03.09.2012

"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო მონიტორინგის შესახებ

“სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 1-დან 26 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად კანონდარღვევის შემთხვევები იზრდება.

კერძოდ, 1 თვის განმავლობაში გამოვლინდა:

  • პოლიტიკური პარტიების აქტივისტებზე განხორციელებული ზეწოლა,
  • პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშწორებისა და ძალადობის 15(მათ შორის 7 ჟურნალისტებზე),
  • ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენება,
  • პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის 8, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის 10,
  • საარჩევნო ადმონისტრაციის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების 3,
  • სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციით სამსახურიდან გათავისუფლების 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლის 4,
  • სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადმინისტრაციული პასუხისმეგბლობის ზომების გამოყენების 5 და
  • ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 31 შემთხვევა.

არასამთავობო ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით,  ადმინისტრაციული კანონდარღვევები ან პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტები “ქართული ოცნების” მიმართ იკვეთება.

მაგალითად,  2 აგვისტოს კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტები სალომე ბერიძე, გიორგი ახვლედიანი, მერი ტოტაღაშვილი და ვაჟა ცეცხლაძე სოფელ ცეცხლაურში “ოცნების” გაზეთებს და 5 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილი აქციის მოსაწვევებს არიგებდნენ. კოალიციის ქობულეთის არჩევნების ჯგუფის ხელმძღვანელის ზვიად თხილაიშვილის განცხადებით, სოფელ ცეცხლაურში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მათ ქვები ესროლეს და პირადი ნივთები დაუზიანეს.

ასევე, ანგარიშში ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ხელის შეშლის ფაქტებია აღწერილი: 4 აგვისტოს ხულოს რაიონში შუამთობის სახალხო დღესასწაულზე ერთდროულად მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდნენ. მათ მხარდამჭერებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს “მეცხრე არხის” კორესპონდენტ ნათია როყვას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ჟურნალისტებმა “სამართლიანი არჩევნებს” გადმოსცეს, როყვამ დასახმარებლად იქვე მდგომ საპატრულო პოლიციას მიმართა, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს. კადრებში მამაკაცია დაფიქსირებული, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტს, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.

ასევე, აღსანიშნავია სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით განხორციალებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. 30 მაისს “ქართული ოცნების” წევრი და “United security”-ის დაცვის თანამშრომელი ვანო ნაცარაშვილი გურჯაანის სამედიცინო ცენტრიდან გაათავისუფლეს: ”ვანო ნაცარაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე მასთან უშიშროების და პოლიციის თანამშრომლებმა კოალიციის დატოვება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხევაში, სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრნენ. 30 მაიის კი დაურეკეს და უთხრეს, რომ შტატების შემცირების გამო სამედიცინო ცენტრში აღარ მუშაობს”- წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, სამსახურიდან დათხოვნის  შემთხვევა თბილისშიც გამოვლინდა: 9 და 12 აგვისტოს კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტი თეა დავითულიანი ორი სხვადასხვა სამსახურიდან თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოუშვეს. “თეა დავითულიანის სამსახურიდან გათავისუფლების პოლიტიკური მოტივი იმაში იკვეთება, რომ 9 აგვისტოს ის “ნიუ ჰოსპიტალის” მენეჯერმა ასმათ თოფურიამ დაიბარა და უთხრა, რომ უმჯობესი იქნება, თუ თავის შვილს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აქციების ნაცვლად სკოლაში ატარებს. 12 აგვისტოს კი თანამშრომლებთან ვერშეწყობის გამო სამსახურიდან გაათავუსუფლეს”- აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია.

რაც შეეხება მოსყიდვის ფაქტებს, 31 ივლისს გურჯაანში მემორიალთან “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერებმა შეხვედრის შეკრებილ მოქალაქეებს მწვადით, კიტრით, პამიდვრით, პურითა და ღვინით გაუმასპინძლდა. სურსათი დაახლოებით 1000 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი. ლევან ვეფხვაძის თქმით, მათ სუფრა საკუთარი სახსრებით გაშალეს, თუმცა, იქ დამსწრე 20 გამოკითხულიდან ყველამ განაცხადა, რომ ლიდერებმა სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლეს.

როგორც აღვნიშნეთ, წინასაარჩენბო პერიოდის განმავლობაში(1-26 აგვისტო) ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, კერძოდ, 27

აგვისტოს “სამართლიანი არჩევნებისთვის” ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ერთი თვის განმავლობაში სოციალური დახმარება სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ოჯახს შეუწყდა. კერძოდ, დუშეთის რაიონში: ვახტანგ მიღდისელსა და კობა ქარჩაიძის. ორივე მათგანი “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან, შესაბამისად, სოციალური დახმარების შეწყვეტას ამ ფაქტს უკავშირებენ: ”აღნიშნული ფაქტის გადამოწმებისას არასმათვარობო ორგანიზაციას მიღდისელისა და ქარჩაიძის ოჯახებმა განუცხადა, რომ მათთან სოციალური აგენტი 9 აგვისტოს იმყოფებოდა და ის მანქანები აღრიცხა, რომლებიც მათი თქმით, ოჯახის საკუთრებას არ წარმოადგენს”- ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, მსგავსი შემთხვევები ჩოხატაურის ქედის, ყაზბეგის, ლანჩხუთის, ამბროლაურის, ჩოხატაურისა და ჭიათურის რაიონებშიც დაფიქსირდა.

“სამართლიანი არჩევნებისთვის” თავმჯდომარე ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ორგანიზაცია მიმართავს ყველა საჯარო უწყებას, ვის კომპეტენციაშიც აღნიშნული ფაქტების გამოძიება შედის.

“გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო აუდიტის მხრიდან წინა ანგარიშებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, გადავწყვიტეთ, თითოეულ სახელმწიფო ორგანოს ცალკ-ცალკე მივმართოთ და აღნიშნული ფაქტების გამოძიება ვთხოვოთ. მათ შორისაა “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია” , ცესკო და ადგილობრივი თვითმართველობები, რადგან ვთვლით, რომ გამოძიება სწორედ ადგილობრივმა უწყებებმა უნდა დაიწყონ”- აღნიშნავს ლომჯარია.

მეექვსე შუალედური მონიტორინგის შედეგები სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    ცოტა უპრიანი პოსტი

    ვიხითხითეთ, როცა ვერაფრით  დაძლია სიტყვა “გამტარუნარიანობა”. ჩავბჟირდით, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გვახარა, რომ ის სწრაფად იზრდება. ვიკისკისეთ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დემოკრატიული...

  • გურამ იმნაძე

    ვინ უდარაჯებს დარაჯებს

    გიორგი ცომაია არც გმირია და არც მისი საქმეა რამით განსაკუთრებული. ის  მორიგი შემთხვევაა, რომელიც კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ ადასტურებს, რომ სამართალდამცავები ძალადობენ  მოქალაქეებზე. პოლიციელს...

  • ვახუშტი მენაბდე

    აგვისტოს კოშმარი

    აფრიკული მუსიკა სწორედ ისაა, რაც წელიწადის ამ დროს უნდა მოისმინო, ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს სულს მოგათქმევინებთ და გაცხელებულ შუბლს დაგიამებთ. პირიქით, კიდევ უფრო მეტად დაგაწვებათ და ჭრილობებზე...

მეტი

ამავე ავტორისგან