10.08.2012

საია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნას უკანონოდ მიიჩნევს

ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბიძინა ივანიშვილსა და კახი კალაძეს საკუთარი ანგარიშებიდან ფულის მოხსნაში ადანაშაულებს და მათ ამ თანხის ანგარიშებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნა "აბსოლუტურად გასულია კანონის ჩარჩოდან". 

"გუშინვე, როცა ცნობილი გახდა, რომ აუდიტის სამსახური კალაძეს პირად ანგარიშებზე თანხის დაბრუნებას სთხოვდა, ვთქვით, რომ ეს აბსოლუტურად უკანონო მოთხოვნა იყო, რადგან კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ჯარიმის დაკისრების და დამატებით სხვა სახის სანქციის გამოყენების მოთხოვნაც უკანონოა. კანონმდებლობა აუდიტის სამსახურს უფლებამოსილებას არ აძლევს, ჯერ პირს ანგარიშზე თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვოს და შემდეგ ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, მის წინააღმდეგ ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა მოითხოვოს. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გასულია კანონის ჩარჩოდან", - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” თამარ ჩუგოშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ, იმედი აქვს, აუდიტის სამსახურის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კახი კალაძის მიმართ 17 მილიონი ლარის ჯარიმის გამოყენებისა და უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების მოთხოვნით მიმართა.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

მეტი