთან ბაჩო კიკაბიძესთან გადაამოწმეს, რომელმაც ასევე განცხადა რომ მათ უკვე შეიძინეს “სილქნეთში” “მაესტროს” ჩასართვად საჭირო ტექნიკა.

აღნიშნული ინფორმაცია ლიბერალთან საუბარში "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებლემა მამუკა ღლონტმა არც დაადასტურა და არც უარყო. ღლონტის თქმით, ის ოფიციალურ განცხადებას დღეს საღამოს გააკეთებს.

ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ არც კომპანია “სილქნეტში”. ლიბერლათან საუბარში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო დარასელმა განაცხადა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

კომპანია “სილქნეტი” მაესტროს პაკეტში ჩასართავად შესაბამისი პარამეტრების სამაუწყებლო სიგნალის მიწოდებას სთხოვს, რასაც “მაესტროს” ხელმძღვანელები არ ეთანხმებიან და საკაბელო ოპერატორს კანონის დარღვევაში ადანაშულებენ.

აღნიშნულის შესახებ "მაესტროს" ხელმღვანელებმა გუშინ საჩივრით მიმართეს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. თუმცა კომისიამ საჩივარი არ დააკამყოფილა, რის შემდეგაც მაესტროს დირექტორმა განაცხადა რომ დავა სასამართლოში გაგრძელდებიდა.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    ცოტა უპრიანი პოსტი

    ვიხითხითეთ, როცა ვერაფრით  დაძლია სიტყვა “გამტარუნარიანობა”. ჩავბჟირდით, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გვახარა, რომ ის სწრაფად იზრდება. ვიკისკისეთ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დემოკრატიული...

  • გურამ იმნაძე

    ვინ უდარაჯებს დარაჯებს

    გიორგი ცომაია არც გმირია და არც მისი საქმეა რამით განსაკუთრებული. ის  მორიგი შემთხვევაა, რომელიც კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ ადასტურებს, რომ სამართალდამცავები ძალადობენ  მოქალაქეებზე. პოლიციელს...

  • ვახუშტი მენაბდე

    აგვისტოს კოშმარი

    აფრიკული მუსიკა სწორედ ისაა, რაც წელიწადის ამ დროს უნდა მოისმინო, ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს სულს მოგათქმევინებთ და გაცხელებულ შუბლს დაგიამებთ. პირიქით, კიდევ უფრო მეტად დაგაწვებათ და ჭრილობებზე...

მეტი

ამავე ავტორისგან