15.08.2012

ომბუდსმენი გამომძიებელ ყუფუნიას წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს

 

 სახალხო დამცველმა გამომძიებელ ილია ყუფუნიას წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების წინადადებით  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს მიმართა.  გამომძიებელი ილია ყუფუნია და პროკურორი გენადი ბაღდასაროვი საქმეს აწარმოებენ ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის მიმართ.

  
“საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მთავარი გამომძიებლის, ილია ყუფუნიას მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილის დაცვის უფლების დარღვევას,” - ნათვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 
2012 წლის 4 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში გამომძიებელი ილია ყუფუნია ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილისთვის ბრალის წაყენებას აპირებდა. ბრალდებულმა ადვოკატის დახმარება მოითხოვა, მაგრამ გამომძიებელმა ბრალდებულის კანონიერი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ის დაუკავშირდა საპროცესო ხელმძღვანელს, პროკურორ გენადი ბაღდასაროვს და მას მიანდო მდგომარეობის გარკვევა. მოგვიანებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მისულმა ბაღდასაროვმა ვახტანგ ძიძიშვილის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილების ხელმოწერაზე უარის მიზეზის დადგენა სცადა. ბრალდებულმა ისევ უშედეგოდ მოითხოვა ადვოკატის დახმარება.

პროკურორ ბაღდასაროვის მიერ 4 აპრილს შედგენილ და საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის 5 აპრილის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ბრალდების წაყენების დროს ბრალდებული ადვოკატის დახმარებას ითხოვდა, რაც გამომძიებელმა  არ დააკმაყოფილა. 

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ბრალდებულის მიერ სისხლის სამართლის საქმეში მისი ადვოკატის მონაწილეობის მოთხოვნა კანონიერი უფლებაა და ეს მოთხოვნა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნით უნდა შეიზღუდოს და ეს შეზღუდვა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს  ეფექტურ დაცვას. 


“ბრალდებულ ვახტანგ ძიძიშვილს ჰქონდა სურვილი ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობას დასწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, სახეზე არ იყო უფლების შეზღუდვის უკიდურესი აუცილებლობა, მაგრამ გამომძიებელმა არ შეასრულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. შესაბამისად, დაარღვია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვით გამომძიებელი თავის საქმიანობას უნდა ახორციელებდეს კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით.”

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • ზურა ჯიშკარიანი

    მამას

    (გეტოს კარლ საგანი ტეტეს პისტოლეტით და ყაყაჩოს ყვავილებით) მამაჩემი ყოველთვის საინტერესო გამოცანა იყო ჩემთვის. თითქმის ყველაფერში განვსხვავდებით - სკოლა არ დაუმთავრებია, მე მემგონი კი, არასდროს...

  • დავით ბუხრიკიძე

    ემა ბოვარი - ჯვარცმული, სასტიკი და ფსიქოდელიური

    მუდამ მეამბოხე, თითქმის პროვოკატორი, უკომპრომისო ესთეტი და მგძნობიარე სარკაზმით შიარაღებული რეჟისორი, რომლის „სამი და“ 90-იან წლებში ლამის პოსტსაბჭოთა „სისასტიკის თეატრის“  მანიფესტად გამოაცხადეს,...

  • ზაზა დობორჯგინიძე

    ნანუკა ჟორჟოლიანს

    იეჰოვას მოწმეების სიძულვილი ოდითგანვე შემწყნარებელი ქართველი ერის უახლესი ისტორიის და დღევანდელობის სამარცხვინო ლაქაა. სიტყვა „იაღოველი" შეურაცხყოფად გამოიყენება და მას საქართველოში ისეთივე...

მეტი