09.08.2012

ომბუდსმენის განცხადება არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ

სასჯელაღსრულების სამინისტრო არასრულწლოვანთა #11 დაწესებულებაში 8 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა დაათვალიერეს აღნიშნული დაწესებულება. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაზე იმ დროისთვის აღრიცხული 122 მსჯავრდებულიდან 60 გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N16 დაწესებულებაში, ხოლო 47 მსჯავრდებული – რუსთავის N17 დაწესებულებაში. 15 მსჯავრდებული ადგილზე დატოვეს“.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ადგილზე დარჩენილ არასრულწლოვნებს, დაწესებულების ადმინისტრაციას და დაათვალიერეს დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსები. დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მოცემული მომენტისთვის საცხოვრებელი კორპუსი ფუნქციურად გამოუსადეგარია და საჭიროებს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.

“არასრულწლოვანთა განცხადებით, 8 აგვისტოს ინციდენტი გარკვეულ შეზღუდვებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ადმინისტრაციის მხრიდან დაწესდა. გარდა ამისა, ნაწილი მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რაც ასევე, მათი გადმოცემით, ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირდა. ამასთანავე, არასრულწლოვნების განცხადებით, მათი ეტაპირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და რაიმე ინციდენტს გადაყვანის და სხვა დაწესებულებაში მიღების დროს ადგილი არ ჰქონია.”– აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, არც N11 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის დროს და არც მას შემდეგ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.  არც დაწესებულების რომელიმე თანამშრომელი დაშავებულა და არც თანამშრომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დამუქრებია საფრთხე.

ამასთან, არასრულწლოვნებს ახალ დაწესებულებაში  დაუყოვნებლივ მიეწოდათ ლეიბები, ბალიშები, თეთრეული, პირველადი მოხმარების საგნები და ჰიგიენური ნივთები.  ისინი განთავსებისთანავე მიმღები დაწესებულების ექიმებმა მოინახულეს. რუსთავის N16 და N17 დაწესებულებებში გადაყვანილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სრულწლოვანი მსჯავრდებულებისგან განცალკევებით  განთავსებული.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ყველა ღონეს იხმარს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს N11 დაწესებულების ნორმალური მუშაობის რეჟიმი.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ #11 დაწესებულებაში ზოგიერთმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა დადგენილი დღის წესრიგი დაარღვია, რასაც ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება მოჰყვა.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ წესრიგის აღდგენის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. კერძოდ, დისციპლინის უზრუნველყოფისა და შემდგომი დარღვევების თავიდან ასაცილებლად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში გადანაწილდნენ, სადაც მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი პირობებია შექმნილი.
სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთ მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მხრივ დაზიანება არ მიუღია.

 

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • თამარ კარელიძე

    სტიგმა ფასადს მიღმა

    ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელიც ერთ ქუჩაზე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა ტაძრებით ამაყობს და პარალელურად, არამართლმადიდებლებს, ქრისტეს სახელით, ჩასაქოლად დასდევს, ის საზოგადოება,...

  • გია ეძგვერაძე

    სტაფილო, კულტურის მინისტრები და მათი საიდუმლო ვაი-მრჩევლები

    ახლა ჩემს ნამუშევარზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც თურმე, როგორც აღმოჩნდა, ჩემი სამხატვრო აკადემიის  რექტორობის კანდიდატობის ყველაზე დიდი და მოუნელებელი პრობლემა გამოდგა და რომლის გამოც (ისევ თურმე)...

  • ნინო გოგუა

    ბიჭი, გოგო და პოლიციელი

    „- რა ხდება?“ იკითხა პატრულმა ფანჯრიდან და სანამ მელანო უყვებოდა, რა ხდებოდა და სთხოვდა, მანქანიდან გადმოსულიყვნენ, მე მოულოდნელად დამშვიდებული ბიჭი მიხსნიდა, რომ ესმის, რატომაც გავჩერდით და რომ...

მეტი

ამავე ავტორისგან