10.08.2012

სასამართლომ კახი კალაძე 17 მილიონი ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს აზრით, კახი კალაძემ 2012 წლის განმავლობაში პირადი ანგარიშიდან გატანილი 3 მილიონ ლარზე მეტი უკანონოდ,  წინასაარჩევნო მიზნებისთვის დახარჯა, ამიტომ სასამართლომ ის ამ თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა და მისი უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა. 

სასამართლო პროცესზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა კახი კალაძის მიერ თანხის უკანონო  ხარჯვის დამამტკიცებელ საბუთად საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ცნობა წარადგინა, სადაც აღნიშნულია რომ კალაძეს ამ ბანკში 400 ათასი ლარის სესხი აქვს. ბრალდების მხარის აზრით, კალაძეს ეს თანხა პირველ რიგში სესხის დასაფარად უნდა გამოეყენებინა.

აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის ბრალდების საპასუხოდ კახი კალაძის ადვოკატებმა, განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი სესხის რეფინანსირებას გეგმავდა.

ადვოკატების თქმით, კალაძის პირადი ანგარიშიდან თანხის გატანა საეჭვო ოპერაციად არ შეიძლება ჩაითვალოს და ეს არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ თანხით ამომრჩევლის მოისყიდეს.

დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად დახარჯა კალაძემ 3 მილიონზე მეტი ლარი. მათ შორის როგორც ადვოკატმა აღნიშნა, თანხის ნაწილი კალაძის მამის პირად ანგარიშზე გადაირიცხა.

სასამართლოს განაჩენის გამოსატანად ნახევარი საათი დასჭირდა.

მოსამართლემ 17 მილიონი ლარის დასაფარად კალაძეს 7 დღიანი ვადა მისცა.

 

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

მეტი

ამავე ავტორისგან