10.08.2012

ჰერეთი დეკომის წინააღმდეგ - სასამართლო დავა დასასრულს უახლოვდება

რადიო “ჰერეთი” კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ - სასამართლო დავა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რადიო “ჰერეთი” მარეგულირებელი კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია “ჰერეთის” ნაცვლად მედიაჰაუს “დეკომს” გადაეცა. ("დეკომი" რადიო "ცხელი შოკოლადის" მფლობელი კომპანიაა).

სასამართლოს სხდომაზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა - არის თუა არა მედიაჰაუს “დეკომის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანული კომპანია “ვიდოფონი” ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული და რატომ შეეცვალა მოგვიანებით სახელი, როცა პარტნიორებთან ურთიერთობას კვლავ “ვიდოფონის” სახელწოდებით აგრძელებდა?

"დეკომმა" სასამართლოს წარმოუდგინა დამფუძნებელთა სრული სია და დამატებითი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც გამოირიცხა "დეკომის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გერმანული კომპანიის ოფშორთან რაიმე სახის კავშირი, რაზეც აპელირებდა "ჰერეთი, სასამართლო დავის დაწყების დღიდან. 

ამჯერად, ჰერეთის ხელმძღვანელის რამაზ სამხარაძის და მისი ადვოკატის განსაკუთრებული ყურადღება გერმანული კომპანიის სახელის ცვლილებამ მიიპყრო, რაც საქმეში არსებული ტექნიკური და არაარსებითი დეტალია. “დეკომის” წარმომადგენლის, ქეთევან ბაბუნაშვილის განმარტებით, “ვიდოფონმა” სახელის შეცვლის გადაწყვეტილება თავისი პარტნიორის, კომპანია “ვოდაფონის” სახელთან მსგავსების გამო მიიღო, თუმცა ერთი წლის განმავლობაში პარტნიორთან შეთანხმებით, ძველი ბრენდით, სახელწოდებით და ბლანკებით სარგებლობის უფლება დაიტოვა.

რადიო “ჰერეთის” წარნომადგენლის მტკიცებით, მათ მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი მაუწყებლობის კონცეფცია უფრო ნათელი და უკეთესი იყო, ვიდრე მედიაჰაუს “დეკომისა”. 

თუმცა, როგორც საქმეში მესამე პირად ჩართულმა “დეკომის” ადვოკატმა განაცხადა, კონცეფციების შეფასება სასამართლოს კომპეტენციას სცდება და ეს სწორედ მარეგულირებელი კომისიის საქმეა.

მარეგულირებელი კომისიის ადვოკატის განცხადებით კი, კომისიამ გადაწყვეტილება საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღო და მიიჩნია, რომ დეკომის კონცეფცია საკონკურსო პირობებს უკეთ პასუხობდა.

სასამართლო დავა უკვე 9 თვეა მიმდინარეობს. მომდევნო სხდომა 16 აგვისტოს გაიმართება.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • გური სულთანიშვილი

    თქვენ

    ენას აქვს ერთი საინტერესო თვისება - მას ახსოვს ის ფაქტები, რაც ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხს აღარ ახსოვს. ის დატვირთულია შინაარსებით რომელიც შემდეგ გამოეცალა, მაგრამ მაინც ასახავს მათ, რაღაც, მცირე...

  • ნათია გვიანიშვილი

    ფიცი და ბოლო

    სანამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემ აზრს გაგიზიარებდეთ, მოკლედ მოგიყვებით 2013 წლის 17 მაისის ჩემს გამოცდილებას (იმისათვის, რომ ჩემი აღშფოთების „ლეგიტიმურობაში“ მავანთ ეჭვი არ შეიტანონ და...

  • ვახუშტი მენაბდე

    დაშლილი მთავრობა და ნდობის ვოტუმის პროცედურები

    ნდობის ვოტუმი კი გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რომელიც ასე გამოიყურება: პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარადგენს მთავრობის შემადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც ამ მომენტიდან ასევე 7...

მეტი

ამავე ავტორისგან