• მთავარი
  • |
  • ახალი ამბები
  • |
  • სტატიები
  • |
  • ბლოგები
  • |
  • საავტორო სვეტები
  • არქივი
  • მოგვწერეთ

სტუდენტური ინკვიზიცია

გიორგი კიკონიშვილის ბლოგი

გილოცავთ ჰომოსაპიენსებო!

2011 წლის აპრილში ადამიანთა მოდგმა განვითარების იმ ეტაპზე ავიდა, რომ FBI-მაც კი გაბედა და ოფიციალურად აღიარა უცხოპლანეტელების არსებობა.  ეს რევოლუციური მონეტა იყო კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ყულაბაში.

2011 წლის აპრილშივე, ამ ამბიდან ორ დღეში არა ზოგადად კაცობრიობის, არამედ ქართული "ცოდნის ტაძრის", თსუ-ს ყულაბაშიც ჩავარდა ერთი მონეტა. პოტენციურად - ესეც რევოლუციური. ოღონდ, როგორც გუშინდელმა დღემ მანახა, გონებრივ რევოლუციამდე როგორც მინიმუმ ევოლუცია გვჭირდება. მაშინ, როცა მსოფლიოს წამყვანი თუ არაწამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები ათასობით მოკვლევებს ატარებენ, ცოდნას იღებენ, საკუთარი ქვეყნის მომავალს და სხვა თუ არაფერი, Facebook-ს მაინც ქმნიან, თსუ-ს ქართველ სტუდენტებს წიხლის ქვეშ იგდებენ. ამავე უნივერსიტეტის "თვითმმართველობა" სტუდენტებს მხოლოდ იმიტომ სცემს, რომ ისინი ყველაზე, ყველაზე მარტივ მოთხოვნას აყენებენ: გვითარგმნეთ სასწავლო ლიტერატურა ქართულად.

აი რა მოხდა. (ძალიან მოკლედ მოგიყვებით, რადგან ამ თემაზე მართალია პირველად ვწერ, მაგრამ არა უკანასკნელად. გადავწყვიტე პოსტების სერია მივუძღვნა ამ დაობებულ, კორუმპირებულ და ფაშისტ სისტემას, რასაც თსუ-ს "თვითმმართველობა"-ს და მასთან დაახლოებულ ჯგუფებს ეძახიან, მათ შორის ლექტორებსა და დაცვის სამსახურის წევრებს). რამდენიმე სტუდენტის მიერ წამოწყებულმა დამოუკიდებელმა საინიციატივო ჯგუფმა, + რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა სრულიად სამართლიანად დაესვა კითხვა: რატომ არ გვაქვს სასწავლო ლიტერატურა ქართულ ენაზე, მაშინ როცა:

  1. უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ლიტერატურის თარგმნისთვის გამოყოფილია 20,000 ლარი. მიზერია, მაგრამ ფაქტია, რომ თანხა გამოყოფილია.
  2. განათლების მისაღებად თვითოუელი სტუდენტი საშუალოდ 2250 ლარს იხდის წელიწადში. თუ გავითვალისწინებთ, რომ თსუ-ს სტუდენტთა რიცხვი თითქმის 20,000 აღწევს (გრანტით ჩარიცხულების გადასახადს სახელმწიფო ფარავს), გამოდის, რომ თსუ-ს ბიუჯეტი მხოლოდ სწავლის გადასახადიდან მიღებული შემოსავლით წელიწადში საშუალოდ 45,000,000 ლარით ივსება.
  3. და მესამე. უნივერსიტეტს კანონით მოეთხოვება, რომ სასწავლოდ არ დაუშვას საგანი, რომელშიც მინიმუმ რიდერიც კი არაა ქართულ ენაზე.

ეს იყო და ეს. მეტს არც არაფერს კითხულობდნენ თავისუფალი სტუდენტები. პასუხები ასეთი იყო:

  1. "20,000 ლარი კი არის გამოყოფილი, მაგრამ სად მიდის კაცმა არ იცის"
  2. "თსუ-ს ბიუჯეტის 80% ლექტორების ხელფასებში მიდის"
  3. "შენი დედა მოვტყან"

ან გაგიკვირდებათ, ან არც, თუ ვიტყვი, რომ პირველი ორი პასუხი საკითხზე პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებს ეკუთვნით, რომლებიც ხელფასებს ისევდაისევ ამ სტუდენტების გადასახადებიდან იღებენ. პირველი იმდენად ბრიყვია, რომ საკუთარ ტოტს იჭრის და თვითონ სვამს კითხვას, სად მიდის ეს 20,000 ლარიო. მეორე იმდენად ბრიყვია, რომ გვეუბნება, ათეულობით მილიონიანი ბიუჯეტის 80% ლექტორების ხელფასებს ხმარდებაო. მესამე პასუხი კი, გინება თავის მუშტებიანად ყველაზე დიდ ბრიყვებს ეკუთვნით. ამ პასუხის ავტორი თსუ-ს "თვითმმართველობაა".

თავისუფალი, არაპარტიელ-არაკომკავშირელი სტუდენტების გუშინდელი, გასაოცრად ორგანიზებული, სამართლიანი და ობიექტური პრეზენტაცია სახელწოდებით "თარგმნე!" თვითმმართველობის "კომკავშირელმა" წევრებმა მუშტებითა და წიხლებით ჩაახშეს. პირდაპირი გაგებით: მუშტებითა და წიხლებით ჩაახშეს! მიზეზი ის რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა იყო, რომელიც სტუდენტებმა ღიად დააფიქსირეს. მოდი და ნუ დაეთანხმები, როცა იცი, რომ თვითმმართველობის საქმიანობა ხინკალ-ფართებს, ექსკურსიებსა და ტაშ-ფანდურს არ სცილდება. არადა, მათ წესდებაში ასეთ რამეებსაც ვნახულობთ:

მუხლი 7.

სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების უფლებები და კანონიერი ინტერესები როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს სტუდენტებს უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკულ რეალიზაციაში;
გ) დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში;
დ) დახმარება გაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში;
ე) ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და მაქსიმალურად უზრუნველჰყოს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა;
ვ) ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამართლებრივი თვითშეგნების დონისა და კანონისადმი პატივისცემის ამაღლებას, დახმარება გაუწიოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას;

გუშინდელი დღით თუ ვიმსჯელებთ, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ მათ ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე პუნქტი დაარღვიეს. მეტიც, თავდაყირა დააყენეს საკუთარი წესდება და ყველა ნორმა, რომლითაც მინიმუმ აკადემიური სივრცე უნდა რეგულირდებოდეს.

აკადემიური სივრცე(?!) პრობლემაც აქაა. მუშტი-კრივს ესწრებოდნენ ლექტორები (მაგალითად, ამირან ბერძენიშვილი), რომლებსაც არათუ ხელი, ენაც კი არ გაუნძრევიათ საკუთარი სტუდენტების მუშტებისგან დასაცავად. (გამონაკლისია ლელა გაფრინდაშვილი, რომელიც პირდაპირ ჩაერთო ამ ტოტალურ პრიმიტივიზმთან კონფრონტაციაში). რაღა სათქმელია ის, რომ ამავე უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა ხელიც კი არ გაანძრიეს წიხლქვეშ გაგდებული სტუდენტების დასაცავად.

რაკიღა ვთქვი, რომ ამ საკითხზე პოსტების სერიას დავიწყებ, ამჯერად დელატების აღწერას არ შევუდგები. მომხდარის ფოტო-ვიდეო მასალას უახლოეს დღეებში მოგაწვდით. იქამდე კი ერთი-ორ ამბავსაც მოგითხრობთ.

გუშინ საღამოსვე მეგობრებს შევხვდი. გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრუსტრაციის დღის ბოლოს შედარებითი განტვირთვა ალკოჰოლით მომეხდინა. მაგიდაზე ჩვენთან ერთად მეგობრის თანამშრომელი, ასე 50-60-იოდე წლის კაცი აღმოჩნდა. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს "კომუნისტებისდროინდელ ყოფილ ჩინოვნიკს" უწოდებდა და საქართველოს სადღეგრძელოსთან ერთად საკმაოდ გულახდილადაც ყვებოდა, რა მამაძაღლობები უკეთებია ამ "ჩინოვნიკობისას", თსუ-ს თვითმმართველობის ერთ-ერთი წარმომადგენლის მამა ყოფილა. აი მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა, ვაშლი ხიდან ძალიან შორსაც არ ვარდებაო. იქამდე კი, უნივერსიტეტის შენობიდან გამოსულს, თვითმმართველობის წარმომადგენელმა მომაძახა: "სახეზე გიმახსოვრებთ და იცოდე, გამზრდელს მოგიტყნავ".

კაცმა არ იცის, იყო თუ არა ამ მუქარის ავტორი იმ კაცის შვილი, ვინც სხვა ყველაფერთან ერთად იმასაც მეუბნებოდა, ჩემი შვილების თაობა კარგ ქვეყანას ააშენებს, მჯერა ამისიო. ჯეროდეს! მე კი სხვა რამეების მჯერა უკვე, რომ ვაშლი ხიდან ძალიან შორს არ ვარდება, რომ ამ კაცის შვილიც წლების მერე პათეტიკურად "მოინანიებს" თავის მამაძაღლობებს და ასე, მონანიებული, გულზე მჯიღის რტყმევით შესვამს ქვეყნის მაშენებელი ახალი თაობის სადღეგრძელოს. ოღონდ, ისეთი თაობისას, რომელიც გუშინ წიხლქვეშ გაიგდეს. როდის იყო პარტიის ინკვიზიტორები და სისტემის მონები კარგ ქვეყანას აშენებდნენ? ერთი ასეთი იმპერია თავზე უკვე ჩამოექცა იმ ჩემს გუშინდელ ყოფილკომუნისტებისდროინდელ ჩინოვნიკ "თანამეინახეს". კიდევაც ჩამოიქცევა ასეთი დაობებული სისტემები, თუკი რათქმაუნდა თავისუფალი და დამოუკიდებელი სტუდენტობა და ახალგაზრდობა იმას იზავს, რაც გუშინ "თარგმნე"-ს ინიციატორებმა და რამდენიმე სტუდენტმა ქნეს.

ბოლო ამბავი: ორი თსუ-ელი, რომელსაც გუშინ დაემუქრა თვითმმართველობა, დღესაც სცემეს. როგორც უკვე გითხარით, მეც დამემუქრნენ, "სახეზე გიმახსოვრებთ და გამზრდელს მოგიტყნავთ"-ო. ხოდა, აი ჩემ ფოტოსაც დავდებ აქ, კარგად რომ დაგამახსოვრდეთ.

გიორგი კიკონიშვილი

მაინც გილოცავთ, ჰომოსაპიენსებო! კაცობრიობის განვითარებული ნაწილი უკვე უცხოპლანეტელების არსებობის ოფიციალურ დადასტურებაზე მსჯელობს, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები როგორც მინიმუ, Facebook-ის გამოგონებით 26 წლის ასაკში მილიარდელები ხდებიან. სამაგიეროდ, მოსალოცი ამბავი ნამდვილად არაა, როცა სტუდენტები აკადემიურ სივრცეში იმ მინიმუმსაც კი ვერ იღებენ, რასაც ნათარგმნი ლიტერატურა და უსაფრთხოების გარანტიები ჰქვია. ხოდა, იმასაც გილოცავთ, რომ სტუდენტებმა აკადემიური ამბოხი დაიწყეს, თორემ როდის იყო მიწაზე გაგორებული ვაშლები ქვეყანას აშენებდნენ.

P.S. იხილეთ სტუდენტების მიერ ჩატარებული გამოძიება ლიტერატურის თარგმნასთან დაკავშირებით.

ქართულ ენაზე რომ არ არის ლიტერატურა ეს ნი(სნავს იმას, რომ სწავლა უცხო ენაზე მიდის? და ეს თვითმმართველობაბ კიდევ ზასტოიშია? რას ნიშნავს ცემა?
რა სამარცხვინოა!!!
ჯერ პირველი მართლაც კარგი ამბავია სტუდენტებმაც ამოიდგეს ენა. თსუ რა სიტუაციაცაა იგივე ანუ მსგავსი სხვა უნივერისიტეტებშიცაა მერწმუნეთ . და ამაზე ყურს არც იბერტყავს არც თვითმართველობა და არც დეკანი და არც არავინ..მითუმეტეს 2250 ლარს როცა იხდი სათანადო მდგომარეობა უნდა იყოს სასწავლებელში,რასაც დებ ის უკან უნდა ამოიღო ,და მე ვერ ვხედავ ასეთი განათლებიდან უკვან რა უნდა ამოიღო ,ძალიან ზედაპირული ცოდნა ალბათ. მეორე ცემა ტყეპა/გინება/ლანძღვაზე გადადიან ისინი ვისაც არ აქვთ პასუხებიდა ვინც მართლა დამნაშავეა. ეგეთი თვითმართველობის ყოლა ასე არაადეკვატურად თუ აღიქვამს საკითხებს მმაგან კარგი და რუნდა გაუკეთოს უნივერსიტეტს?!! და მესამე ამ მთავრობას ხომ შერჩა სახელმწიფო გადასახადების ასე გაზრდა . ხოდა სათნადოდ სწავლის სისტემასაც შეეხონ!. განათლების თემა დღეს ყველაზე აქტუალური უნდა იყოს.მომავალ თობაზეა დამოკიდებული ყველაფერი. მორჩნენ მართლა ყველაფერს უაზროს და მიხედონ სტუდნეტებს!! .გიორგი კარგი სტატიაა ,მაგრამ ფრთხილად მასეთ ხალხს თუ ტვინში რაღაც გადაუბრუნდება ყვეალფერზე წავლენ ,გინდა ოქსფორდი და ჰარვარდის თვითმართველობიდან იყვნენე ;)
ძალიან მიხარია, რომ ამ პრობლემებზე როგორც იქნა ალაპარაკდნენ სტუდენტები! ლიტერატურის თარგმნა სულ მცირე იმისთვისაა საჭირო, რომ პროფესიული ტერმინილოგია დამკვიდრდეს ქართულად და ინგლისურ-რუსულ-ქართულის საოცარი კომბინაციებით არ ვწვალობდეთ აზრის გადმოცემას მშობლიურ ენაზე... სტუდენტური თვითმმართველობა ხომ ყოველთვის იყო და დღმედე არის საბჭოთა გადმონაშთი, რომელიც მხოლოდ "შემსრულებლებს" ზრდის! ძალიან კარგი იქნება, თუ მათ საქმიანობას მართლა მიუძღვნით სტატიების სერიას. თვითმმართველობა დღემდე იმიტომ არის ასეთი გათავხედებული, რომ ამის საშუალებას და უფლებას სტუდენტების დანარჩენი ნაწილი აძლევს. ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, გული დამწყდა რომ სტუდენტი აღარ ვარ. ნეტა ჩემ დროს ამოეღო ვინმეს ხმა.
კარგია რომ ბლოგებზე დაიწერა ამ ფაქტის შესახებ და არაერთი სტუდენტი გამოეხმაურა. იმედი მაქვს, რომ ეს დასაწყისია სისტემის რღვევის.. მთავარია, სტუდენტებმა დაიჯერონ რომ უსამართლობის დასჯა შესაძლებელია.. კარგი იქნება თუ ფოტო და ვიდეო მასალას გაავრცელებთ.. როცა ფაქტობრივი მასალა გვექნება, შევძლებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვასაც, რათა დაიგმოს ეს ინციდენტი.
წერილი მშვენიერია, გურწფელი და აქტუალური. უბრალოდ, ვიდეოში ვერ გავიგე, რა "სახელმძღვანელოებზეა" საუბარი. უნივერსიტეტი საშუალო სკოლა არ არის, უნივერსიტეტში უნდა ისწავლებოდეს წ ყ ა რ ო ე ბ ი. წყაროები კი სხვადასხვა ენაზეა, ძირითადად თუ საგანი ნორმალურია და ლექტორიც თანამედროვე მოთხოვნების დონეზე დგას და კომპეტენტურია ;) - მაშინ ინგლისურზეა ეს წყაროები. ხოდა მაშინ, საქმე უნდა ეხებოდეს წყაროების თარგმნას. აქ კიდევ წამოიჭრება უამრავი სირთულე იმიტომ, რომ მე ჩემს საგანში ერთ წყაროებს მივიჩნევ საჭიროდ, სხვა, მონათესავე, ან თუნდაც იგივე საგანში - სხვა წყაროებს. საერთოდ, ყველაფერს სჯობია სტუდენტები თანამედროვე წყაროებს დედანში გაეცნონ. მითუმეტეს, რომ ვერავითარი მთარგმნელობითი პროცესი (+ აქ კიდე ტენდერებიო, ფინანსებიო, მერე - თარგმანის დონე, მთარგმნელის კომპეტენცია, ანუ ნორმალური მთარგმნელი ა)ძვირია ბ)იშვიათია:)), ბოლოს, თსუ განმმომცემლობაში გადაცემულ წინგნს მინიმუმ 1 წელი უნდა, სანამ გამოვა :)) და ა.შ., მოკლედ, სტუდენტების პროტესტი სრულიად სამართლიანი, ბუნებრივი და დროულია, მაგრამ არსებული სისტემის ფარგლებში პრაქტიკულად მოუგვარებადი.
მივესალმები ასეთ ინიციატივას, ეს პრობლემა ადმინისტრაციის მხრიდან ორგანიზებულად უნდა გადაჭრას, ისე შეუძლებელია. მე ეხლა საზგვარგარეტ ვსცავლობ, ცჰემი მეგობარი საერტაშორისო ურთიერთობებიდან, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო წლების წინ, გამოვიდა ასეტივე ინიციატივით, მაშინ მთარგმნელები ვერ ვნახეთ, რადგან ასეთი ლიტერატურის თარგმნას სპეციალური ცოდნა ჭირდება. მასალა იმდენად ბევრი იყო რომ არც მოკლე დროში ესცრებოდა და არც სტუდენტებს ჰქონდატ თარგმნის ენთუზიაზმი. ბელქანიას კი ვერ დავეთანხმები, 20000ს მარტო ეგ ვერ ხარჯავს ისე, როგორც მას უნდა, ტორე სხვა დეკანები, ვიცი, საცჰირო წიგნებს თავისუფლად ყიდულობენ ხოლმე. რაც შეეხება ბიუჯეტის 80%-ის შემოსავალი ხელფასებზე მიდისო, ასე რომ არ იყოს, მაშინ უნდა გაუქმდეს ისეთი არამომგებიანი ფაკულტეტები, როგორიცაა ჰუმანიტარული და ზუსტები. მაშინ იურისტებს, ეკონომისტებს და სოცებს ბევრი ფული დარცჰებატ სათარგმნელად, რაც ვფიქრობ, კარგი გამოსავალი არაა. იმედი მაქვს პრობლემაზე ორიენტირებული ტუ იკნებიტ თკვენ და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ნელნელა გადაიჭრება ეს პრობლემა, მაგრამ ტუ მიზანი იქნება ინტრიგა, თვითმმამართველობის წევრების შეურაწყოფა, არამგონია შორს წახვიდეთ, ამ პრობლემას კი გადაჭრიან და პლიუსი ისევ მათ დაეწერებათ. ბოლოსდაბოლოს სირცხვილია ასეთი სიტყვებით სტატიების წერა და მიჩმორებული ჟურნალისტების დანახვა. საქმეზე იყავით ორიენტირებული და არა ინტრიგაზეეეეე ;) ისევ შენტვის გეუბნები ავტორო ;)
tu sheizleba daasaxelet, konkretulad romeli tvitmmartvelobis wevrebi iyvnen chxubshi chartuli. es yvelaze mnishvnelovania, da tavdacvistvis mtavari meqanizmia.

ალეკო, "ინტრიგანი"-ს წოდება ეხლა სწორედ თვითმმართველობის პრეროგატივაა.

როცა სტუდენტებს თავისუფალი სიტყვის გამო სცემენ და ამაზე იწერება, ეს ინტრიგნობაა? თვითმმართველობის მყრალი სუნი მცემს მაგ კომენტარში რაღაც...

ვინც მაგ მართალ ბიჭებზე აწიეს ხელი - იმათი დედები #######

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.

OSGF

ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ned_logo

გვერდი ფუნქციონირებს NED-ის ფინანსური მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” და NED-ის პოზიციას. შესაბამისად, ისინი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation and NED. Therefore, the Open Society Georgia Foundation and NED are not responsible for the content of the information material.