ჩვენ შესახებ

 

"ლიბერალი" დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბეჭდური და ონლაინ გამოცემაა.  ჟურნალ “ლიბერალის” პირველი ნომერი 2009 წლის 20 მაისს, ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა.

ლიბერალიმკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაყრდნობილ, სიღრმისეულ რეპორტაჟებს, ანალიტიკურ სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებებსა და განსხვავებულ თვალსაზრისებს მიმდინარე მოვლენებსა თუ პრობლემებზე.

ლიბერალიცდილობს მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქოს როგორც პოლიტიკური მოვლენები, ასევე ის თემები, რომელიც ქართულ მედიაში, როგორც წესი, მარგინალიზებულია - განათლება, ჯანდაცვა, გარემო, სამართალი, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური გარემო და ბიზნესი, ურბანისტიკა, რეგიონები და სხვ.

ადგილობრივ მედიაში, “ლიბერალმაშექმნა უნიკალური, ინტეგრირებული (ბეჭდური და ონლაინ გამოცემის) საინფორმაციო პლატფორმა და ლიბერალის ვებგვერდი - www.liberali.ge - კვირიდან-კვირამდე ვითარდება და ახერხებს უფრო მრავალფეროვანი, აუთენტური და ექსკლუზიურად ვებ-პლატფორმისთვის შექმნილი რეპორტაჟების, სტატიების, ბლოგებისა და ვიდეოების გამოქვეყნებას.

"დამოუკიდებელი და მამაცი ჟურნალისტიკისათვის, ისევე როგორც ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების მცდელობისათვის", 2010 წელს "ლიბერალს" მიღებული აქვს "ცაიტის ფონდის" და ფონდი "თავისუფალი სიტყვის" ერთობლივი ჯილდო. ასევე, სხვადასხვა სტატიებისათვის, ჟურნალს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ადგილობრივი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან. 

ახალი ამბები

მეტი
  • გიორგი ხასაია

    მამა და სხვა ჯარისკაცები

    რა მნიშვნელობა აქვს, რატომ წავიდა საომრად ალექსანდრე გრიგოლაშვილი, მე ის მიკვირს, რატომ უნდა მიაწყევლო, ან შიშნარევი ზიზღით რატომ უნდა გახედო. საწყენია უბრალოდ. საწყენია, აბა რა არის

  • თამარ კარელიძე

    უკრაინა - ჩვენი სხვისი ომი

    ჯარი პოლიტიკისაგან შორს უნდა იდგეს და თავისი მოვალეობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეასრულოს, თავდაცვის სამინისტროს განცხადება კი,  ცალსახად პოლიტიზირებულია, თან ისეთი, ქვეყნის ინტერესებს...

  • ნათია ფანჯიკიძე

    მთავარი როლის შემსრულებლები

    კულტურის ნებისმიერმა მინისტრმა უნდა შეიგრძნოს თავისი როლის მთავარი მოთხოვნა, რომ მას კულტურის მცველად, კულტურის განვითარების სტრატეგიის, კონცეფციის  შესაქმნელად ერგო ეს როლი და ამ მხრივ უნდა...

მეტი