07.09.2012

"ეს შენ გეხება" ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის წინააღმდეგ

 

კამპანია “ეს შენ გეხებას” წევრ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში მრავალფეროვანი ინფორმაციის გავრცელებისთვის Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპების გაგრძელებაა აუცილებელი. "ჯერჯერობით არ შექმნილა შესაბამისი მექანიზმები ამ პრინციპების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც არჩევნების დღეს და მის შემდეგ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ხელისუფლების არგუმენტზე, რომ ისინი კერძო კომპანიების საქმეში მეტად ვერ ჩაერევიან, საიას ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რადგან ამ შემთხვევაში თავად საკაბელო კომპანიებიც დაინეტერესებულნი არიან, რომ თავიანთ აბონენტებს უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი პაკეტი შესთავაზონ. 

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ Must Carry-ისა და Must Offer-ის პრინციპები საქართველოში ციფრული ტელემაუწყებლობის დანერგვამდე უნდა გაგრძელდეს. ამის შემდეგ კი სიგნალის გავრცელება ტექნიკური პრობლემა აღარ იქნება. 

“ეს შენ გეხებას” წევრები ხელისუფლებისგან სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაყადებული სატელიტური ანტენების გათავისფლებასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, დაყადაღების ფაქტები უნდა განვიხილოთ, როგორც ფართო საზოგადოების ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფლების საჯარო განცხადებებს, რომ ის მზადაა ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის. 

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

  • გიორგი კიკონიშვილი

    კომფორტის შავი ზონა

    უმრავლესობაში ყოფნა კომფორტის ზონაა. არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე რომელიმე უმრავლესობასთან შეკედლება და თუნდაც საკუთარი აზრის საწინააღმდეგოდ მათი დაუწერელი კანონების გაზიარება. სამაგიეროდ ასე დაცული...

  • ბექა დავითულიანი

    დამარცხებული ურჩხულები

    გული მწყდება, იმის დაწერა რომ მიწევს, რასაც ახლა ვწერ. მაგრამ შეუძლებელია რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის...

მეტი

ამავე ავტორისგან