13.12.2012

საერთაშორისო კვლევების შედეგები და საქართველო

განათლების პოლიტიკის მკვლევარი ნუცა კობახიძე

11 დეკემბერს, ამსტერდამის დროით 10 საათზე, საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციამ (IEA)  ორი საერთაშორისო მაღალრეიტინგული საგანმანათლებლო კვლევის –PIRLS -სა და TIMSS-ის შედეგები გამოაქვეყნა. 2011 წლის გაზაფხულზე  ამ კვლევებში საქართველომაც მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2006 და 2007 წლებთან შედარებით შედეგები მცირედ, მაგრამ მაინც გააუმჯობესა TIMSS-ში (გარდა მე-8 კლასის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა) და განსაკუთრებით PIRLS-ში, თუმცა, საქართველო კვლავ საერთაშორისო საშუალო ზღვრის  ქვემოთ რჩება.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა (IMშშ) თითქმის 20 წელია, ტარდება მსოფლიოში. ოთხწლიანი ინტერვალით TIMSS- მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეები აბარებენ. წიგნიერების  საერთაშორისო კვლევა (PIRLS) მხოლოდ 10 წელია რაც გამოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე და დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. კვლევის მიზანია მე-4 კლასელი (9-10 წლის) მოსწავლეების წაკითხულის გააზრების უნარის შეფასება.

 შედეგები

2011 წლის TIMSS-სა და PIRLS-ის შედეგების მიხედვით, მსოფლიოში აღმოსავლეთ აზიელი მოსწავლეები ლიდერობენ. Aაზიელ მოსწავლეებს საუკეთესო შედეგები აქვთ მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და წიგნიერებაში (წაკითხულის გააზრებაში) როგორც მე-4, ასევე მე-8 კლასებში. აზიელ მოსწავლეებს მიჰყვება რამდენიმე ევროპული ქვეყანა.

TIMSS 2011

მათემატიკა

მე-4 კლასელ მოსწავლეთა შორის მათემატიკაში მსოფლიოში ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს სინგაპურელმა, კორეელმა და ჰონგ კონგელმა მოსწავლეებმა. რეიტინგში მათ მოჰყვებათ ტაივანი და იაპონია. ჩრდილოეთ ირლანდია, ბელგიის ფლამანური თემი, ფინეთი, ინგლისი და რუსეთი ასევე კარგ შედეგებს აჩვენებენ მათემატიკაში.

Mმე-8 კლასის მონაცემების მიხედვით, მოსწავლეთა შორის მათემატიკაში ყველაზე უკეთესი შედეგები კორეაში, სინგაპურში და ტაივანში გამოვლინდა. მათ მოჰყვებიან ჰონგ კონგი და იაპონია. Mმე-8 კლასში ასევე კარგი შედეგები აქვთ რუსეთს, ისრაელს, ფინეთს, აშშ- და ინგლისს, თუმცა შედეგებით მკვეთრად ჩამორჩებიან ზემოდასახელებულ 5 აზიურ ქვეყანას.

Mმიუხედავად იმისა, რომ საქართველომ TIMSS-ის მათემატიკის ნაწილში შედეგები 2007 წლის შემდეგ გააუმჯობესა მე-4 კლასში 12 ერთეულით, ხოლო მე-8 კლასში 22 ერთეულით, ის საერთაშორისო სკალირებული საშუალოდან მაინც საკმაოდ დაშორებულია. კერძოდ, მე-4 კლასში 50 ერთეულით ჩამორჩება საერთაშორისო საშუალოს, ხოლო მე-8 კლასში 69 ერთეულით.

მე-4 კლასის მონაცემებით, საქართველო TIMSS-ის მათემატიკის ნაწილში მონაწილე ქვეყნების სიაში 40- დგილზე გავიდა (50 მონაწილე ქვეყნიდან), ხოლო მე-8 კლასის მონაცემებით 27- ადგილზე (42 მონაწილე ქვეყნიდან).

აღსანიშნავია, რომ მე-4 კლასში მათემატიკაში ქართველმა მოსწავლე გოგონებმა მცირედ აჯობეს ბიჭებს (საშუალო სკალირებული ქულა გოგონების 545, ხოლო ბიჭების - 447), თუმცა ბიჭები ლიდერობენ მე-8 კლასის მათემატიკაში (გოგონების საშუალო სკალირებული ქულა 430, ბიჭების 432). სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სიტუაციაა მათემატიკაში ბიჭებისა და გოგონების შედეგებს შორის.

საბუნებისმეტყველო საგნები

 მე-4 კლასის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თავი გამოიჩინეს კორეელმა და სინგაპურელმა მოსწავლეებმა. მათ მოჰყვებიან ფინელი, იაპონელი და რუსი ბავშვები, ხოლო მათ შემდეგ ტაივანი და აშშ ლიდერობენ.

Mმე-8 კლასის საბუნებისმეტყველო საგნებში სიის სათავეში კვლავ სინგაპურია, რომელსაც მოჰყვებიან ტაივანი, კორეა და იაპონია. აღსანიშნავია, რომ ფინეთმა, სლოვენიამ, რუსეთმა, ჰონგ კონგმა და ინგლისმაც ასევე ძალიან კარგი შედეგები გამოავლინეს საბუნებისმეტყველო საგნებში.

საქართველოში 2007 წელთან შედრებით საბუნებისმეტყველო საგნებში შედეგები მე-4 კლასში მცირედ გაუმჯობესდახოლო მე-8 კლასში, სამწუხაროდ, გაუარესდა 1 ერთეულით. საბუნებისმეტყველო საგნებში საქართველო მე- 4 კლასის მონაცემებით 50 მონაწილე ქვეყნიდან 37- ადგილზე, ხოლო  მე-8 კლასის მონაცემებით 42 მონაწილე ქვეყნიდან 35- ადგილზეა

საინტერესოა, რომ მე-4 კლასში საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველმა მოსწავლე გოგონებმა კვლავ აჯობეს ბიჭებს (საშუალო სკალირებული ქულა გოგონების 459, ხოლო ბიჭების - 451). Mმსგავსი სიტუაციაა მე-8 კლასში საბუნებისმეტყველო საგნებში, სადაც გოგონები აგრეთვე ჯობნიან ბიჭებს (საშუალო სკალირებული ქულა გოგონებისთვის 425, ხოლო ბიჭებისთვის – 415 ქულაა).

PIRLS 2011

მე-4 კლასის მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების უნარის თვალსაზრისით მონაწილე ქვეყნებიდან დიდი უპირატესობით ლიდერობს ჰონგ კონგი, რომელსაც მოჰყვებიან რუსეთი, ფინეთი და სინგაპური. მათ შემდეგ ასევე კარგ შედეგებს აჩვენებენ ჩრდილოეთ ირლანდია, აშშ, დანია, ხორვატია და ტაივანი.

სასიხარულოა, რომ საქართველომ 2006 წელთან შედარებით წიგნიერებაში შედეგები საგრძნობლად გააუმჯობესა და დაუახლოვდა საერთაშორისო საშუალო სკალირებულ ქულას (500). 2011 წლის წიგნიერების კვლევაში საქართველო აღმოჩნდა საერთაშორისო საშუალოს ოდნავ ქვემოთ (488 საშუალო სკალირებული ქულით). საქართველო PIL-ში მონაწილე ქვეყნების სიაში 45 მონაწილე ქვეყნიდან 34- დგილზე გავიდა.

თითქმის ყველა ქვეყანაში 2011 წლის PIRLS-ში გოგონები წინ უსწრებენ ბიჭებს, გარდა 5 ქვეყნისა, სადაც  გოგონები და ბიჭები ერთნაირ შედეგებს აჩვენებენ, ეს ქვეყნებია: კოლუმბია, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია. Gგოგონების საერთაშორისო საშუალო სკალირებული ქულაა 520, ხოლო ბიჭების 504. მე-4 კლასელი გოგონები მნიშვნელოვნად უსწრებენ ბიჭებს საქართველოშიც (საშუალო სკალირებული ქულა გოგონების 499, ხოლო ბიჭების - 477).

 ფაქტორები

აღმოჩნდა, რომ TIMSS-სა და PIRLS-ში წინა ციკლებთან შედარებით, ქვეყნების უმრავლესობამ 2011 წელს საგრძნობი პროგრესი აჩვენა. ყველა მონაწილე ქვეყნის მონაცემთა დამუშავების შემდეგ გამოიკვეთა საინტერესო სურათი, რომელიც მსოფლიოში წარმატებული განათლების სისტემების ინდიკატორებზე მიუთითებს. მოსწავლეთა საუკეთესო შედეგების განმაპირობებელ მთავარ ფაქტორებს შორისაა სკოლამდელი განათლება, მშობელთა ჩართულობა, დადებითი სასკოლო გარემო, გამოცდილი მასწავლებლები, ასევე მოსწავლეთა დამოკიდებულებები

ოჯახის როლი და სკოლამდელი განათლება

საერთაშორისო მასშტაბით მათემატიკაში მე-4 კლასელ მოსწავლეთა მიღწევები მაღალია, თუ მოსწავლეთა მშობლები

•  ასწავლიდნენ შვილებს არითმეტიკულ ოპერაციებს მცირე ასაკიდან (მაგალითად, რითმების ან სიმღერების დათვლა, დასათვლელი სათამაშოებით თამაში, ფიგურებით თამაში და სხვა);

•   მოსწავლეთა წაკითხულის გააზრების უნარი მნიშვნელოვნად მაღალია მაშინ, როცა მშობლები ადრეული ასაკიდან წიგნიერებასთან დაკავშირებულ აქტივობებს მიმართავენ (მაგ. უკითხავენ წიგნებს, უყვებიან ამბებს, უმღერიან სიმღერებს და სიტყვობანას ეთამშებიან).

საინტერესოა, რომ სკოლამდელი განათლება დაკავშირებულია მოსწავლეთა კარგ შედეგებთან მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებში და წაკითხულის გააზრებაში საერთაშორისო მასშტაბით. რაც მეტ ხანს გადის მოსწავლე სკოლამდელი განათლების საფეხურს, მით უფრო კარგი შედეგი აქვს ამ საგნებში.

TIMSS-სა და PIRLS-ში მოსწავლეთა საუკეთესო მიღწევები საერთაშორისო მასშტაბით დაკავშირებულია სახლში არსებულ სასწავლო რესურსებთან, მშობელთა განათლებასთან, სახლში წიგნებისა რაოდენობასთან და ასევე საკუთარი ოთახისა და ინტერნეტის ქონასთან.

წარმატების ფაქტორები

სასკოლო გარემო:

მოსწავლეთა მიღწევები უფრო მაღალია, როცა სასკოლო გარემო სათანადოა, რაშიც იგულისხმება გამართული შენობა, საკმარისი სივრცე და სხვა;

საუკეთესო მიღწევების მოსწავლები ისეთ სკოლებში სწავლობენ, სადაც აკადემიურ წარმატებაზე განსაკუთრებული ხაზგასმაა; სადაც უსაფრთხოება და წესრიგი გარანტირებულია და სადაც მოსწავლეებს თითქმის არასოდეს ჩაგრავენ. ამ კვლევებითაც დადასტურდა, რომ ძალადობის შემთხვევების ზრდა უარყოფით კავშირშია მოსწავლეთა მიღწევებთან მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებში და წაკითხულის გააზრებაში.

მასწავლებლები:

მოსწავლეები უკეთეს შედეგება აჩვენებენ, თუ მათ მასწავლებლებს 10 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება აქვთ. Aასევე, მასწავლებელთა თავიანთი სამუშაოთი კმაყოფილება დადებითად აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე.

მასწავლებელთა პედაგოგიურ უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა შედეგების თვალსაზრისით. საუკეთესო მიღწევების მოსწავლეებს ისეთი მასწავლებლები ჰყავთ, ვისი მოსმენა და ახსნილის გაგება ადვილია, ვინც საინტერესო მასალას აძლევს მოსწავლეებს წასაკითხად

მოსწავლეთა დამოკიდებულებები:

2011 წლის TIMSS-მა და PIRLS-მა აჩვენა, რომ შემდეგი სახის დამოკიდებულებები დადებით კავშირშია მოსწავლეთა საუკეთესო აკადემიურ მიღწევებთან:

-  წიგნის კითხვის მოტივაცია;

მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნებისა და კითხვის ერთმანეთთან დაკავშირება;

თავდაჯერებულობა მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებში და კითხვაში (წაკითხულის გააზრებაში);

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მნიშვნელობის დაფასება (მე-8 კლასში).

დასკვნა

მსოფლიოში ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ იყენებენ ქვეყნები საერთაშორისო კვლევების შედეგებს იმისათვის, რომ განათლების სისტემა უფრო ეფექტიანი გახადონ, გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი, განავითარონ სასწავლო გეგმა, დახვეწონ შეფასების სისტემა, მასწავლებლებს პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა შესთავაზონ და ამ გზით მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯოებსებას ხელი შეუწყონ.

ბევრი ქვეყანა თავგამოდებით ცდილობდა შედეგების გაუმჯობესებას, მაგალითად, კურიკულუმის მოდიფიკაციით, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო სტანდარტების აწევთ, ან სწავლის წლების გახანგძლივებით”, ამბობენ ბოსტონის კოლეჯის PIRLS-სა და TIMSS-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორები, აინა მულისი  და მაიკლ მარტინი.

საერთაშორისო რეიტინგების გაცნობასთან ერთად მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა დეტალურად გაანალიზონ კვლევის შედეგები და მათი განმაპირობებელი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ თითოეულ მონაწილე ქვეყანაში მოსწავლეთა წარმატება-წარუმატებლობას. შედეგების ანალიზი იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყნებმა შესაბამისად დაგეგმონ და განახორციელონ საგანამათლებლო რეფორმა, გაანალიზონ  შეცდომები და  წარმატებული საერთაშორისო მაგალითები ქვეყნისათვის სასარგებლოდ გამოიყენონ. საერთაშორისო კვლევები დღემდე რჩება განათლების მკვლევართა უპირველესი ყურადღების ცენტრში, რომელიც საინტერესო და სიღრმისეულ მასალას იძლევიან არაერთი თეორიული თუ პრაქტიკული დასკვნის გამოსატანად.    

“PIRLS-სა და TIMSS-ის მიზანია, გაზომოს მოსწავლეთა მიღწევათა ტენდენციები და აჩვენოს პროგრესი ან რეგრესი გარკვეული პერიოდის განმავლობაში” –ამბობს დოქტორ ჰანს ვეიჯმეიკერი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. “შედეგად ბევრ ქვეყანას წინა ციკლის კვლევასთან შედარებადი მონაცემები უჩნდება, რომელიც თავის მხრივ საშუალებას იძლევა ქვეყანამ  მონიტორინგი გაუწიოს საკუთარი განათლების სისტემის ტენდენციებს გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით”.

წიგნიერებისა საერთაშორისო კვლევას (PIRLS) და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევას (TIMSS) საქართველოში გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტი ატარებს.   

  სტატია მომზადებულია 2011 წლის PIRLS-სა და TIMSS-ის საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, რომელთა ნახვაც შესაძლებელია შემდეგი ბმულის გამოყენებითhttp://timssandpirls.bc.edu/data-release-2011/index.html

1. The International Association for the Evaluation of Educational Achievement
2. Progress in International Reading Literacy Study
3. Trends in International Mathematics and Science Study

4. კვლევების კომპლექსურობიდან გამომდინარე შედეგების საბოლოო დამუშავება და გასაჯაროვება მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ ხდება შესაძლებელი.

5. საერთაშორისო საშუალო სკალირებული ქულაა 500

6. სიტყვა “წიგნიერება” ქართულ ენაში სხვადასხვა კონტექსტში, განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს, მაგრამ ამ კვლევის ფარგლებში “წიგნიერებაში” მოიაზრება მხოლოდ წაკითხულის გააზრება, გააზრებული კითხვა და არა, მაგალითად, წერა-კითხვის ცოდნა ან ერუდუცია.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
მეტი