13.01.2014

"მწვანე მუშტი" მთავრობას მიმართავს და საყდრისის ახალ ფოტოებს ავრცელებს

ახალი ამბები  (photo: )

სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტი" საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს და მისი განადგურების პროცესის შესაჩერებლად სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვს. მოძრაობის წარმომადგენლებმა დღეს ახალი ფოტომასალა გაავრცელეს. მათი თქმით, ფოტოები ადასტურებს, რომ RMG gold-ის საქმიანობას შედეგად მაღაროს ზედა ნაწილი სრულად განადგურდა და აბულმუგის ტერიტორიაზე 7 გამოსატუტი აუზის ნაგებობაა აშენებული: 

„მწვანე მუშტმა“  მოიპოვა ექსკლუზიური და უახლესი ფაქტობრივი ფოტო მასალა კომპანია RMG Gold-ის  საქმიანობის შესახებ საყდრისის მაღაროსა და აბულმუგის ხეობის ტერიტორიაზე,  რითიც დასტურდება საყდრისის მაღაროს ზედა ნაწილის სრული განადგურება და აბულმუგის ტერიტორიაზე  7 გამოსატუტი აუზის დასრულებული ნაგებობა. კეტეგორიულად მოვითხოვთ კულტურის სამინისტროსაგან დაუყოვნებლივ მიიღოს რადიკალური ზომები RMG Gold-ის არაკანონიერი ქმედებების წინააღმდეგ,  დაუბრუნოს საყდრისის მაღაროს კულტურის უძრავი ძეგლის სატატუსი და იხსნას ძეგლი სრული და საბოლოო განადგურებისაგან, მიმართოს პროკურატურას და აგებინოს პასუხი კომპანიას ჩადენილი უკანონო ვანდალიზმის გამო.


"ჩვენ, სტუდენტები, არქეოლოგები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მოვითხოვთ სასწრაფოდ მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ოქროს სამთო-არქეოლოგიური მაღაროს განადგურების პროცესის შესაჩერებლად. ჩვენ მოვითხოვთ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების ნების გათვალისწინებას და საერთაშორისო სამეცნიერო კომისიის შექმნას ამ თემასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია რა უკანონოდ მთლიანად ის პროცედურული ჯაჭვი, რომელმაც დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საყდრისისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის აღსადგენად. კულტურის მინისტრისა და პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებები, საყდრისისათვის ძეგლისა და შემდგომ არქეოლოგიური ზონის სტატუსების მოხსნის შესახებ, რომელსაც საფუძვლად დაედო აბსოლუტურად არაპკომპეტენტური და მიკერძოებული კომისიის დასკვნა, არის უკანონო, ვინაიდან კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ განმარტავს, რომ ძეგლისათვის სტატუსის მოხსნის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ საბჭოს და არა მინისტრს (კარი II, თავი II, მუხლი 5, ქვეთავი 6 ,პარაგრაფი ა); კარი II, თავი II, მუხლი 17). ამ გადაწყვეტილებებით დაირღვა ადამიანის საყოველთაო უფლებები, დაირღვა კონსტიტუცია და საქართველოს კანონი. 

მიუხედავად გერმანიიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შეთანხმებისა, რომ საყდრისის მაღაროს საკითხს შეისწავლიდა საერთაშორისო სამეცნიერო კომისია, შობა დღეს კომპანია RMG Gold-მა კრიმინალურად საყდრისის უძველესი მაღაროს განადგურება დაიწყო. სახელმწიფო სტრუქტურები არ ახდენენ შესაბამის რეაგირებას, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს  კომპანიის მესევურები დღემდე არ უშვებენ მაღაროს ტერიტორიაზე და წერილობითი გაფრთხილებების მიუხედავად ნებართვის გარეშე აგრძელებენ ძეგლის განადგურებას.  შეგახსენებთ, რომ კომპანია RMG Gold-მა საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ობიექტები გაანადგურა, ზოგიერთი ფსევდო არქეოლოგიური ასოციაციის დახმარებით და გამოსატუტი მოედანი უნებართვოდ, კანონდარღვევით ააშენა ყოველგვარი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს რომ ტერიტორიაზე დარღვევების მიუხედავად არ ხორციელდებოდა მშენებლობა და მხოლოდ 4 გამოსატუტი მოედანი არსებობს.

კატეგორიულად მივმართავთ გარემოს დაცვის სამინისტორს დაუყოვნებლივ მიიღოს უმკაცრი ზომები და პასუხი აგებინოს კომპანიას უკანონოდ აგებული ციანიდის გამოსატუტი მოედნების მშენებლობის გამო. თუ რეაგირება არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის დაცვას მაშინ ჩვენ მოქალაქეები ვიტოვებთ უფლებას  ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის. და მივმართოთ რადიკალურ ზომებს, მშვიდობიანია არაძალადობრივი მეთოდების ფარგლებში, ადამიანის საყოველთაო უფლებათა დეკლარაციით მონიჭებული უფლებით. ნებისმიერი შემთხვევაზე, რომელიც გამოიწვევს სიტუაციის ესკალაციას პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, ვინაიდან სახელმწიფო ვერ ახორციელებს ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციით მონიჭებულ ხალხის ძალაუფლების დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე", - ვკითხულობთ "მწვანე მუშტის" მიმართვაში.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • ზაზა დობორჯგინიძე

    "მოდური" ათეიზმი?

    ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ძალადობს უმცირესობებზე, ებრძვის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და  პერმანენტულად ეწევა საკუთარი ძალაუფლების ექსპანსიას ცხოვრების ყველა ასპექტში. იმის დასამტკიცებლად,...

  • ვაკო ნაცვლიშვილი

    კადიში არდაბადებულ ქათამზე

    ახალგაზრდა კაცმა უმწიფარი და ბავშვური სისასტიკით მოკლა ქუჩის ძაღლი. სათვალთვალო კამერა იწერს, სამი მეგობარი როგორ ტოვებს შემთხვევის ადგილს. მთავარი გმირი ხელს დაიფერთხავს: მოიშორებს სისხლის...

  • ზურა ჯიშკარიანი

    ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში

    რამაზ კინგკონგი ჩემი უსაყვარლესი დრაგმეითი იყო. და თუ ბუნებაში არსებობს ცნება ქართული ოცნება, რამაზ კინგკონგი ამ ცნების სრული ოპოზიტი იყო, ნამდვილი ქართული კოშმარი: სომეხი, ბარიგა და გეი. პლუს...

მეტი